სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
შპს რუსთველი მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში, აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები.
მომავლისთვის ჩვენი სკოლის ხედვაა, რომ ვიყოთ აღიარებული და წარმატებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესის ინოვაციურობით, ორგანიზაციული კულტურით, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებათა პატივისცემითა და თანადროული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი, ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება, ეყრდნობა იმ ძირეულ ფასეულობებს, რომლებიც შერწყმულია სკოლის ყველა აკადემიურ თუ კლასგარეშე ღონისძიებებთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის ოთხი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც ჩვენი საქმიანობის საფუძველია, კერძოდ:
- ინოვაციის გზით სვლა;
- სწრაფვა სრულყოფილებისაკენ;
- განვითარება სწავლის საშუალებით;
- გლობალური მოქალაქეობა.
ამ ძირეული ღირებულებებით ჩვენ წავახალისებთ დამოუკიდებლად სწავლას და მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ გაითავისონ პასუხისმგებლობა. სკოლაში სწავლობენ მრავალფეროვანი კულტურის დაფასებას მისი მიღებითა და ტოლერანტობით. ეს მოსწავლეებს ეხმარება გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები.
ჩვენ ვიღწვით, რათა:
- შევქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ინოვაციური სასწავლო გარემო;
- •განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი მოსწავლეები ინტელექტუალურად, შემოქმედებითად, სოციალურად, ფიზიკურად და ეთიკურად ქართულ კულტურასთან ჰარმონიაში;
- •ყურადღება გავამახვილოთ აკადემიურ სრულყოფილებასა და კეთილსინდისიერებაზე;
- ხელი შევუწყოთ მუდმივად ცოდნის მაძიებლების ჩამოყალიბებას.