სიახლეები

          • ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეები ანბანის შემობრძანებას ზეიმობენ

          • კერძო სკოლა ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეებმა დღეს პირველად შეაბიჯეს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში. დაგილოცავთ ჩემო პატარებო ცოდნის ტაძრისკენ მიმავალ გზას,ლურჯი თვალებითა და გულწრფელი ღიმილით გევლოთ ცხოვრების ვრცელ გზაზე.

            კლასის ხელმძღვანელი:ეთერ ბუნტური

          • ანბანის შემობრძანება

          •  

             

            " ანბანის შემობრძანება" ,  პირველი ასო - ბგერის გაცნობა, პირველი ასოს დაწერა,  პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, - ეს ყოველივე ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელია... 

            26  ოქტომბერს,  ჩვენს სკოლა "რუსთველში"  იწყება   კვირეული     " მოგზაურობა ანბანეთში". 

            ვულოცავ ყველა პირველკლასელს ამ ულამაზეს წუთებსა და დღეს !  მინდა ვისურვო,  რომ ეს ლამაზი დღე  დასაბამი იყოს  მათი წარმატებული  და  საინტერესო ცხოვრების დაწყებისა, გზას დაგილოცავთ  ცოდნის უკიდეგანო სამყაროში! 
            მე უკვე მათ გულისცემას ვგრძნობ, ვხედავ  მათ აციმციმებულ  თვალებსა და გაცისკროვნებულ სახეებს,  მათ უჩვეულო და საზეიმო განწყობას ... 

                          გზას  დაგილოცავთ ჩემო პატარებო!

          • "ტვინების ბრძოლა 2022" იწყება!

          • ნტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის.

            "ტვინების ბრძოლის" მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებში წიგნიერების დონის და სწავლის მიმართ ინტერესის ამაღლება. ამასთანავე, ლოგიკური ანალიზის, სწრაფი კოორდინირებისა და გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება.

            სკოლა ,,რუსთველში"  “ტვინების ბრძოლა” ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

            1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები

            2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები

            3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები

             

            მოემზადეთ ბავშვებო, წინ საინტერესო დღეები გელოდებათ!

          • მასწავლების დღეს გილოცავთ!

          •  რუსთველის დირექცია  ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, კარიერულ წინსვლას და თქვენი შრომის დაფასებას!   

             

             

          • თვითმმართველობის არჩევნები 2022-23

          • 2022 წლის 23 სექტემბერს კერძო სკოლა „რუსთველში" თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეებმა. თვითმმართველობის  არჩევნებში კენჭს იყრიდნენ :

            1.გიორგი ხარშილაძე

            2. ლიზა შარვაძე

            3. თამთა ჯელაძე

            4 მარიამ რეხვიაშვილი

            ხმათა უმრავლესობით სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ლიზა შარვაძე 

          • სკოლა ,,რუსთველში" 2022-23 სასწავლო წელი დაიწყო

          • 15 სექტემბერს სკოლა ,,რუსთველში " სწავლა დაიწყო დაიწყო მოგზაურობა ცოდნის, ძიების, თავგადასავლების სამყაროში. იმისათვის, რომ ეს მოგზაურობა, საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი იყოს, უნდა ერთად ვიშრომოთ და ვისწავლოთ. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსნები

          • რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის სპეციალური მიღება გამართა, სადაც 150-მა ოქროს მედალოსანმა 500 ლარიანი ფულად ჯოლდო მიიღოღონისძიება რუსთავის თეატრში გაიმართა.

            მერის მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებს  შორის იყვნენ ჩვენი  სკოლის  კურსდამთავრებულები : სალომე ბუჯიაშვილი , საბა ბალიაშვილი და ნიკოლოზ ლეკიშვილი.

             გილოცავთ და  გვეამაყებით !

             

          • ,,ყველაზე ჭკვიანი - 2022 "

          • 10 ივნისს, სკოლა "რუსთველში" ჩატარდა , ტრადიციული ინტელექტუალური კონკურსი

            " ყველაზე ჭკვიანის" მეთხუთმეტე სეზონი.  ქეთევან აკობიას ხელმძღვანელობით 

            კონკურსი ჩატარდა მე – 4 კლასელებს შორის!

            კონკურსის გამარჯვებული,

            " ყველაზე ჭკვიანი - 2022 " ის ტიტულის მფლობელი გახდა დემეტრე ძინძიბაძე,

            რომელიც დაჯილდოვდა "ყველაზე ჭკვიანის" მედლითა და I ხარისხის დიპლომით!

            II ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა :

            ნანიკო ძაძუა.

            III ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა:

            დემეტრე ხუციშვილი.

            ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!