შპს რუსთველი
კითხვარი
ეს კითხვარი შექმნილია იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რა სირთულეები და საჭიროებები არსებობს ჩვენს სკოლაში. თქვენი პასუხები დაგვეხმარება სასწავლო გარემოს, პროცესისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ თითოეულ კითხვას.
პასუხები ანონიმურია და გამოიყენება მხოლოდ კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით.
ზოგიერთ კითხვას აქვს სავარაუდო პასუხები, ხოლო ბოლოს შეგიძლიათ საკუთარი აზრი დაწეროთ.
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კითხვარი მშობელს
კითხვარი მოსწავლეს
გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
​„სკოლა რუსთველის“ მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას და ბოლო ზარს!
​დღეს თქვენი ცხოვრების ერთი ულამაზესი ეტაპი დასრულდა და იწყება ახალი, დიდი და საინტერესო გზა. ჩვენო ძვირფასებო, ამაყობთ თითოეული თქვენგანით!
​გისურვებთ დიდ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, წინსვლასა და ბედნიერ მომავალს. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იარეთ მხოლოდ წინ!
​სკოლის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა. ნუ დაივიწყებთ აქ გატარებულ წლებსა და მეგობრებს.
​გზა დაგვილოცნია, მომავალი თქვენია!
სპორტული დღე ჩვენ სკოლაში.
დაწყებით და საბაზო საფეხურზე ჩატარდა „მხიარული სტარტები“, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური თანამშრომლობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. თითოეულმა კლასმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით მიიღო მონაწილეობა შეჯიბრებებში, რამაც სპორტული სულისკვეთებითა და პოზიტიური ემოციებით სავსე დღე შექმნა.
ღონისძიების დასასრულს კი ყველა კლასი სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებით დაჯილდოვდა.
ჩვენი სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს სპორტულ აქტივობებს და მოსწავლეთა ჯანსაღ განვითარებას.
ვიდეო 1
სკოლა „რუსთველში“ მე-18 სეზონის „ყველაზე ჭკვიანი“ გამოვლინდა!
​ჩვენს სკოლაში უკვე მრავალწლიან ტრადიციად იქცა ინტელექტუალური პროექტი, რომელიც ყოველ წელს სპეციალურად მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის იმართება. პროექტის უცვლელი ხელმძღვანელის, ქეთი აკობიას ორგანიზებით, პატარა მეოთხეკლასელებმა წელსაც საუკეთესოდ გამოავლინეს თავიანთი ცოდნა.
​ დაძაბულ ფინალში საპატიო ტიტულისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა მე-4 კლასის მოსწავლე — დანიელ კვირიკაშვილი! „რუსთველი“ მთელი გულით ულოცავს დანიელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! ვამაყობთ შენით და კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ!
სკოლა „რუსთველის“ ტრადიცია გრძელდება!
​ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, ტრადიციული შიდასასკოლო ოლიმპიადა „რუსთველი“ წელსაც დიდი ენთუზიაზმით ტარდება!
​უკვე 13 წელია, ეს პროექტი ჩვენიsსკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს I-IV კლასის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და მათ გამოვლენას ისეთ მნიშვნელოვან საგნებში, როგორიცაა:
​ ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
ინგლისური ენა
​ჩვენი პედაგოგები დაუღალავად ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენა მეგობრულ და წამახალისებელ გარემოში.
ულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
რუსთავში გამართულ სპორტული ესეების კონკურსზე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი საბა კალაიჯიშვილი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების რჩეული გახდა!
​კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.
​წარმატებები, საბა!
#სკოლარუსთველი
#რუსთველი
#რუსთველისწარმატებულიმოსწავლე
ცოდნა, აზარტი და გამარჯვება!
​ჩვენს სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა დიდი ინტელექტუალური კონკურსი „The Best“. თამაშმა საინტერესოდ, დაძაბულად და დიდი ემოციებით ჩაიარა.
​გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ კონკურსის შედეგები და მივულოცოთ გამარჯვებულებს:
​ I ადგილი — ნიკოლოზ მილორავა (კონკურსის მთავარი გამარჯვებული!)
II და III ადგილები — ბარბარე სადაღაშვილი და ბარბარე კანდელაკიშვილი
​მადლობას ვუხდით ყველა მეცხრეკლასელს აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა!
​წინ ახალი მწვერვალებია!
მადლობა, ელისო მასწავლებელო!“
​მადლობა იმ უსაზღვრო თბილი დღეებისთვის, მოთმინებისთვის, დედობრივი ზრუნვისა და იმ ცოდნისთვის, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს გაუზიარეთ. თქვენი დამსახურებით, ისინი დღეს თამამი, გონიერი და მეგობრული მომავალი მეხუთეკლასელები არიან!
​წარმატებებს ვუსურვებთ ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე, ელისო მასწავლებელს კი — ჯანმრთელობასა და კიდევ ბევრ შემოქმედებით სასწავლო წელს!
2026 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო
სკოლა რუსთველის სახელით, გისურვებთ დიდ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ბედნიერ მომავალს!
8
ვიდეო 1
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ულამაზესი, ემოციური და დასამახსოვრებელი დღე ჩაიწერა ისტორიაში.
ვიდეო 1
ვიდეო 2
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ვუსურვებ ყველა პატარას ბედნიერ, ლაღ და ულამაზეს ბავშვობას, ჯანმრთელობას, სიყვარულს, სითბოსა და უამრავ ღიმილს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება!
გილოცავთ 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის დღეს!
1 ბ კლასი
2 გ კლასი
2 ბ კლასი
3 ბ კლასი
🌟 უდიდესი სიამაყით გიზიარებთ დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს სიახლეს! ❣️
🗣️ „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“ — ჩვენმა ძვირფასმა მეხუთეკლასელებმა ეს ცნობილი სიტყვები დღეს საქმედ აქციეს!
🏆 ტურის დამსახურებული გამარჯვება დიდი ბრძოლისა და მონდომების შედეგად მოიპოვა ❤️ 5 ა ❤️ კლასმა! 🎉🎉🎉🎉🎉
უსაზღვროდ ვამაყობ თითოეული მათგანით და ვუსურვებ კიდევ ბევრ დიდ წარმატებას წინსვლის გზაზე! 👏❤️
როცა ჯანსაღი კვების გაკვეთილი კულინარიულ შოუდ იქცევა!
​ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ სამზარეულოში ტრიალი და ჯანსაღ პროდუქტებთან მეგობრობა ძალიან მარტივი და სახალისოა. შემოქმედებითი პროცესიც და შედეგიც უგემრიელესი გამოვიდა!
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღე!
​სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღეა — ჩვენმა მეოთხე „ბ“ კლასმა და მათმა საყვარელმა დამრიგებელმა, მარიამ მასწავლებელმა, დაწყებითი საფეხურის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს!
​ოთხი წლის წინ გადადგმული პირველი ნაბიჯების შემდეგ, დღეს სცენაზე უკვე გაზრდილი, ნიჭიერი და ძალიან შეკრული გუნდი წარსდგა. მოსწავლეებმა უდიდესი სიყვარულით გადაუხადეს მადლობა თავიანთ პირველ მასწავლებელს.
​უღრმეს მადლობას ვუხდით მარიამ მასწავლებელს თითოეულ ბავშვში ჩადებული შრომისა და სითბოსთვის, ხოლო მშობლებს — მუდმივი მხარდაჭერისთვის.
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
დღე, როცა საქართველოს თავისუფლებამ ხმა ამოიღო…
დღე, რომელიც მხოლოდ თარიღი კი არა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირსება და ჩვენი მომავლის იმედია.
ამ პატარა თვალებში დღესაც ანათებს საქართველო —
თავისუფალი, ამაყი, ძლიერი და სიყვარულით სავსე.
ისინი არიან ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი ქვეყნის გაგრძელება, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი.
დაე, ყოველთვის ასე ამაყად ფრიალებდეს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა,
და ბავშვების გულებში არასოდეს განელდეს სამშობლოს სიყვარული.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას!
​დღეს ეროვნული სამოსის დღეა — დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დახვეწილი, გრაციოზული და გამორჩეულია ქართული ტრადიციული სამოსი.
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
​სკოლა „რუსთველის“ 3 გ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს!
#სკოლარუსთველი
#რუსთველი
ვიდეო 1
ვიდეო 2
ვიდეო 3
👩‍🍳 ჩვენი პატარა შეფ-მზარეულები და უგემრიელესი კულინარიის გაკვეთილი! 🍰🍓
👩‍🏫 ეკა მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა მოაწყვეს! ჩვენმა მესამეკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით მოამზადეს უგემრიელესი კერძები/ტკბილეული. 🥐🍕
🥰 საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ პატარები, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს და როგორ სიამოვნებდათ შემოქმედებითი პროცესი.
👏 ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მესამეკლასელებით და უდიდესი მადლობა ეკა მასწავლებელს ასეთი საინტერესო, პრაქტიკული და დაუვიწყარი გაკვეთილის ორგანიზებისთვის! ❤️🎉
წიგნის საერთაშორისო დღე
წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
სტუმრად რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ღონისძიება-,,ვაჟა ფშაველა-ბუნების შვილი"
ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი Spelling
II ადგილი — სესილი კურტანიძე (შესანიშნავი შედეგი და გამორჩეული ცოდნა!)
III ადგილი — თეკლა ჭელიძე (შთამბეჭდავი მონდომება და საპატიო გამარჯვება!)
ვამაყობთ თითოეული მონაწილის სიმამაცით! გოგონებმა დაამტკიცეს, რომ შრომისმოყვარეობასა და მონდომებას ყოველთვის მოაქვს დამსახურებული აღიარება. მადლობა ყველას ასეთი ენერგიული და წარმატებული დღისთვის!
როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?
​ ფიზიკის გაკვეთილზე ნამდვილი სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა! მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, დაამტკიცეს, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულები არაა – ის ჩვენს ყოველდღიურობაშია.
​გზებზე დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერებიდან“ დაწყებული, აინშტაინის გენიალურ აღმოჩენებამდე – ბავშვებმა საოცარი სიზუსტით გადმოსცეს მეცნიერების ევოლუცია.
​მადლობა ბელა მასწავლებელს ასეთი მოტივაციისთვის და მოსწავლეებს – ასეთი სიღრმისეული ნამუშევრებისთვის!
♟️ ინტელექტუალური ორთაბრძოლები და ახალი ჩემპიონები ჩვენს სკოლაში!
დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებელს ბავშვებში ამ საოცარი სპორტის პოპულარიზაციისა და მუდმივი მოტივაციისთვის!
👗 ნარჩენებიდან ხელოვნებამდე! ♻️✨
გსურთ ნახოთ, როგორ იქცევა მეორადი ნივთები ხელოვნების ნიმუშად? ჩვენმა მე-5 ა კლასელებმა ეს პრაქტიკაში დაგვიმტკიცეს!
პროექტის „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მოაწყვეს დაუვიწყარი მოდების ჩვენება. მათი ყველა სამოსი დამზადებული იყო მეორადი გამოყენების ნივთებისა და ნარჩენებისგან.
რა გამოიყენეს ბავშვებმა?
პოლიეთილენის პარკები, ძველი გაზეთები, მუყაოს ყუთები და პლასტმასის დეტალები — ის, რასაც ხშირად ნაგავში ვყრით, ბავშვების ფანტაზიით ორიგინალურ კოსტიუმებად, ჯადოსნურ მოსასხამებად და ზღაპრულ სამოსად იქცა.
პროექტის პრეზენტაცია: „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“
სკოლაში წარმატებით ჩატარდა მოსწავლეთა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას — ეკოლოგიასა და სუფთა ჰაერს მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო:
მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები;
საინტერესო ფაქტები ჰაერის შემადგენლობაზე;
დისკუსია გარემოს დაცვის აუცილებლობასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ეკო-მოდების ჩვენება
პროექტის ხელმძღვანელები:
პედაგოგები: იოანა მიხელიძე, ინდირა კაპანაძე და ლარა ქოჩიშვილი.
მადლობა თითოეულ მონაწილეს გარემოზე ზრუნვისა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევისთვის!
გაიცანით რუსთველელია!
​ლიზი კერესელიძე და ლუკა ბერიანიძე სწორედ იმ „ნიჭიერ თაობას“ მიეკუთვნებიან, რომლებიც სცენაზე დგომისას არა მხოლოდ ტექსტს კითხულობენ , არამედ მთელ ემოციასა და ენერგიას გადასცემენ მაყურებელს.
​სპექტაკლში „მკაცრი ქალიშვილები“ მათი მონაწილეობა განსაკუთრებულ ელფერს სძენს დადგმას. როდესაც სკოლა „რუსთველის“ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, თავის თანატოლებთან ერთად, პროფესიულ სცენაზე (თეატრ „ბრავოში“) გამოდიან, ეს უკვე დიდი განაცხადია მათ მომავალზე.
​ეს ერთობლივი შემოქმედებითი პროცესი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს ხელოვნება მეგობრებს და როგორ ეხმარება მათ თვითგამოხატვაში. სიამაყით ვადევნებთ თვალს თითოეული მათგანის წინსვლას!
,,მე და ჩემი დედა ენა,,
წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?
​ ფიზიკის გაკვეთილზე ნამდვილი სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა! მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, ბელა ბედიაშვილის ხელმძღვანელობით, დაამტკიცეს, რომ ფიზიკა მხოლოდ ფორმულები არაა – ის ჩვენს ყოველდღიურობაშია.
​გზებზე დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერებიდან“ დაწყებული, აინშტაინის გენიალურ აღმოჩენებამდე – ბავშვებმა საოცარი სიზუსტით გადმოსცეს მეცნიერების ევოლუცია.
​მადლობა ბელა მასწავლებელს ასეთი მოტივაციისთვის და მოსწავლეებს – ასეთი სიღრმისეული ნამუშევრებისთვის!
„დაიღალა დედამიწა
„დაიღალა დედამიწა,
დავეხმაროთ ბრუნვაში!
დახმარება გამოვხატოთ,
მოვლასა და ზრუნვაში!“ 💙🌍❤️
ჩვენი სკოლის, „რუსთველის“ II გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია მამუკაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს! 🌱🏡
ეს პატარა ნერგები ჩვენს ბავშვებთან ერთად გაიზრდებიან და წლების შემდეგ სკოლის ეზოს კიდევ უფრო გაამწვანებენ. ამ ლამაზი აქციით პატარებმა გვიჩვენეს, რომ დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ დასუფთავება არაა — ეს არის ახალი სიცოცხლის ჩუქება და მომავალზე ფიქრი. 🌳✨
მადლობა ბავშვებს ასეთი მონდომებისთვის და გარემოს მიმართ გამოხატული დიდი სიყვარულისთვის! 💚🙌
„ჩვენი პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილებებისთვის! 🌏✨
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა „რუსთველის“ 3-გ კლასში ნამდვილი სამზადისი იყო! 🌿 პედაგოგ მედეა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა პატარებმა გადაწყვიტეს, სიტყვიდან საქმეზე გადასულიყვნენ:
🧹 მოაწესრიგეთ და დაასუფთავეთ გარემო;
💚 ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ბუნებაზე ზრუნვა.
როგორც ჩვენი პატარები ამბობენ:
დღეს ჩვენი ეზო უფრო მწვანეა, ჩვენი გულები კი — უფრო ამაყი! 🌳🙌
#სკოლარუსთველი  #გავუფრთხილდეთდედამიწას“
„დედამიწავ, მე დაგიცავ შენ!“
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლა "რუსთველის" მე-5ა,მე-5ბ,მე-5გ კლასის მოსწავლეებთან ერთად განსაკუთრებული ბუნების გაკვეთილი ჩავატარეთ. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით იმუშავეს იმ საკითხებზე, თუ როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს.
თითოეულმა კლასმა საოცარი შედეგი აჩვენა – მათი იდეები, ნახატები და პრეზენტაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი საიმედო ხელშია!
ამ ფოტოებში კარგად ჩანს ის ემოცია და შრომა, რომელიც ბავშვებმა ამ დღეს ჩადეს.
#დედამიწისდღე #ბუნება #ჩვენიპლანეტა #მეხუთეკლასელები #გავუფრთხილდეთბუნებას
დაიცავი დედამიწა, ის შენი სახლია!
🌍✨ჩვენი 1-ბ კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუდგნენ გარემოზე ზრუნვას. მათმა პატარა ხელებმა დღეს დიდი საქმე გააკეთეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბუნების დასუფთავებაში. 💚სიყვარულით და მზრუნველობით იწყება დიდი ცვლილებები! ამაყები ვართ ჩვენი პატარებით! ❤️❤️❤️❤️#გაფრთხილდიბუნებას #ჩვენისახლი #მწვანემომავალი #რუსთველი  # სკოლარუსთველი
ვიქტორინა „ატლანტიდა“ – გამარჯვება მე-6 (ბ) კლასს!
​21 აპრილს სკოლა „რუსთველში“ მე-6 კლასელებს შორის ინტელექტუალური ვიქტორინა „ატლანტიდა“ გაიმართა.
​პედაგოგების, ნატალია ბეგაშვილისა და თეონა ღონღაძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსწავლეებმა საოცარი ცოდნა და მოტივაცია გამოავლინეს.
​ გილოცავთ! დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მე-6 (ბ) კლასის გუნდმა მოიპოვა და დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდა.
​მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოზარდების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ნამდვილ მამულიშვილებად ჩამოყალიბებას.
ყველაზე გონიერი დამპყრობელი ისტორიასა და წარსულს გართმევს, ვინაიდან ასეთ საზოგადოებას საყრდენი ეცლება და ვერ ახერხებს ბორკილებისგან გათავისუფლებას.“
ჩვენი ქვეყნის მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი წარსული, რათა შეძლოს თავისუფალი მომავლის შენება. სწორედ ამ მიზნით, სკოლა „რუსთველში“ გაიმართა ემოციური და შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც 9 აპრილის გმირების ხსოვნას მიეძღვნა. 🕯️✨
9 აპრილი — ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში სისხლით, ტკივილით, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი გმირობითა და ერთიანობით არის ამოკვეთილი. ✊❤️
ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი თეონა ღონღაძე.მონაწილეები: მე-10 ბ და მე-5 ა კლასის მოსწავლეები.
ვულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
​კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.
​წარმატებები, საბა!
#სკოლარუსთველი
#რუსთველი
#რუსთველისწარმატებულიმოსწავლე
#გაიცანირუსთველელია
თვითმმართველობის დღე!
დღეს ჩვენს სკოლაში უჩვეულო და ენერგიული დღეა — თვითმმართველობის დღე!
​ჩვენმა უფროსკლასელებმა ერთი დღით მასწავლებლის ამპლუა მოირგეს, გადაინაწილეს საგნები და საკუთარ თავზე გამოცადეს, თუ რამხელა შრომა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული გაკვეთილის უკან.
​საინტერესოა მოსწავლეების თვალით დანახული სასწავლო პროცესი — ბევრი ღიმილი, კითხვა-პასუხი და ახალი აღმოჩენები. მადლობა თითოეულ „ახალბედა მასწავლებელს“ მონდომებისთვის!
🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!
📅 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა „რუსთველი“ სწავლების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
🏫 ჩვენთან უცხო ენა მხოლოდ საგანი არ არის – ეს არის მოსწავლის წარმატების გასაღები! 🔑
🤝 „English Book Education"-თან მჭიდრო პარტნიორობით, სწავლების პროცესს მსოფლიო დონის სახელმძღვანელოებით ვაახლებთ. 📚 მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
🔄 რა იცვლება?
ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად იმუშავებენ ისეთი წამყვანი გამოცემებით, როგორიცაა:
👶 I კლასი: Academy Stars
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
სკოლა „რუსთაველის“ სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
ვიდეო
🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!
ჩვენს სკოლაში გაზაფხულის სითბოსთან ერთად განსაკუთრებული, სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გადაწყვიტეს, 8 მარტი ჩვენი სკოლის ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით კი — მასწავლებლებისთვის, დაუვიწყარი გაეხადათ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ფერადი, ორიგინალური ყვავილები, რომლებშიც მთელი მონდომება და მადლიერება ჩააქსოვეს. ნაცვლად ჩვეულებრივი თაიგულებისა, მათ მასწავლებლებს მიართვეს სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც არასოდეს ჭკნება — ისევე, როგორც ის ცოდნა და ამაგი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გვიზიარებენ.