მთავარი გვერდი
სიახლეები
🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!
📅 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა „რუსთველი“ სწავლების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
🏫 ჩვენთან უცხო ენა მხოლოდ საგანი არ არის – ეს არის მოსწავლის წარმატების გასაღები! 🔑
🤝 „English Book Education"-თან მჭიდრო პარტნიორობით, სწავლების პროცესს მსოფლიო დონის სახელმძღვანელოებით ვაახლებთ. 📚 მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
სკოლა „რუსთაველის“ სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!
ჩვენს სკოლაში გაზაფხულის სითბოსთან ერთად განსაკუთრებული, სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გადაწყვიტეს, 8 მარტი ჩვენი სკოლის ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით კი — მასწავლებლებისთვის, დაუვიწყარი გაეხადათ.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ფერადი, ორიგინალური ყვავილები, რომლებშიც მთელი მონდომება და მადლიერება ჩააქსოვეს. ნაცვლად ჩვეულებრივი თაიგულებისა, მათ მასწავლებლებს მიართვეს სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც არასოდეს ჭკნება — ისევე, როგორც ის ცოდნა და ამაგი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გვიზიარებენ.
„ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო დედებო და ჩვენო პატარა ქალბატონებო!
გულით გილოცავთ გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულებს — 3 და 8 მარტს!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სკოლასა და ჩვენს ყოველდღიურობას სითბოთი, მზრუნველობითა და სიცოცხლით ავსებთ.
- დედებს — მადლობას გიხდით თქვენი უპირობო სიყვარულისთვის;
- მასწავლებლებს — იმ ცოდნისა და მოთმინებისთვის, რომელსაც ყოველდღ
პატივი წარსულის წინაშე და პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ.
დღეს სკოლა „რუსთაველის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ილია ქარდავას, და ისტორიის მასწავლებლის, თეონა ღონღაძის, ინიციატივით გამართული ღონისძიება იყო ემოციური და დამაფიქრებელი.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ის მძიმე დღე, როცა საქართველომ თავისუფლება დაკარგა, ისაუბრეს იუნკერების თავდადებაზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ თავისუფლება დიდი ფასით არის მოპოვებული.
საჯაროდ კითხვის დღე
ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს",ჩემო პატარებო გისურვებთ ამ სამყაროში საინტერესო და საოცნებო მოგზაურობას
1 ა კლასი
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის"
კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმაში და სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე".
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის" კვირეულში დიდი ინტერესით ჩართული 1 ბ კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში.
საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი ინტეგრირებული გაკვეთილი გამოგვივიდა და ჩვენი პატარებიც დიდი ინტერესით ჩაებნენ ამ პროცესში.
სკოლის შიდა საფეხბურთო ოლიმპიადა წარმატებით დასრულდა.
თვითმმართველობის ინიციატივით და სპორტის მასწავლებლის მხარდაჭერით ჩატარდა შიდა სასკოლო ფეხბურთის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.
თითოეულმა გუნდმა გამოავლინა დიდი მონდომება, პასუხისმგებლობა და სპორტისადმი სიყვარული.
და აი ჩვენი ჩემპიონები:
დაწყებითების ლიდერები — 5ა
რუსთველობა 2025– სკოლის დღე
ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის კლასებმა და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება – კუთხეების ისტორია, ხალხური ხელოვნება, სამზარეულო და ჩვევები. სკოლის ეზო გადაიქცა პატარა საქართველოდ, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმოგზაურონ კახეთიდან სამეგრელომდე, აჭარიდან რაჭამდე.
,,ტვინების ბრძოლა 2025”
სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.
გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.
რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა
ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.
მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!
გილოცავთ ახალი 2025–2026 სასწავლო წლის დაწყება!ს!
განსაკუთრებული წარმატებები და შთაგონება რუსთველელებს — ცოდნის, მეგობრობისა და წინსვლის წელი გქონოდეთ!
1
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
ფორმის დეტალები:
ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.
ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).
გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.
რუსთველის კურსდამთავრებულებო!
სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას!
გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.
გახსოვდეთ, რომ სკოლა რუსთველი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება — როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც დაიწყეთ დიდი მოგზაურობა
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 599 74 60 61
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
შაბათი 04/04/2026- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- 🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!
- ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
- 🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!
- „ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო დედებო და ჩვენო პატარა ქალბატონებო!
- პატივი წარსულის წინაშე და პასუხისმგებლობა მომავლის მიმართ.
- სკოლა რუსთველის მე-3 ა კლასის მოსწავლეები გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!
- საჯაროდ კითხვის დღე
- ,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის"
- წიგნის საჯაროდ კითხვის დღე სტუმრად მედიათეკაში
- სკოლის შიდა საფეხბურთო ოლიმპიადა წარმატებით დასრულდა.
- უჩვეულო დღე სკოლა რუსთველის პირველკლასებელისათვის
- რუსთველობა 2025– სკოლის დღე
- ერთი ჩვეულებრივი დღე სკოლაში
- ,,ტვინების ბრძოლა 2025”
- რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა
- კინგსის გამარჯვებულები რუსთველელებო!
- სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
- გილოცავთ ახალი 2025–2026 სასწავლო წლის დაწყება!ს!
- ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
- რუსთველის კურსდამთავრებულებო!