სიახლეები
ასე ხალისით დავიწყეთ ქიმია სკოლა რუსთველის 8 კლასში.
ცხოვრებაში შემთხვევით არავის ვხდებით, ყოველი ადამიანი თავისი როლით ცხოვრების საჩუქარია და შესაძლებელია ამ ადამიანებს შორის არიან ისინი , ვინც მომავალში იქნება წარმატებული თავის საქმიანობაში.
ადამიანს სჭირდება ლამაზი და ჯანსაღი გარემო, რათა გარეთ გამოვიტანოთ ყველა სასიკეთო ენერგია.
ამ გარემოს შექმნისთვის თავად უნდა ვიშრომოთ
გაიცანით, ,,რუსთველის" კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე,
ლუკა რიკაძე
საქართველოს ჩემპიონი
50 კგ კატეგორიაში- ძიუდო
,,რუსთველი" შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს
ქ. რუსთავის კერძო სკოლა რუსთველი შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს და ჩაატარა შიდა სასკოლო ჩემპიონატი დროშობანაში სადაც იასპარეზს V. VI, VII VIII კლასის მოსწავლეებმა
გამარჯვებულ გუნდს ჯილდო გადაეცა თასი.
გამარჯვებული გინდის წევრები:
თენგო ბერიანიძე
გაბრიელ ჩიქოვანი
პეტრე პეტროვსკი
ნოდო ხატიაშვილი
უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი
-
სკოლა ,,რუსთველში" უკვე მერამდენე წელია ფუნქციონირებს უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ვოკალის პედაგოგი, თინიკო როსტიაშვილი, რომელიც საინტერესო კონცერტებით გვაოცებს.
2-
,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,
დამთავრდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,კერძო სკოლა ,,რუსთვე
ლში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.
საანგარიშო კონცერტი
სკოლა ,,რუსთველში" უკვე წლებია ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ქალბატონი თეა ნაცვალაძე ხელმძღვანელობს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ქალბატონი თეა გვანებივრებს სასიამოვნო კონცერტით, რომლებიც სკოლის ბაზაზე იმართება.
მადლობა თეა მასწავლებელს დაუღავალი შრომისთვის .
ვიქტორინა მათემატიკაში
კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა რუსთელის ისტორიის ფურცლებს . ,მე-5ა და მე-5ბ კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი. პირველი ადგილზე გავიდა, მე-5ა კლასის გუნდი, ,,Tigers". წარმატებული გუნდის კაპიტანი გახლდათ,დემეტრე ძინძიბაძე.
"ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო..."
29 მაისს საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო...". ღონისძიება იროდიონ ევდოშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კერძო სკოლა"რუსთველი"-ს llკლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი:სოფო წიკლაური) გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს პატარები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
იყო და არა იყო რააა...
იყო და არა იყო რააა,იყო სამი ზღაპრის მიუზიკლი,ზღაპრები რომლებიც ყოველთვის გვაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში.ბავშვობაში სადაც ყველაფერი ლამაზია და სავსეა სიკეთით.ჩემმა პატარა რუსთველელებმაც დაგვანახეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.მიყვარხართ და მაოცებთ თქვენი შემოქმედებით
,,რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023
კონკურსში „მუზეუმი- რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023 წლის გამარჯვებულები სკოლა ,, რუსთველი''- ს მეოთხე კლასის მოსწავლეები :
ნიკოლოზ გიგუაშვილი და მარიამ მაღრაძე.
1 ივნისს 17 : 00 სთ-ზე მუზეუმის დარბაზში, დაჯილდოვედებიან გამარჯვებულები.
ერთად გავიზიაროთ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია და სიხარული.
საოცრებათა ქვეყნაში
11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური
დებატები
ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასკოლო დებატები, სადაც ორი გუნდი ერთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. მთავრობისა და ოპოზიციის გუნდის სპიკერები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას. ჟიურის შეფასებით
დედამიწის დღე მე-2ა კლასში
,„დედამიწა საუკეთესო ხელოვნებაა“.
დედამიწას უყვარს ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი ხელების კი ეშინია.
სკოლის ეზოს გამწვანება
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა,მე10 კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები ,მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს გამწვანებაში. აიმაღლეს ცნობიერება და აჩუქეს დედამიწას კიდევ რამდენიმე ახალი სიცოცხლე ❤️
9
სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
"დედაენის დღესთან" და "ბიბლიოთეკის თვესთან" დაკავშირებით დასვენებების გამო ცოტა დაგვიანებით 1 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბობლიოთეკას. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს,წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები. ბოლოს კი ჩვენი ბიბლიოთეკარი ძვირფასი ქალბატონი ეკასგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა პოეტების ლექსების საბავშვო კრებულები. მადლობა ქალბატონ ეკას ლამაზი დღისათვის. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
ერთი საინტერესო დღე I გ კლასში
I გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რელიგიასა და ხელოვნებაში. რელიგიის გაკვეთილზე პატარები გაეცვნენ აღდგომის დღესასწაულის შესახებ სრულ ისტორიას. შემდეგ უყურეს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს " იესო, ის ცხოვრობდა ჩვენს შორის". ფილმის ყურების შემდეგ გავმართეთ მცირედი დისკუსია. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ემოციური მომენტები ანიმაციიდან. ბოლოს კი თავისი შთაბეჭდილებები ასახეს ფურცლებზე ნახატის სახით. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე
ცეკვის კონკურსის Art-Dance Cup 2023 და Gymnaestrada 2023, რომელიც გაიმართა Hotels & Preference Hualing Tbilisi, გამარჯვებული "რუსთველის" მე - 4 კლასის მოსწავლე
ჩვენი წარმატებული გოგო - ანა დადვანი
გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს !
2 აპრილი - აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
2 აპრილი აუტიზმის სპექტრის შესახებ
ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
ამ დღის აღნიშვნის მიზანია:
გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით.
ხელი შეუწყოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
გვახსოვდეს:
აუტიზმი არ არის დაავადება!
ანგარიშში შესვლა
ფოტო გალერეა
ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენადკონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- skolarustveli@mail.ru
- საინფორმაციო ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 599 74 60 61
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
- ტელეფონი
- (341) 258464
- ტელეფონი
- (0341) 258690
ნავიგაცია
ზარის დროები
პარასკევი 17/05/2024- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- ტვინების ბრძოლა 2024 - გაზაფხულის სეზონი
- ეძიებდე და ჰპოვებდე
- ვიქტორინა ,,ატლანტიდა"
- ტვინების ბრძოლა 2024 - გაზაფხულის სეზონი
- ,,დედა" ამ ჯადოსნურ სიტყვას მართლაც რომ დიდი ძალა აქვს!
- სკოლა რუსთველი ვამაყობთ თქვენით.
- საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- 7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
- წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- პროფესიების გაცნობა - ბიბლიოთეკარი
- პროფესიების გაცნობა - ექიმი სტოამტოლოგი
- ვამაყობთ თქვენით ბავშვებოო!!!
- რეგიონული ჩემპიონატი გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში ,,ტვინების ბრძოლა''
- დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს
- მაკნატუნა
- ნომინანტი 2023
- ,თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად" რუსთველი ❤️IIა კლასი❤️
- ტვინების ბრძოლა 2023-24 სასწავლო წელი
- ოლიმპიადა კინგსის გამარჯბებულები
- ტვინიკოსი ჭადრაკი 2023-24