• ეძიებდე და ჰპოვებდე

          • სკოლა რუსთველში  მერვე კლასის მოსწავლეებს შორის  ჩატარდა ვიქტორინაქაღტულ ენასა და ლიტერატურაში  სახელწოდებით  ,,ეძიებდე და ჰპოვებდე" 

          • სკოლა რუსთველი ვამაყობთ თქვენით.

          • ,შპს რუსთველი" ვამაყობთ თქვენით.

            პირველი ადგილი,

            გილოცავთ ბიჭებო!!!

            .

            თამაშების სერია „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ 2023 წელს დაიწყო. კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართულ ტურებში მონაწილეობა 3 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო. მარათონი 2024 წელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც ჩატარდება.

            თამაშისათვის მომზადებული კითხვები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ სახალისო და ინტერაქტიური გზით. მონაწილეობის მიღება მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც გართობასთან ერთად მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ. ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კი ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

            „რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდა კლუბის პრეზიდენტი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

            ევროპის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების მსგავსად თამაშების მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

          • საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • " წიგნები შენს ა ზროვნებას ცვლიან".

            " წიგნები, საზრდო ჩვენი სულისთვის!.."

            7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.

            ეს დღე ჩვენც ავღნიშნეთ.

            I ბ კლასს, დღეს V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ და წაუკითხეს ქართული ზღაპრები, იგავ - არაკები.

             

             

            კლასის დამრიგებელი ქეთი აკობია

          • 7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.

          • იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

            7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.

            ეს დღე ჩვენც ავღნიშნეთ.

            პატარები გამოცხადდნენ საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმაში , შემოუსხდნენ კოცონს და გულისფანცქალით ელოდებოდნენ სტუმრებს.

            ბავშვებს მათი საყვარელი ზღაპრები საჯაროდ წაუკითხა სკოლის ორგანიზატორმა, ბიბლიოთეკარმა, მოსწავლის ბებიამ და მშობლებმა.

            შთამბეჭდავი იყო ფინალიც. მშობლებმა საჩუქრად გადმოგვცეს წიგნები. მჯერა, რომ ეს დღე ბავშვების მეხსიერებაში ტკბილ მოგონებად დარჩება.

            პატარებო დაიმეგობრეთ წიგნები და იკითხეთ ბევრი.

             

             I ა კლასის პატარები და მათი დამრიგებელი ეკატერინე მაჭარაშვილი