სიახლეები

          • პატარა მომღერლები

          • 13 ივნისს, სკოლა ,,რუსთველში" გაიმართა სკოლის ს კონცერტი, რომელმაც ჩაიარა ხალისიან და პოზიტიურ ნოტაზე.

            გილოცავთ ჩემო პატარებო პირველი კლასის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ წარმატებებს!

            მადლობა თინიკო როსტიშვილს  ამ ლამაზი დღისთვის 

             

          • 1 ივნისი -ბავშვთა დაცვის დღე

          • გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

            ყველა პატარას ვუსურვებთ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას

          • პატარა ქიმიკოსები

          • დაე,მსოფლიოს ყველა პატარას ჰქონოდეს ნათელი,მზიანი,ბედნიერი მომავალი და უღრუბლო ცა!დღეს სკოლა რუსთველი -ს ქიმიის ლაბორატორიაში სტუმრად იმყოფებოდნენ I ა.კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ

            შორენა ბექაურთან ერთად. ერთობლივად ჩავატარეთ სახალისო ცდები.

          • ოლიმპიადა "რუსთველი - 2022".

          • დღეს, 4 მაისს, ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

            "რუსთველი - 2022".

            ჩატარდა l ტური.

            მაღალი ქულის მქონე მოსწავლეები გადავიდნენ ფინალურ ტურში.

            5 მაისს ჩატარდება l ტური ინგლისურ ენაში.

            წარმატებები ყველა მონაწილეს!

          • ოლიმპიადა "რუსთველი - 2022".

          •  3 მაისს, სტარტი აიღო შიდა სასკოლო ოლიმპიადამ

            "რუსთველი - 2022".

            ჩატარდა l ტური მათემატიკაში, მაღალი ქულის მქონე მოსწავლეები გადავიდნენ ფინალურ ტურში.

            4 მაისს ჩატარდება l ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

            წარმატებები ყველა მონაწილეს!

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

            2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

            2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

            2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

            რატომ წინდები?

            ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო.

            ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

            ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

            III ბ კლასი

            დამრიგებელი : ქეთი აკობია

          • თვითმმართველობა 2022

          • სკოლა ,, რუსთველის" ნიჭიერმა მოსწავლეებმა სკოლის ერთი დღით მართვას ღისრსეულად გაართვეს თავი.

            ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე . დღე, როდესაც თავად სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები თავად მართავენ სკოლას.დღის ბოლის ჩატადრა თათბირი , სადაც დიდი ემოციებით საუბრობდნენ ,თუ როგორ მოირგეს მასწავლებლის პროფესია ,სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი. მათ სულ სხვა თვალის დაინახეს და დააფასეს სკოლა და მისი როლი .

            ბავშვებო ,,რუსთველი" ამაყობს თქვენით !

          • ჩვენი პატარა ოქროსმედალოსნები

          • შ.პ.ს რუსთველის მესამე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გიგუაშვილი და თეკლა ჭელიძე ,მეორე კლასის მოსწავლე თენგო ქავთარაძე გახდნენ კინგსის ოლიმპიადის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანები .

            შპს ,,რუსთველი" ულოცავს ნიკოლოზს, თეკლას და თენგოს ამ დიდ წარმატებას.

            იხილეთ სრულად