სიახლეები
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
🌟 უდიდესი სიამაყით გიზიარებთ დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს სიახლეს! ❣️
🏫 სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა ინგლისური და რუსული ენების შიდასკოლო ტური — „პოლიგლოტი“, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს შესანიშნავი ნიჭი და ცოდნა. 📚✨
🗣️ „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“ — ჩვენმა ძვირფასმა მეხუთეკლასელებმა ეს ცნობილი სიტყვები დღეს საქმედ აქციეს!
🏆 ტურის დამსახურებული გამარჯვება დიდი ბრძოლისა და მონდომების შედეგად მოიპოვა ❤️ 5 ა ❤️ კლასმა! 🎉🎉🎉🎉🎉
უსაზღვროდ ვამაყობ თითოეული მათგანით და ვუსურვებ კიდევ ბევრ დიდ წარმატებას წინსვლის გზაზე! 👏❤️
როცა ჯანსაღი კვების გაკვეთილი კულინარიულ შოუდ იქცევა!
2 ა კლასმა და პროექტის ფარგლებში ნამდვილი საოცრებები მოახდინა. მათ არა მხოლოდ ისწავლეს ვიტამინების შესახებ, არამედ თავად მოამზადეს ფერადი, გემრიელი და რაც მთავარია, ჯანსაღი სალათები!
ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ სამზარეულოში ტრიალი და ჯანსაღ პროდუქტებთან მეგობრობა ძალიან მარტივი და სახალისოა. შემოქმედებითი პროცესიც და შედეგიც უგემრიელესი გამოვიდა!
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღე!
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღეა — ჩვენმა მეოთხე „ბ“ კლასმა და მათმა საყვარელმა დამრიგებელმა, მარიამ მასწავლებელმა, დაწყებითი საფეხურის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს!
ოთხი წლის წინ გადადგმული პირველი ნაბიჯების შემდეგ, დღეს სცენაზე უკვე გაზრდილი, ნიჭიერი და ძალიან შეკრული გუნდი წარსდგა. მოსწავლეებმა უდიდესი სიყვარულით გადაუხადეს მადლობა თავიანთ პირველ მასწავლებელს.
უღრმეს მადლობას ვუხდით მარიამ მასწავლებელს თითოეულ ბავშვში ჩადებული შრომისა და სითბოსთვის, ხოლო მშობლებს — მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ჩვენო ძვირფასო მეოთხე კლასელებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს! ვამაყობთ თქვენით და დიდ წარმატებებს გისურვებთ უფროს კლასებში!
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
დღე, როცა საქართველოს თავისუფლებამ ხმა ამოიღო…
დღე, რომელიც მხოლოდ თარიღი კი არა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირსება და ჩვენი მომავლის იმედია.
ამ პატარა თვალებში დღესაც ანათებს საქართველო —
თავისუფალი, ამაყი, ძლიერი და სიყვარულით სავსე.
ისინი არიან ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი ქვეყნის გაგრძელება, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი.
დაე, ყოველთვის ასე ამაყად ფრიალებდეს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა,
და ბავშვების გულებში არასოდეს განელდეს სამშობლოს სიყვარული.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას!
დღეს ეროვნული სამოსის დღეა — დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დახვეწილი, გრაციოზული და გამორჩეულია ქართული ტრადიციული სამოსი.
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
სკოლა „რუსთველის“ 3 გ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს!
👩🍳 ჩვენი პატარა შეფ-მზარეულები და უგემრიელესი კულინარიის გაკვეთილი! 🍰🍓
🏫 სკოლა „რუსთველის“ 3 ა კლასში დღეს განსაკუთრებული, ძალიან სახალისო და არომატული დღე გვქონდა. ✨
👩🏫 ეკა მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა მოაწყვეს! ჩვენმა მესამეკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით მოამზადეს უგემრიელესი კერძები/ტკბილეული. 🥐🍕
🥰 საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ პატარები, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს და როგორ სიამოვნებდათ შემოქმედებითი პროცესი.
👏 ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მესამეკლასელებით და უდიდესი მადლობა ეკა მასწავლებელს ასეთი საინტერესო, პრაქტიკული და დაუვიწყარი გაკვეთილის ორგანიზებისთვის! ❤️🎉
წიგნის საერთაშორისო დღე
წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
სტუმრად რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ერძო სკოლა ,,რუსთველის" მე-6 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მათ ხელახლა აღმოაჩინეს საკუთარი ქალაქი. აღრფთოვანებულები დარჩნენ რუსთავის ისტორიით, რომელიც ისე ძველია რომ ათასწლეულების წარსულში იკარგება. მადლობა მუზეუმის თანამშრიმლებს ყურადღებისათვის.
სიახლეების არქივი