ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის.
"ტვინების ბრძოლის" მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებში წიგნიერების დონის და სწავლის მიმართ ინტერესის ამაღლება. ამასთანავე, ლოგიკური ანალიზის, სწრაფი კოორდინირებისა და გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება.
სკოლა ,,რუსთველში" “ტვინების ბრძოლა” ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები
2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები
3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები
მოემზადეთ ბავშვებო, წინ საინტერესო დღეები გელოდებათ!