მოსწავლეთა თვითმმართველობა
მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა, მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონსძიებებსა და აქტივობებში.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
ა) იცავს დაწარმოადგენს მოსწავლეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
ბ) თანამშრომლობსსხვა საგანმანათლებლო, სასწავლო და სპორტულ/კულტურულ დაწესებულებებთან;
გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:- მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება.
- სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის განვითარებისათვის.
- თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ∙ მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრება.
- კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების,სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.