მოსწავლის უფლებები და მოვალეობები

      • მოსწავლის უფლებები

        1. მოსწავლეს უფლება აქვს:

        1.1. მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;

        1.2. იცნობდეს სკოლაში მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

        1.3. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;

        1.4. მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

        1.5. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით;

        1.6. გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება,  ინფორმაციის თავისუფლება;


        მოსწავლის ვალდებულებები

        1. შესაბამისი სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავისი ადგილი საკლასო ოთახში;

        2. გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;

        3. დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები;

        4. დაემორჩილოს სკოლის მანდატურის მითითებებს:

        5. არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასკოლო დროის დამთავრებამდე;

        6. გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა;

        7. პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის თანამშრომელს;

        აგრეთვე:

        •  არ დაიგვიანოს გაკვეთილზე;

        •  არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილებიარასაპატიო მიზეზით;

        •  არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;

        •  არ მოწიოს სიგარეტი;

        •  არ გამოიყენოს სკოლაში მობილური ტელეფონი;

        •  არ მოიხმაროს სკოლაში საღეჭი რეზინი ან მზესუმზირა

        •  არ დაუშვას სკოლაში იმ არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენებარომლებიც კონკრეტულად არ არის მითითებული სკოლის შინაგანაწესშიმაგრამ ეწინააღმდეგება და არღვევს სკოლის დისციპლინას;

        8. პატივი სცეს სკოლაში მოქმედ შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა წესებს, დაიცას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;