• სკოლის შინაგანაწესი

    • განხილულია და დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ

      პედსაბჭოს №1  სხდომის ოქმი

      დამტკიცებულია  ქ. რუსთავის კერძო სკოლა ..რუსთველის“                                                                         

        დირექტორის მიერ:                   ზაირა კიკნაველიძე

      06    სექტემბერი  2022 წელი                                                                                           

       

      ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველი“

                                      შინაგანაწესი

      თავი  I. ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. მოქმედების სფერო

      1.      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - შპს ,,რუსთველის“ (შედგომში - ,,სკოლა“) შინაგანაწესი (შემდგომში - ,,შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისთვის, რომელიც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.

      2.      შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლბზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

      3.      შიანაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

      4.      შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

      5.      სკოლასა და დასაქმებულს/მოსწავლეს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორინტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის. პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

      6.      სკოლა ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებულს გააცნოს მოქმედი შინაგანაწესი.

      7.      შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

      8.      შინაგანაწესი განსაზღვრავს:

      8.1.  შინაგანაწესის მიზანს, სკოლის მიზანსა და ამოცანებს;

      8.2.  სკოლის სტრუქტურას;

      8.3.  სამუშაო კვირის ხანგრძლივობას, სამუშაო და დასვენების დროს;

      8.4.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმებს და ფარგლებს;

      8.5.  შრომითი ურთიერთობის წარმოშობას/პირობებს, შეწყვეტას;

      8.6.  შრომის ანაზღაურების გაცემას, შვებულების ხანგრძლივობას, მიცემის წესს და შრომითი ურთიერთობის შეჩერებას;

      8.7.  დასაქმებულის წახალისების ფორმებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას;

      8.8.  მოსწავლის წახალისების ფორმებს და და დისციპლინური წარმოების თავისებურებანს;

      8.9.  მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას;

      8.10.                    ადმინისტრაციის მშობელთან ურთიერთობას;

      8.11.                    მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობებს;

      8.12.                    შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებულ ზოგად ინსტრუქცებს;

      8.13.                    მატერუალურ პასუხისმგებლობას;

      8.14.                    ექსკურსიის ორგანიზებას;

      8.15.                    განაცხადის/საჩივრის განხილვის წესს;

      8.16.                    დასკვნით დებულებებს.

      მუხლი 2. შინაგანწესის მიზანი

      შინაგანაწესის მიზანია:

      1.      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ხელშეწყობა, მისი მისიის შესრულება და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა;

      2.      სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგება და კონტროლი;

      3.      სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნვეყოფა;

      4.      სასწავლო-შამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

      5.      სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის მოწესრიგება და კონტროლი;

      6.      სკოლაში დადგენილი წესების და პირობების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება.

       

      მუხლი 3. სკოლის მიზანი

      სკოლის მიზანია:

      1.      მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება; უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა, პიროვნული ფასეულობების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;

      2.      თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით;

      3.      მოსწავლეთათვის ცოდნის მიცემა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

       

      მუხლი 4. სკოლის ამოცანები

      სკოლის ამოცანებია:

      1.      საიმედო, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსმიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;

      2.      თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება;

      3.      აქტიური მენტალობისა და კრიტიკული აზროვნების წახალისება;

      4.      მომავალ თაობაში საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

       

      მუხლი 5. სკოლის მართვის პრინციპები

      სკოლა უზრუნველყოფს:

      1.      სკოლის გადაწყვეტილებისა და დირექტორის ბრძანებების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

      2.      კონკურსების და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

       

       

      თავი II. სკოლის სტრუქტურა

      მუხლი 6. სკოლის სტრუქტურა

      1.      სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას (დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, სასწავლო პროცესის მონიტორინგის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში), ადმინისტრაციას (საქმისმწარმოებელი, ფინანსური მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, ექიმი,  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სამეურნეო მენეჯერი),  კვების სამსახურს (მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი), ტექნიკურ პერსონალს (დამლაგებელი, უსაფრთხოების თანამშრომელი), სტრუქტურულ ერთეულებს (პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, მოსწავლეთა თვითმმართველობა), მასწავლებლებს.

      2.      ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება სკოლის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციით.

      3.      გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულები შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სკოლის დირექტორი;

      4.      სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ შინაგანაწესით და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

       

       

      თავი III. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

      მუხლი 7. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

      1.      სამუშაო დრო წარმოადგენს კალნდარული წლის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი;

      2.      სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს, რომელსაც ყოფს ზამთრის არდადეგები;

      3.      სკოლაში დადგენილია კვირაში 5 დღიანი სასწავლო პროცესი;

      4.      საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ. 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

      4.1.  თუ სკოლას აქვს ყოვედღიური საათობრივი ბადის განთვირთვის სურვილი. ამ დროს, სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;

      4.2.  თუ სკოლაში გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაცდა სასწავლო დღე/დღეები;

      4.3.  თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს, კვირის რომელიმე დღე განისაზღვრება დასვენების დღედ;

      5.      სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 45 წუთი. გაკვეთილებს შორის შესვენებები - 5 წუთი, მესამე გაკვეთილის შემდეგ არის შესვენება, რომლის ხანგრძლივობაა 10 წუთი. გამონაკლისს წარმოადგენს 1-ლი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი, მეორე კლასში კი - 40 წუთი.

      6.      ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.), როდესაც სკოლამ შესაძლოა სანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით;

      7.      სკოლაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადნენ არაუგვიანეს 08:45 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო.

      7.1.  ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს;

      7.2.  ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განიზაღვრება შრომითი ხელშეკრულებით.  დასაქმებულის თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური  სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა

      7.3.  არასამუშაო დროს საკუთარი ინიციატივით (უფლებამოსილი პირის დავალების გარეშე) სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულს არ მიეცემა რაიმე სახის ანაზღაურება.

      8.      მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. მასწავლებლის სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

      9.      დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები.

      10.  მასწავლებელს აქვს სამუშაო საათებში შესვენების უფლება კვებისა და დასვენებისთვის, რომელიც არ შედის სამუშაო დროში და შეუძლია გამოიყენოს დღის განმავლობაში ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს;

      11.  აკრძალულია გარეშე პირთა სკოლის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრა/კონსულტაცია ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა ხდება დისტანციურად სოციალური ქსელის, სატელეფონო კომუნიკაციის და ელექტრონული პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილება სკოლის შენობაში, აუცილებლობის შემთხვევაში სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილება ხდება დირექციასთან წინასწარი შეთანხმებით.

      12.  მოსწავლის გათავისუფლება ხდება მხოლოდ დირექციის თანხმობით, მისი სკოლიდან გასვლის თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამრიგებელს და ეს საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.

      13.  სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროის ფარგლებში სკოლა პასუხს აგებს მოსწავლისა და დასაქმებულის უსაფრთხოებაზე.

      14.  დამრიგებელი ვალდებულია თავისი სადამრიგებლო კლასისათვის გაკვეთილების ცხრილით განსაზღვრული გაკვეთილების დასრულებამდე იმყოფებოდეს სკოლაში.

       

       

       

       

       

       

       

      თავი IV. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

      მუხლი 8. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

      სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს დირექტორი და დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ამავე შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციით დადგენილი მონიტორინგის ფორმების მიხედვით.

      1.      სკოლას უფლება აქვს გამოიყენოს სასწავლო პროცესის  მონიტორინგის შემდეგი ფორმები:

      1.1   მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება პრეზენტაციის სახით,ზეპირი გამოკითხვით და ა.შ;

      1.2   გაკვეთილებზე დასწრება, კლასის აკადემიური შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა.

      1.3   წინასწარ შემუშავებული სპეციალური კითხვარების გამოყენება და მისი ანალიზი.

      2.      დაწყებითი საფეხურის დირექტორის მოადგილეს ევალება სასწავლო პროცესის მონიტორინგი დაწყებით საფეხურზე,აგრეთვე  I-IV კლასის ჩათვლით მოსწავლეების კვების პროცესის კონტროლი.

       

      მუხლი 9. ელექტრონული ჟურნალით სარგებლობისა და  შენახვაზე პასუხისმგეელი პირები

      1.ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირია დირექტორის მოადგილე;

      2.ელექტრონული ჟურნალით სარგებლობენ მხოლოდ სკოლის შესაბამისი კლასის მასწავლებლები და დამრიგებლები დანიშნულებისამებრ.

      3.მასწავლებელი ვალდებულია ყოველი დღის მერე  მოახდინოს ელექტრონული ჟურნალის შევსება

      4.ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერიოდულად ჩაატაროს ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.

      5.ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და შესაბამისად,დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს

       

       

       

      თავი V. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა/პირობები და შეწყვეტა

      მუხლი 10. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

      1.      შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარმოადგინოს:

      ·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

      ·         ფოტოსურათი ზომით 3X4;

      ·         ავტობიოგრაფია/CV

      ·         განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მხოლოდ მასწავლებლებისათვის);

      ·         ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მხოლოდ მასწავლებლებისათვის);

      ·         კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

      ·         ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ (ყველა თანამშრომელზე);

      ·         სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მოქმედი მასწავლებლის შემთხვევაში).

      2.      ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის წარმოშობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.

       

      მუხლი 11. სკოლაში მასწავლებლის/ტანამშრომლის მიღება და სამსახურებრივი შეთავსება

      1.      სკოლაში მასწავლებლის მიღება ხდება კონკურსის გზით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს 174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად.

      2.      დირექტორი უფლებამოსილია მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებლები დაასაქმოს სკოლაში კონკურსის გარეშე.

      3.      კონკურსის შემთხვევაში განცხადება მასწავლებლის/მასწავლებლის მაძიებლის/მოწვეული მასწავლებლის კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე - www.teacherjobs.ge-ზე.

      4.      მასწავლებლის/მასწავლებლობის მაძიებლის კონკურსის ეტაპებია:

      4.1. კანდიდატების მიერ წარდგენილი განცხადების გადარჩევა;

      4.2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

      4.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

      5.      კანდიდატის შერჩევა ხდება კონკურსის დამატებითი ეტაპის გარეშე.

      6.      საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ საათებზე შესულ განცხადებას და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

      7.      გადარჩეული განაცხადებებიდან კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.

      8.      საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან. საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს სკოლის თანამშრომლებისაგან და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტისაგან.

      9.      სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით და იწერება დანიშვნის ბრძანება.

      10.  სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ინახება ავტობიოგრაფია/CV, ფოტოსურათი, ნასამართლეობის ცნობა (მასწავლებელზე), პირადობის მოწმობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

      11.  თანამშრომლის მიღება (გარდა მასწავლებლისა/მასწავლებლის მაძიებლის/მოწვეული მასწავლებლისა) ხდება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით კანდიდატთან გასაუბრების გზით. დირექტორის გადაწყვეტილებით თანამშრომლის სამუშაოზე მიღება, ასევე, შესაძლებელია კონკურსის საფუძველზე.

      12.  სხვა დამსაქმებელთან მუშაობის შემთვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს სკოლის დირექტორთან. შეთავსებით მუშაობა დასაშვებია დირექტორის თანხმობის საფუძველზე, რომლის დროსა განისაზღვრება დასაქმებულისათვის განსხვავებული სამუშაო დრო.

      13.  მასწავლებლის გათავისუფლებისას ახალი მასწავლებლის დანიშვნამდე მის ფუნქციებს ახორციელებს იმავე საგნის ან მონათესავე საგნის მასწავლებელი;

      14.  თანამშრომლის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია:

      14.1.                  თანამშრომელს აცნობს სკოლის შინაგანწესს;

      14.2.                  განუმარტავს ფუნქცია-მოვალეობებს;

      14.3.                  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აცნობს მას შრომის უსაფრთხოების წესებს.

      15.  თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი, სათანადოდ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

      16.  სკოლის დირექტორს უფლება აქვს დაითხოვოს თანამშრომელი ხელშეკრულების ვადის გასვლის, სკოლის შინაგანაწესის, დებულების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, არაკეთილსინდისიერადშესრულების, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლების უხეში დარღვევის ან სხვა მიზეზით, რომელიც ჩაითვლება შინაგანაწესის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად.

      17.  სკოლის დირექტორს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს დასაქმებულთან საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლში მოცემული, რომელიმე გარემოების დადგომისას.

      18.  თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დირექტორი არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. გაფრთხილებიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა. აღნიშნული ვადის დარღვევით დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია ჯარიმის სახით დასაქმებულს დააკისროს და დაუქვითოს ერთი თვის ხელფასის 50% ოდენობით ანაზღაურება.

      19.  პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ დასაქმებულს არ ეძლევა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.

      20.  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარისშწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

       

      მუხლი 12. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება, გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები

      1.      წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს სკოლის დირექტორი გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.

      2.      გადაუდებელი აუცილებლობის (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყონებლივ მაგრამ არაუგვიანეს ერთი საათისა სამუშაოს დაყებამდე, აცნობოს სკოლის დირექტორს გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი.

      3.      დასაქმებულის გამოცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებად იღებს სკოლის დირექტორი. გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შემთვევაში დასაქმებულზე არ ვრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა, მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზრაურება.

      4.      არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

      5.      სკოლის დირექტორი აკონტროლებს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადებას, წასვლასა და გაცდენას. გაუფრთხილებლად გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში დასაქმებულს ჩამოერთმევა ახსნა-განმარტება.

       

      მუხლი 13. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი

      1.      დაუშვებელია, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, მასწავლებლისათვის შეუფერებელი და გამომწვევი ჩაცმულობა.

      2.      დაუშვებელია, იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

       

      მუხლი 14. მოსწავლის ჩაცმულობის წესი

      1.      მოსწავლე უნდა იყოს მოწესრიგებული. სკოლაში იკრძალება ყველა სახის სამოსი და აქსესუარები, რომლებიც ხელს უშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ პირობებში მიმდინარეობას:

      1.1. სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა;

      1.2. სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებას (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა);

      1.3. აკრძალულია ჯაჭვების, ნებისმიერი ბასრი აქსესუარების ტარება;

      1.4. დირექტორი უფლებამოსილია სავალდებულოდ შემოიღოს სასკოლო ფორმის ტარება გარკვეულ კლასებში.

       

       

      თავი VI. შრომის ანაზრაურების გაცემა, შვებულების ხანგრძლივობა, მიცემის წესი და შრომითი ურთიერთობის შეჩერება

      მუხლი 15. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი

      სკოლის დასაქმებულზე შრომის ანაზღაურება გაიცემა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

       

       

      მუხლი 16. ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

      1.      დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

      2.      ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

       

      მუხლი 17. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

      1.      დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით.ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში-143 კალენდარული დღის ოდენობით,აღნიშნულში იგულისხმება  სოციალური სააგენტოს მიერ გაცემული დახმარება

      2.      დასაქმებულს უფლება აქვს,ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება,თავისი შეხედულებებისამებრ,გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე;

      3        .დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე  ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდნობით.

      4        ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან  ნაწიობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო  შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით,რომელიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია;

      5        ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ.

       

      მუხლი 18. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება

      1.      საქართველოს ორგანული კანონის  ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომით ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით;

      2.      შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

       

       

      თავი VII. დასაქმებულის წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

      მუხლი 19. წახალისების ფორმები და გამოყენების წესი

      1.      დღესასწაულთან დაკავშირებით, მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის და /ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის, სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

      ·         მადლობის გამოცხადება;

      ·         საპატიო სიგელით დაჯილდოება;

      ·         ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება

      ·         ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა.

      2.      პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას ან სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის სკოლის მიერ დასაქმებულთა მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას კოლექტიური წახალისების ფორმა (მაგ. ექსკურსიის დაფინანსება).

      3.      დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

      4.      დასაქმებული წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.

      5.      დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში/სესაბამისი საგნობრივი კათედრა/პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის/დასაქმებულების წახალისების თხოვნით, გარდა დღესასწაულებთან დაკავშირებით წახალისების ფორმის გამოყენებისას.

       

      მუხლი 20. დისციპლინური დევნა

      1.      დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობილიობა, რომელთა მიზანია დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

      2.      სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

      3.      სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული.

      4.      დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოს სკოლის შიანაგანწესით გათვალისწინებულ შემთვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

      5.      დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

      6.      დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის ღირსებას.

      7.      ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

      8.      დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისათვის, რომელიც დასაქმებულმა ჩაიდინა სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ.

      9.      დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალიწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

      10.  სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

      11.  სკოლის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

       

      მუხლი 21. დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები

      1.      დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი.

      2.      დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:

      2.1. სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შიანაგანაწესის ან/და სხვა სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტების შეუსრულებლობა;

      2.2. სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

      2.3. დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართული საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა;

      2.4. ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას (ავტორიტეტს);

      2.5. მასწავლებლის მიერ საქართველოს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა;

      2.6. მოსწავლეზე, დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

      2.7. მოსწავლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის/ დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

      2.8. კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა;

      2.9. სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია ან/და გავრცელება;

      2.10.                    სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ძმიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ (ექიმის დანიშნულების გარეშე);

      2.11.                    განზრახ ან გაუფრთხილებლობით სკოლისათვის ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

      2.12.                    სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა;

      2.13.                    სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;

      2.14.                    სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება;

      2.15.                    მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შესული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

      2.16.                    სამსახურში დაგვიანება, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის გაუფრთხილებლად დატოვება, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

      2.17.                    ელექტრონული ჟურნალის და სკოლის სხვა დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ წარმოება;

      2.18.                    მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის მიტოვება, დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

      2.19.                    არამეცნიერული შეხედულების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან აქტის სწავლება, აგიტაცია და პროპაგანდა;

      2.20.                    სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;

      2.21.                    სკოლისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განზრახ დაზიანება და დაკარგვა;

      2.22.                    მოსწავლისგაან ან მშობლისაგან ფასიანი საჩუქრების ან ფულადი თანხის აღება ან მოსწავლეებთან ბიზნეს ურთიერთობის ქონა;

      2.23.                    სკოლისათვის შეუფერებელი ჩაცმულობა;

      2.24.                    პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადდებლობა ან მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობა, თუ მასწავლებლის დასწრება აუცილებელ საჭიროებათ მიაჩნიათ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს ან/და სკოლის დირექციას;

      2.25.                    დირექციის მიერ გაცემული დავალების არაკეთილსინდისიერად, უხარისხოს ან დაგვიანებით შესწულება ან/და შეუსრულებლობა;

      2.26.                    დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა;

      2.27.                    შპს ,,რუსთველის“ ,,უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა:

      ·         საგანგებო სიტუაციების დროს;

      ·         საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს;

      ·         სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს;

      ·         თვითდაზიანების დროს;

      ·         ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს;

      ·         მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის/მოსწავლის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების სკოლის ტერიტორიაზე შეტანის, რეალიზაციის, გავრცელების, მათი მოხმარების (ექიმის ნებართვის გარეშე) ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს;

      ·         მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით აკრძალული ნივთის ქონის დროს;

      ·         მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და საპატიო მიზეზის გარეშე დაგვიანების დროს;

      ·         შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვების დროს;

      ·         მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის მიერ მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის დროს;

      ·         მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათავლისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის დროს;

      ·         ბულინგის/კიბერბულინგის დროს;

      ·         მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის დროს;

      ·         მოსწავლის დესტრუქციული ქცევის დროს;

      ·         მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ შეგროვება;

      2.28.                    დირექტორის კანონიერი დავალებებისა და მითიტებების შეუსრულებლობა;

      2.29.                    კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა;

      2.30.                    სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება;

      2.31.                    დასაქმებულისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

      3.      დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

      3.1. შენიშვნა;

      3.2. გაფრთხილება;

      3.3. მკაცრი გაფრთხილება;

      3.4. საყვედური;

      3.5. სასტიკი საყვედური;

      3.6. არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

      3.7. სამსახურიდან გათავისუფლება.

      4.      დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლებელია გამოყენებული იქნას:

      4.1. სამსახურში დაგვიანება;

      4.2. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის;

      4.3. სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის;

      4.4. განზრახ ან გაუფრთხილებლად სკოლისათვის ზიანის მიყენების საშიშროების შექმნისას;

      4.5. დირექციის მიერ გაცემული დავალების დაგვიანებით შესრულებისათვის;

      4.6. მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობისათვის, თუ მასწავლებლის დასწრება აუცილებელ საჭიროებად მიაჩნიათ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს ან/და სკოლის დირექციას;

      5.      დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შეიძლება გამოყენებულ იქნას:

      5.1. შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხიმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა), რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება;

      5.2. გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენის, სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის მიტოვების ან არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობისას;

      5.3. სკოლის დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისას;

      5.4. სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას;

      5.5. ელექტრონული ჟურნალის უხარისხოდ ან საერთოდ არ წარმოებისას;

      5.6. სკოლისათვის ზიანის მიყენებისას განზრახ ან გაუფრთხილებლობით;

      5.7. შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვისას;

      5.8. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სამუშაო შეხვედრებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის/დასწრებისათვის თავის არიდებისათვის;

      5.9. დირექციის მიერ გაცემული დავალების შეუსრულებლობისათვის;

      5.10.                    სამსახურში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთვევაში;

      5.11.                    მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობისათვის;

      5.12.                    მასწავლებლის მიერ საქართველოს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.

      6.      დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას:

      6.1. შინაგანაწესის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

      6.2. სკოლის ქონების მითვისება, გაფლანგვა, განზრახ განადგურება და დაზიანება;

      6.3. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

      6.4. სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა  ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენებისათვის;

      6.5. სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნისას;

      6.6. ნებისმიერი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელებისას;

      6.7. დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვისას;

      6.8. მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის მიტოვების, დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობისას;

      6.9. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისას;

      6.10.                    დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართული საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევისათვის;

      6.11.                    სკოლის ტერიტორიაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანისათვის (ექიმის დანიშნულების გარეშე);

      6.12.                    სამსახურში ფსიქოტროპული ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადებისათვის (ექიმის დანიშნულების გარეშე);

      6.13.                    კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა;

      7.      დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას:

      7.1. შინაგანწესის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შიანაგანწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხიმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

      7.2. ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

      7.3. კორუფციულ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის ან კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისათვის;

      7.4. სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობის ან/და დოკუმენტების უნებართვოდ სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა;

      7.5. მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლისას;

      7.6. მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის  ან კანონიერი წარმომადგენლის / სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისას;

      7.7. მოსწავლის/მოსწავლის ან კანონიერი წარმომადგენლის /დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევისას;

      7.8. სკოლს ტერიტორიაზე ალკოჰოლის რეალიზაციისას;

      7.9. სკოლის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების შეტანისას;

      7.10.                    სამსახურში ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაში;

      8.      დისციპლინური სახდელის სახით არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმოერებით ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია  დიციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა(სასტიკი საყვედური).

      9.      დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დისციპლიური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ  გათავისუფლდება;

      9.1. მოსწავლის/დირექციის წევრის /სკოლაში  დასაქმებულის /მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

      9.2. ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების,ფსიქოტროპული ნივთიერების,მისი ნალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების რეალიზაციის ან/და გავრცელებისას;

      10.  სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობის, დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისგან მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის, დასაქმებულისათვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ან/და შპს ,,რუსთველის“  დირექტორის მიერ  დამტკიცებული ,,უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დასაქმებულს დისციპლინური სახდელი ეკისრება კონკრეტული გადაცდომის სიმძიმიდან გამომდინარე.

      11.  დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.

      12.  შიანაგანწესის 21-ე მუხლის მეოთხე-მეცხრე პუნექტებით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად, დასაქმებულს შესაძლებელია დაეკისროს ამავე შინაგანწესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთვევის სიმძიმის, ხასიათის, გარემოებების, დასაქმებულისა და სკოლის ინეტერესებიდან გამომდინარე.

       

      მუხლი 22. დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური წარმოების დაწყება.

      1.      დასაქმებულთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი.

      2.      დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

      ·         მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

      ·         დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს დასაქმებულის მიერ დისციპლიური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფომაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

      3.      დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისიცპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა.

      4.      დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას წყვეტს სკოლის დირექტორი.

       

      მუხლი  23. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

      1.      სკოლის დირექტორი ვალდებულის დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე.

      2.      დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან დისციპლინური წარმოებისას.

      3.      საქმის გარემოებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

      ·         გამოითხოვოს დოკუმენტები;

      ·         შეაგროვოს ცნობები;

      ·         მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

      ·         დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

      ·         გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

      ·         მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

      4.      დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებსდისციპლინურ მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

      5.      დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო მასალებს.

      6.      დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

      7.      დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხვოსო დასციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შეცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

       

      მუხლი 24. დისციპლინური სახდელის დაკისრება/უარი დისციპლინური სახდელი დაკისრებაზე და დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

      1.      დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმა ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

      2.      ხანდაზმულობის ვადის ძიება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.

      3.      დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

       

      მუხლი 25. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა და მოქმედების ვადა

      1.      დასაქმებულის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე.

      2.      დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

      3.      დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

      4.      დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

      5.      დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

      6.      დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერტი წლის გასვლის შემდეგ.

       

       

       

      თავი VIII. მოსწავლის წახალისების ფორმები და დისციპლინური წარმოების თავისებურებანი

      მუხლი 26. მოსწავლის წახალისების ფორმები

      1.      დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის, ეროვნულ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის, სკოლის სახელის წარმოჩინებისთვის, სანიმუშო სწავლისათვის სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

      ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

      ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

      გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

      დ) სტიპენდიის დანიშვნა (სტიპენდიის ხანგრძლივობა და ოდენობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით).

      2.      მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.

      3.      ზემოთაღნიშნული საფუძვლების არსებობისას ან სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის სკოლის მიერ მოსწავლეთა (მოსწავლეთა ჯგუფის ან კონკრეტული კლასის) მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას კოლექტიური წახალისების ფორმა (მაგ. ექსკურსიის დაფინანსება).

       

      მუხლი 27. წახალისების გამოყენების წესი

      1.      მოსწვლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

      2.      წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით და ინახებ მოსწავლის პირად საქმეში.

       

      მუხლი 28. მოსწავლეთა დისციპლინური დევნა

      1.      დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩტარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

      2.      სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომელიც ეფუძნება მოსწავლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

      3.      სკოლის შინაგანწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული.

      4.      დისციპლინურიდ ევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

      5.      დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის ღირსებას.

      6.      ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძება დაკისრებულ იქნას დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

      7.      დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისათვის, რომელიც მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ.

      8.      დისციპლინური საახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

       

      მუხლი 29. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი

      მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

      1.      საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანება;

      2.      საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც აღიშნულის შესახებ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

      3.      ნებართვის გარეშე, საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება;

      4.      გაკვეთილზე მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

      5.      მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფა;

      6.      სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის შემდეგი ნივთებით გამოცხადება, ტარება/ქონა ან/და მოხმარება/გამოყენება:

      ·         თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

      ·         ალკოჰოლური საშუალებები;

      ·         ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება;

      ·         ფსიქოტროპული საშუალებები ან ძლიერმოქმედი ნივთიერება ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

      ·         ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

      ·         ძვირადღებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

      ·         ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ.), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად;

      ·         სანთებელა ან ასანთი;

      ·         აზარტული თამაშის საშუალებები;

      ·         უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

      ·         ელექტრონული მოწყობილობა;

      ·         ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელის შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

      ·         სხვა აკრძალული ნივთი, რომელიც არ არის განკუთვნილი სასწავლო პროცესისათვის

      7.      ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალებს, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების ან ძლიერმოქმედი ნივთიერების რეალიზაცია ან/და გავრცელება სკოლის ტერიტორიაზე.

      8.      მოსწავლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით.

      9.      ფულის ან სხვა ნივთის/ნივთების სხვა პირისათვის იძულების ფორმით გამორთმევა.

      10.  არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.

      11.  სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა.

      12.  სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ქონების უნებართვოდ აღება ან/და ხელყოფა (დაკრგვა, დაზიანება და ა.შ.).

      13.  შპს ,,რუსთველის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული ,,უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის და პირობების“ დარღვევა, რომელიც წინამდებარე მუხლში არ არის მოცემული.

      14.  მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა.

      15.  ფისქოლოგიური ზეწოლა.

      16.  სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა.

      17.  სკოლის საქმიანობისათვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება.

      18.  მოსწავლის მიმართ ბულინგის (კიბერბულინგის) განხორციელება.

      19.  გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა.

      20.  სკოლის ტერიტორიაზე უნებართვოდ ფულის შეგროვება.

      21.  მოსწავლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა ან/და საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევა.

      22.  სხვა გარემოება ან/და ქმედება, რომელმაც შეიძება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, ასევე სკოლის შინაგანაწესის დარღვევა ან/და მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

      23.  სკოლაში სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება.

      24.  სკოლის აღჭურვილობის (ხელსაწყოები, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერი და სხვა) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე გამოყენება.

      25.  დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

      ·         შენიშვნა;

      ·         გაფრთხილება;

      ·         მკაცრი გაფრთხილება;

      ·         საყვედური;

      ·         სასტიკი საყვედური;

      ·         სკოლიდან დროებით 5 დღემდე დათხოვნა;

      ·         სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

      ·         საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

      26.  იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოსწავლეს აქვს ალკოჰოლი ან/და ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერება, ან/და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში იარაღის არსებობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      27.  დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებული იქნეს  შემდეგ შემთხვევებში:

      ·         საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანება

      ·         საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის   მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

      ·         გაკვეთილზე არასასწავლო მიზნით მობილური ტელეფონით ან/და რაიმე სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური საშუალებით სარგებლობა:

      ·         გაკვეთილზე ყურსასმენების არასასწავლო მიზნით გამოყენება;

      ·         მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე

      ·         და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ

      ·         განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

      ·         გაკვეთილზე მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური

      ·         საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

      ·         სკოლაში სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება

      ·         სკოლის აღჭურვილობის (ხელსაწყოები, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერ და

      ·         სხვ.) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე გამოყენება.

      ·         სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ტარება:

      ü  4თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

      ü  ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

      ü  სანთებელა ან ასანთი;

      ü  აზარტული თამაშის საშუალებები;

      28.  დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

      ·         შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

      ·         გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

      ·         საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

      ·         ნებართვის გარეშე, საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება;

      ·         სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

      ·         სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა;

      ·         მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ქონა:

      ü  ალკოჰოლური საშუალებები;

      ü  უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

      ü  სხვა აკრძალული ნივთი, რომელიც არ არის განკუთვნილი სასწავლო პროცესისთვის.

      ·         სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ შემდეგი ნივთების გამოყენება/მოხმარება:

      ü  თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

      ü  აზარტული თამაშის საშუალებები;

      ü  სანთებელა ან ასანთი;

      ü  ალკოჰოლური საშუალებები.

      ·         სკოლის ტერიტორიაზე „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული N06/ნ ბრძანებით დადგენილი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წესი/წესების დარღვევა;

      29.  დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

      ·         შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

      ·         სკოლის ტერიტორიაზე „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული N06/ნ ბრძანებით დადგენილი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წესის/წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;

      ·         მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;

      ·         ნებისმიერი ნიშნით მოსწავლის დისკრიმინაცია;

      ·         სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ქონების უნებართვოდ აღება ან/და ხელყოფა (დაკარგვა ან/და დაზიანება);

      ·         სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ქონების ხელყოფა (დაკარგვა ან/და დაზიანება);

      ·         სკოლის ტერიტორიაზე უნებართვოდ ფულის შეგროვება;

      ·         არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.

      ·         სკოლის ტერიტორიაზე სხვა აკრძალული ნივთის გამოყენება, რომელიც არ არის განკუთვნილი სასწავლო პროცესისთვის.

      30.  დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

      ·         შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (მკაცრი გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

      ·         ფსიქოლოგიური ზეწოლა;

      ·         სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე, ფსიქოტროპული ნივთიერებით, მისი ანალოგით ან ძლიერმოქმედი ნივთიერებით მოსწავლის გამოცხადება;

      ·         მოსწავლის მიმართ ბულინგის ან/და კიბერბულინგის განხორციელება;

      31.  დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

      ·         შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

      ·         სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ქონა:

      ü  ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

      ü  ელექტროშოკური მოწყობილობა;

      ü  ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

      ·         ლკოჰოლის რეალიზაცია ან/და გავრცელება სკოლის ტერიტორიაზე.

      32.  დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა დროებით, 5 სასწავლო დღემდე სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

      ·         შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

      ·         სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

      ·         მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება;

      ·         სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ქონა:

      ü  ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;

      ü  ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

      ·         ფულის/ან სხვა ნივთის/ნივთების სხვა პირისთვის იძულების ფორმით გამორთმევა;

      ·         მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე შემდეგი ნივთების გამოყენება/მოხმარება:

      ü  ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

      ü  ელექტროშოკური მოწყობილობა;

      ü  ნარკოტიკული საშუალებები;

      ü  ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

      ü  ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

      ·         ნარკოტიკული საშუალების,  ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების რეალიზაცია ან/და გავრცელება სკოლის ტერიტორიაზე;

      33.   მოსწავლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის ჩადენის, მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენის ან მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს შინაგანაწესის 29-ე მუხლის 25-ე პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილი დისციპლინური სახდელი დაეკისრება კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

      34.  სხვა გარემოების ან/და ქმედების, რომელმაც შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს შინაგანაწესის 29-ე მუხლის 25-ე პუნქტის  ქვეპუნქტებით დადგენილი დისციპლინური სახდელი დაეკისრება კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

      35.  წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით მეტად არის შესაძლებელი მოსწავლის დისციპლინის გაუმჯობესება და განმეორებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენცია.

      36.  დისციპლინური სახდელის სახით, საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

      მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასარგებლო საქმიანობის დაკისრება) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება განზრახ ან/და არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს.

      37.  შინაგანაწესის 29-ე მუხლის მეოთხე-მეათე პუნქტებით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად, მოსწავლეს შესაძლებელია დაეკისროს ამავე შინაგანაწესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის ხასიათის, მოსწავლისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე ინტერესებიდან გამომდინარე თანმიმდევრობის დაცვის გარეშე.

       

      მუხლი 30. მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

      1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

      1.1. მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

      1.2. დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

      2. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

      3.მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ან/და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად წარდგეს.

      4. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.

      5. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის, ან ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს დამრიგებელს ან/და სკოლის დირექტორს. მოსწავლე დამრიგებელთან ან მორიგე/თავისუფალ მასწავლებელთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტისა და მიზეზების შესახებ.

      6. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების შემთხვევაში გაკვეთილის დასრულებამდე თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

      7. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლას.

      8. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

      9. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით დისციპლინური წარმოების დაწყებიდან (ერთი) თვის ვადაში.

      10. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 3 თვე.

      11. თუ მოსწავლემ სახდელის დაკისრებიდან 3 თვის ვადაში არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც არ დაკისრებია ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არ მქონედ.

      12. მოსწავლეს ყოველი მომდევნო დისციპლინური სახდელი ეკისრება ბოლო სახდელის დაკისრებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადისა.

      13. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, 1 თვის ვადაში, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

      14. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ შეიძლება გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 (სამი) თვის გასვლის შემდეგ.

       

      მუხლი 31. სახდელის დაკისრება ერთზე მეტი გადაცდომის ჩადენის დროს

      გადაცდომათა ერთობლიობის დროს, მოსწავლეს დაეკისრება უფრო მძიმე გადაცდომისთვის გათვალისწინებული სახდელი. გადაცდომათა ერთობლიობა გულისხმობს რამდენიმე გადაცდომის ჩადენას, რომლებიც გამოვლენილია, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მასზე დისციპლინური სახდელის დაკისრება.

       

       

      თავი IX. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება

      მუხლი 32. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება

      1. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება შპს „რუსთველის“ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობების შესაბამისად;

      2. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არის იმავე სქესის უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით.

      3. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

      4. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება უფლებამოსილი პირის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

      5.მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე, ასევე მოსწავლის ნივთის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება მეტალოდეტექტორის გამოყენებით.

      6.უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ და მოწოდება, რომ ნებაყოფლობით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთები გადასცეს პირს, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.

      7. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეატყობინოს მოსწავლის მშობელს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ.

      8. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამართალდამცავ ორგანოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების დროს მოსწავლისათვის ისეთი სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთის/საგნის აღმოჩენის შესახებ, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა.

      9. უკონტაქტო დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ ნივთს/საგანს, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს, ან სამართალდამცავ ორგანოს ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინების მიხედვით.

      10. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებაზე, ან უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საგნის გადაცემაზე, ასევე თუ მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ამასთანავე შეუძლებელია ნივთის/საგნის სხვაგვარად აღმოჩენა, დასაშვებია მოსწავლის განცალკევება დირექტორის მიერ დანიშნული შესაბამისი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობელს/კანონიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. განცალკევება შეიძლება გაგრძელდეს სკოლაში მშობლის/მშობლის მიერ განსაზღვული უფლებამოსილი პირის გამოჩენამდე.

      11. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელებისას სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება.

      12. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისა და განცალკევების შემთხვევაში აუცილებელია ოქმის შედგენა, რომელსაც ადგენს დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი.

       

       

      თავი X. ადმინისტრაციის მშობელთან ურთიერთობა

      მუხლი 33. ადმინისტრაციის მშობელთან ურთიერთობა

      1. მშობლებთან ურთიერთობა წესრიგდება წერილობით ან წინასწარ დანიშნული შეხვედრის მეშვეობით. მშობელი ვალდებულია წინასწარ შეუთანხმდეს სკოლის ადმინისტრაციას მისთვის სასურველი შეხვედრის დანიშვნის შესახებ;

      2. სასწავლო პროცესში არსებული მიმდინარე სიახლეების (მაგ. სწავლის გადასახადის ცვლილება; სწავლის გადასახადზე შეღავათები, აგრეთვე სწავლის გადასახადზე შეღავათები ფორსმაჟორული სიტუაციის დროს; მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მშობელი იღებს დამრიგებლის ან/და ადმინისტრაციის მიერ შეტყობინებით. ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა საშუალებებით:

      ა) სატელეფონო საშუალებით;

      ბ) ფოსტით;

      გ) ელექტრონული ფოსტით;

      დ) ელექტრონული ჟურნალით;

      ე) ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებით.

      4. სკოლის დამრიგებლის ან/და ადმინისტრაციის მიერ მშობლისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საშუალებით გაგზავნილი ინფორმაცია ითვლება მეორე მხარის მიერ მიღებულად და გაცნობილად;

      5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხის შესახებ მხარეთა შორის წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში ადმინისტრაციას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

      6. კონკრეტული კლასის მშობელთა კრებას იწვევს კლასის დამრიგებელი, ხოლო კლასების გაერთიანებულ მშობელთა კრებას დირექტორი.

      7. მშობელთა კრების მოწვევა ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე.

      8. მშობელთა კრებაზე შესაძლოა მოწვეულ იქნეს შესაბამისი საგნის მასწავლებელი და სკოლის დირექციის წევრები. მოწვევის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან დაესწრონ მშობელთა კრებას.

      6. შპს ,,რუსთველის’’ მშობელთან ურთიერთობის დებულების შესაბამისად რეგულირდება სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთობა.

       

      თავი XI. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

      მუხლი 36. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

      1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.

      2. სკოლაში პირველ კლასელ მოსწავლეთა მიღებისას უპირეტესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არის:

      ა) სკოლის მოსწავლის და/ძმა;

      ბ) სკოლის კურსდამთავრებულის შვილი, ძმა ან და;

      გ) სკოლის თანამშრომლის შვილი.

      3. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

      ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

      ბ) მოსწავლის ფოტოსურათი (3X4);

      გ) დაბადების მოწმობის/ პირადობის მოწმობის ასლი;

      დ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

      ე) ჯანმრთელობის ცნობა.

      4. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

      5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის’’ შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

      ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

      ბ) მოსწავლის პირადი საქმე (რომელიც იგზავნება ფოსტის მეშვეობით);

      გ) მიმდინარე შეფასება;

      დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

      ე) დაბადების მოწმობის ასლი;

      ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

      ზ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

      თ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

      6. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.

      7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      8. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.

      9. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, მოსწავლის ცოდნისა და უნარების დიაგნოსტირების მიზნით, უზრუნველყოს მოსწავლესთან გასაუბრება. აღნიშნული ემსახურება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას.

      10. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.

       

       

      თავი XII. შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები

      მუხლი 37. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

      1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოპირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები, განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.

      2. სკოლა პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის დროს.

      3. დასაქმებული ვალდებულია:

      ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;

      ბ)შეასრულოს დამსაქმებლის მითითებები;

      გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში, თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;

      დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

      ე) წესრიგი იქონიოს საკუთარ სამუშაო ადგილას, ასევე, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;

      ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

      5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის პირობების დაცვის წესებით და სხვა ნორმატიული აქტებით, ასევე კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციები

      6. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

      ა) ვიდეოკამერები ეზოსა და შენობაში;

      ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

      გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

      დ) მასწავლებელთა მორიგეობა;

       

       

      თავი XIII. მატერიალური პასუხისმგებლობა

      მუხლი 38. დასაქმებულთა და მოსწავლეთა მატერიალური პასუხისმგებლობა

      1. სკოლაში დასაქმებულები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.

      2. დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან:

      ა) ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით;

      ბ) ქონების ნებისმიერი სახის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;

      3. დასაქმებულები, მოსწავლეები და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

       

      თავი XIV. ექსკურსია

      მუხლი 39. ექსკურსიის ორგანიზება, პასუხისმგებელი პირები.

      1. კლასის დამრიგებლის/მშობლის ინიციატივით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, შესაძლოა მოეწყოს ექსკურსია.

      2. ექსკურსიის შესათანხმებლად კლასის დამრიგებელი/მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს და ავსებს განაცხადს, რომელსაც უნდა დაურთოს, მძღოლის პირადობის მოწმობისა, მართვის მოწმობის, ასევე გადამზიდავი კომპანიის ტრანსპორტის გამართულობისა და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

      3. ექსკურსიის დროს აუცილებლად უნდა იქნეს დაცული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები.

      4. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ეკისრება ორგანიზატორ პირს/დამრიგებელსა და სკოლას.

      5. შპს ,,რუსთველის’’ მოსწავლეთა სასკოლო ექსკურსის დაგეგმვისა და ორგანიზების წესის შესაბამისად ხდება სკოლაში ექსკურსიის დაგეგმვა.

       

      თავი XV. განცხადების/საჩივრის განხილვა

      მუხლი 40. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

      1. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

      2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.

      3. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

      4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სკოლის დირექტორთან გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

       

      თავი XVI. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

      1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაშითუ:

      მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;

      ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

      სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

      ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

      2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია  განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორისზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს  რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის  სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.

      3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

      4. მოსწავლეს  ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

      5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.

      6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“

      7. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

      8. კერძო სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად.

      9. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

      10. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

      11. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

      12. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).

      13. კერძო სკოლის მიერ ამ მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების შეუსრულებლობა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია.

      14. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას მის მიერ სწავლის სხვა კერძო სკოლაში გაუგრძელებლობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე უზრუნველყოფს მოსწავლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების საჯარო სკოლაში მიღების ხელმისაწვდომობას.“

      თავი XVII. დასკვნითი დებულებანი

      მუხლი 41. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

      1. შინაგანაწესს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;

      2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის;

      3. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით;

      4. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს მასთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.