სიახლეები

          • კითხვარი

          • ვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო!

            ეს კითხვარი შექმნილია იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რა სირთულეები და საჭიროებები არსებობს ჩვენს სკოლაში. თქვენი პასუხები დაგვეხმარება სასწავლო გარემოს, პროცესისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

            გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ თითოეულ კითხვას.

            პასუხები ანონიმურია და გამოიყენება მხოლოდ კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით.

            ზოგიერთ კითხვას აქვს სავარაუდო პასუხები, ხოლო ბოლოს შეგიძლიათ საკუთარი აზრი დაწეროთ.

            მადლობა თანამშრომლობისთვის!

            კითხვარი მშობელს

            კითხვარი მოსწავლეს

            კითხვარი მასწავლებელს

          • გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

          • გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

            ​„სკოლა რუსთველის“ მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას და ბოლო ზარს!

            ​დღეს თქვენი ცხოვრების ერთი ულამაზესი ეტაპი დასრულდა და იწყება ახალი, დიდი და საინტერესო გზა. ჩვენო ძვირფასებო, ამაყობთ თითოეული თქვენგანით!

            ​გისურვებთ დიდ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, წინსვლასა და ბედნიერ მომავალს. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იარეთ მხოლოდ წინ!

            ​სკოლის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა. ნუ დაივიწყებთ აქ გატარებულ წლებსა და მეგობრებს.

            ​გზა დაგვილოცნია, მომავალი თქვენია!

            #სკოლარუსთველი

            #რუსთველი

          • სპორტული დღე ჩვენ სკოლაში.

          • დაწყებით და საბაზო საფეხურზე ჩატარდა „მხიარული სტარტები“, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური თანამშრომლობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. თითოეულმა კლასმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით მიიღო მონაწილეობა შეჯიბრებებში, რამაც სპორტული სულისკვეთებითა და პოზიტიური ემოციებით სავსე დღე შექმნა.

            ღონისძიების დასასრულს კი ყველა კლასი სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებით დაჯილდოვდა.

            ჩვენი სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს სპორტულ აქტივობებს და მოსწავლეთა ჯანსაღ განვითარებას.

          • სკოლა „რუსთველში“ მე-18 სეზონის „ყველაზე ჭკვიანი“ გამოვლინდა!

          •  

            ​ჩვენს სკოლაში უკვე მრავალწლიან ტრადიციად იქცა ინტელექტუალური პროექტი, რომელიც ყოველ წელს სპეციალურად მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის იმართება. პროექტის უცვლელი ხელმძღვანელის, ქეთი აკობიას ორგანიზებით, პატარა მეოთხეკლასელებმა წელსაც საუკეთესოდ გამოავლინეს თავიანთი ცოდნა.

            ​ დაძაბულ ფინალში საპატიო ტიტულისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა მე-4 კლასის მოსწავლე — დანიელ კვირიკაშვილი! „რუსთველი“ მთელი გულით ულოცავს დანიელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! ვამაყობთ შენით და კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ!

            ​ „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტულისა და მედლის მფლობელთა საამაყო სია (2008–2026):

            ​2008 – მიშიკო ივანისელი

            ​2009 – ლაშა თვალაბეიშვილი

            ​2010 – ანა ვარამაშვილი

            ​2011 – თორნიკე სურმავა

            ​2012 – მანანა ბერაძე

            ​2013 – გიორგი გობეჯიშვილი

            ​2014 – ლუკა ჩაჩანიძე

            ​2015 – ქეთი პარკაული

            ​2016 – ლაზარე ზაზიაშვილი

            ​2017 – თამთა ჯელაძე

            ​2018 – ნინო ჯაჭვაძე

            ​2019 – ნია ირემაშვილი

            ​2021 – დემეტრე ძინძიბაძე

            ​2022 – ნილა მილორავა

            ​2023 – ნანუკა ზაზიაშვილი

            ​2024 – ანდრია ბოსტოღანაშვილი

            ​2025 – გიორგი გიგუაშვილი

            ​ 2026 – დანიელ კვირიკაშვილი

            #სკოლარუსთველი

            #რუსთველი

          • სკოლა „რუსთველის“ ტრადიცია გრძელდება!

          • ​ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, ტრადიციული შიდასასკოლო ოლიმპიადა „რუსთველი“ წელსაც დიდი ენთუზიაზმით ტარდება!

            ​უკვე 13 წელია, ეს პროექტი ჩვენიsსკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს I-IV კლასის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და მათ გამოვლენას ისეთ მნიშვნელოვან საგნებში, როგორიცაა:

            ​ ქართული ენა და ლიტერატურა

            მათემატიკა

            ინგლისური ენა

            ​ჩვენი პედაგოგები დაუღალავად ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენა მეგობრულ და წამახალისებელ გარემოში.

            ​წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს! ცოდნა ის ძალაა, რომელიც თქვენს მომავალს აშენებს!

            #სკოლარუსთაველი #შიდასასკოლოოლი

            #რუსთველი

          • ცოდნა, აზარტი და გამარჯვება!

          • ​ჩვენს სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა დიდი ინტელექტუალური კონკურსი „The Best“. თამაშმა საინტერესოდ, დაძაბულად და დიდი ემოციებით ჩაიარა.

            ​გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ კონკურსის შედეგები და მივულოცოთ გამარჯვებულებს:

            ​ I ადგილი — ნიკოლოზ მილორავა (კონკურსის მთავარი გამარჯვებული!)

            II და III ადგილები — ბარბარე სადაღაშვილი და ბარბარე კანდელაკიშვილი

            ​მადლობას ვუხდით ყველა მეცხრეკლასელს აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ცოდნა ყველაზე დიდი ძალაა!

            ​წინ ახალი მწვერვალებია!

          • მადლობა, ელისო მასწავლებელო!“

          • ​სკოლა „რუსთაველის“ მე-4 (გ) კლასის მოსწავლეები სიყვარულითა და მადლიერებით ემშვიდობებიან თავიანთ პირველ და საყვარელ მასწავლებელს — ელისო მასწავლებელს.

            ​მადლობა იმ უსაზღვრო თბილი დღეებისთვის, მოთმინებისთვის, დედობრივი ზრუნვისა და იმ ცოდნისთვის, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს გაუზიარეთ. თქვენი დამსახურებით, ისინი დღეს თამამი, გონიერი და მეგობრული მომავალი მეხუთეკლასელები არიან!

            ​წარმატებებს ვუსურვებთ ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე, ელისო მასწავლებელს კი — ჯანმრთელობასა და კიდევ ბევრ შემოქმედებით სასწავლო წელს!

            #სკოლარუსთაველი

            #რუსთველი