სკოლის სასწავლო გეგმა
სასკოლო სასწავლო გეგმა
შპს ,, სკოლა რუსთველის“ სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სკოლის სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. სასწავლო გეგმა ორიენტირებულია პიროვნების განვითარებაზე, რომლის ცენტრშიც დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლის სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დასრულებისას და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებთა აღწერას.
დოკუმენტი იხილეთ აქ