IV ბ კლასი
დამრიგებელი: ქეთევან აკობია
დაწყებითი კლასების კათედრამ სკოლა "რუსთველში" მოაწყო შემოდგომის მეჯლისი, რომლის ფერხულში ჩაება საქართველოს სხვადასხვა კუთხე...
ბარაქიანი შემოდგომა დააბიჯებს სკოლა "რუსთველში"...
ვესტუმრეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებს, დავტკბით მათი სამზარეულოთი,ცეცხლოვანი ცეკვებით, ქართული სიმღერებით, რომლებმაც ცამდე აგვწია და აგვანთო...
გვიყვარდეს ქართული მიწა - წყალი, გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და დავაფასოთ ჩვენი ქართული, მამა - პაპური ჯიშის ხილი, ბოსტნეული, ვაზი და გლეხი, რომლის ხელითაც ეს სიმდიდრე, ეს საგანძური ყოველ შემოდგომას გვეძლევა, გვაპურებს და გვახარებს.
ღმერთმა შეგარგოთ!
____ აფხაზეთის დროით, ადრე თუ გვიან სიყვარულის და მეგობრობის ზარი ჩამოჰკრავს!..
... აფრინდება ჩვენი ხელით ერთად __
შენს საზღვარზე ზეცისაკენ მტრედი!..