იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
ეს დღე ჩვენც ავღნიშნეთ.
პატარები გამოცხადდნენ საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმაში , შემოუსხდნენ კოცონს და გულისფანცქალით ელოდებოდნენ სტუმრებს.
ბავშვებს მათი საყვარელი ზღაპრები საჯაროდ წაუკითხა სკოლის ორგანიზატორმა, ბიბლიოთეკარმა, მოსწავლის ბებიამ და მშობლებმა.
შთამბეჭდავი იყო ფინალიც. მშობლებმა საჩუქრად გადმოგვცეს წიგნები. მჯერა, რომ ეს დღე ბავშვების მეხსიერებაში ტკბილ მოგონებად დარჩება.
პატარებო დაიმეგობრეთ წიგნები და იკითხეთ ბევრი.
I ა კლასის პატარები და მათი დამრიგებელი ეკატერინე მაჭარაშვილი