• სკოლა რუსთველი ვამაყობთ თქვენით.

          • ,შპს რუსთველი" ვამაყობთ თქვენით.

            პირველი ადგილი,

            გილოცავთ ბიჭებო!!!

            .

            თამაშების სერია „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ 2023 წელს დაიწყო. კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართულ ტურებში მონაწილეობა 3 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო. მარათონი 2024 წელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც ჩატარდება.

            თამაშისათვის მომზადებული კითხვები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ სახალისო და ინტერაქტიური გზით. მონაწილეობის მიღება მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც გართობასთან ერთად მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ. ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კი ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

            „რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდა კლუბის პრეზიდენტი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

            ევროპის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების მსგავსად თამაშების მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.