2022 წლის 25ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში “ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ კატეგორიაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6 , მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები
დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად 48 ქულით I ადგილზე გავიდა 6 ა კლასის გუნდი ,,გენიოსები" და 7 ბ კლასის გუნდი „ფენიქსი ". მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა II ადგილზე გასული 8 ა კლასის გუნდი „შურისმაძიებლები"
გილოცავთ ბავშვებო!