სახალისო და საინტერესო აქტივობა ,, სამზარეულოს ომები,,
ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა ბოსტნეულის დახარისხებაში დააგემოვნეს და ერთმანეთს გაუზიარეს გემოები. ჯანსაღი კვება საწინდარია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
II ა კლასის დამრიგებელი შორენა ბექაური
სახალისო და საინტერესო აქტივობა ,, სამზარეულოს ომები,,
ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა ბოსტნეულის დახარისხებაში დააგემოვნეს და ერთმანეთს გაუზიარეს გემოები. ჯანსაღი კვება საწინდარია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
II ა კლასის დამრიგებელი შორენა ბექაური
რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კონკურსის „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ მე-2 ტურის მეხუთე დღეს უმასპინძლა ,,რუსთველის'' მეოთხე კლასელებს.
შედეგები დაიდება 7 აპრილს, ხოლო ფინალში , მესამე ტურში გადასულები დაჯილდოვდებიან 12 აპრილს.
წარმატებები ყველა მონაწილეს !
დღეს 1 გ კლასის მოსწავლეები ირმა ექთნის კაბინეტს ეწვივნენ. 1-ელი კლასი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარების თვალები ახალი გამოწვევების წინაშე დგება. წერა თუ კითხვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ბავშვებს ჩაუტარდათ მხედველობის ტესტი, რათა შემდგომში ავირიდოთ საფრთხე. საბედნიეროდ ყველა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი ტესტს.
2023 წლის 24 მარტს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ სა შიდა სასკოლო ჩემპიონატი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-3 , მე-4 , და მე-5 კლასის მოსწავლეები.
დაძაბული თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი „შევარდენი“, II ადგილი დაიკავა მე-5 ბ კლასის გუნდმა,, ქორი , ხოლო III ადგილზე გავიდა „მე-4 ა კლასის გუნდი ,,მაძიებლები"
სკოლა "რუსთველის" ტრადიციული კონკუსრი "ნომინანტი" 2 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდა.მოგეხსენებათ პანდემიის გამო შეიცვალა სკოლის ცხოვრება. ონლაინ სწავლების გამო შეჩერდა კონცერტები,კონკურსები და სხვადასხვა ღონისძიებები...წელს კი ისევ ახმიანდა ჩვენი საყვარელი კონკურსი.სადაც სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ნომინაციებში.წარმატებები მათ .
Iა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკართან, ქალბატონ ეკასთან ერთად წაიკითხეს ი.გოგებაშვილის მოთხრობები და ანდაზები , მოსწავლეებმა დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და გააკეთეს პრეზენტაცია
კლასის დამრიგებელი: ეთერ ბუნტური
სკოლა ,,რუსთველის” 1-ბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება, უსაყვარლეს ირმა ექთანთან. დღესდღეობით ძალიან ბევრს აქვს პრობლემა, მხედველობასთან დაკავშირებით. მობილურის და კომპიუტერის მოხმარება, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობაზე. მხედველობის დარღვევის დროული გამოვლენა, , ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. 1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.
2023 წლის 22 მარტს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ კატეგორიაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6 , მე-7და მე-8 კლასის მოსწავლეები.
დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-8 ა კლასის გუნდი „ცნობილი ხუთეული“, II ადგილზე დაიკაბა მე-8 ა კლასის გუნდიმა ,Pogues ,ხოლო III ადგილზე გასული გუნდია „7ა აკლასის გუნდი ,,Genius“
სკოლა ,, რუსთველის” 1 -ბ კლასის მოსწავლეებმა, უყურეს ფილმს ,,საოცრება”, სადაც განხილულია, პატარა ბიჭის ავგუსტის ცხოვრება, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა. ბიჭს სკოლაში ბევრი პრობლემა ჰქონდა, დასცინოდნენ და მასთან მეგობრობა არავის სურდა. გულწრფელიბამ და მისმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ, ის სკოლაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭად აქცია.
ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა განიხილეს მოცემული პრობლემა. ბავშვებს გაუჩნდათ ბიჭთან მეგობრობის და თანადგომის სურვილი. რეკომენდაციას ვუწევთ ფილმს, უყურონ სხვა ბავშვებმა, რადგან ჩაგვრა, დაცინვა და გარიყვა დაუშვებელია.
1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
რატომ წინდები?
ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო.
ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.
IV ბ კლასი
დამრიგებელი : ქეთი აკობია
Powered by aSc EduPage