რუსთველის დირექცია ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, კარიერულ წინსვლას და თქვენი შრომის დაფასებას!
რუსთველის დირექცია ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, კარიერულ წინსვლას და თქვენი შრომის დაფასებას!
2022 წლის 23 სექტემბერს კერძო სკოლა „რუსთველში" თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდნენ :
1.გიორგი ხარშილაძე
2. ლიზა შარვაძე
3. თამთა ჯელაძე
4 მარიამ რეხვიაშვილი
ხმათა უმრავლესობით სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზა შარვაძე
15 სექტემბერს სკოლა ,,რუსთველში " სწავლა დაიწყო დაიწყო მოგზაურობა ცოდნის, ძიების, თავგადასავლების სამყაროში. იმისათვის, რომ ეს მოგზაურობა, საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი იყოს, უნდა ერთად ვიშრომოთ და ვისწავლოთ. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
რუსთველელებო, გვეამაყება და გვახარებს თქვენი წარმატებები
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის სპეციალური მიღება გამართა, სადაც 150-მა ოქროს მედალოსანმა 500 ლარიანი ფულად ჯოლდო მიიღო. ღონისძიება რუსთავის თეატრში გაიმართა.
მერის მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებს შორის იყვნენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები : სალომე ბუჯიაშვილი , საბა ბალიაშვილი და ნიკოლოზ ლეკიშვილი.
გილოცავთ და გვეამაყებით !
10 ივნისს, სკოლა "რუსთველში" ჩატარდა , ტრადიციული ინტელექტუალური კონკურსი
" ყველაზე ჭკვიანის" მეთხუთმეტე სეზონი. ქეთევან აკობიას ხელმძღვანელობით
კონკურსი ჩატარდა მე – 4 კლასელებს შორის!
კონკურსის გამარჯვებული,
" ყველაზე ჭკვიანი - 2022 " ის ტიტულის მფლობელი გახდა დემეტრე ძინძიბაძე,
რომელიც დაჯილდოვდა "ყველაზე ჭკვიანის" მედლითა და I ხარისხის დიპლომით!
II ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა :
ნანიკო ძაძუა.
III ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა:
დემეტრე ხუციშვილი.
ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!
შიდა სასკოლო ოლიმპიადა ,,რუსთველი- 2022" - ის გამარჯვებულები
გილოცავთ ბავშვებო!
13 ივნისს, სკოლა ,,რუსთველში" გაიმართა სკოლის ს კონცერტი, რომელმაც ჩაიარა ხალისიან და პოზიტიურ ნოტაზე.
გილოცავთ ჩემო პატარებო პირველი კლასის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ წარმატებებს!
მადლობა თინიკო როსტიშვილს ამ ლამაზი დღისთვის
იფრინეთ ოცნებებისკენ.....
იცხოვრეთ ლამაზად....
წინ წარმატებებისკენ!!!
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ყველა პატარას ვუსურვებთ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას
Powered by aSc EduPage