📅 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა „რუსთველი“ სწავლების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
🏫 ჩვენთან უცხო ენა მხოლოდ საგანი არ არის – ეს არის მოსწავლის წარმატების გასაღები! 🔑
🤝 „English Book Education"-თან მჭიდრო პარტნიორობით, სწავლების პროცესს მსოფლიო დონის სახელმძღვანელოებით ვაახლებთ. 📚 მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების რესურსები ახლა უკვე ჩვენი მოსწავლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
🔄 რა იცვლება?
ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად იმუშავებენ ისეთი წამყვანი გამოცემებით, როგორიცაა:
-
👶 I კლასი: Academy Stars
-
🧑🤝🧑 II - V კლასი: Learning Lands
-
🧑 VI - VII კლასი: Go Getter
-
🎓 VIII - XII კლასი: High Note
🎯 ჩვენი ხედვა:
სკოლის დასრულებისას მოსწავლე უნდა ფლობდეს B2+/C1 (პროფესიულ) დონეს. ✅
სკოლა „რუსთველი“ არ ამზადებს ბავშვებს მხოლოდ ნიშნებისთვის, ჩვენ მათ ვამზადებთ გლობალური კონკურენციისთვის! 🌍🏆