სიახლეები

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მე-7და მე-12კლასის მოსწავლეებისათვის

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ხვალ, 9 დეკემბერს შემდეგ საგნებში ჩატარდება:  

             

            • ქართული ენა და ლიტერატურა; კოდი - 1192;
            • ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის); კოდი - 4873; 
            •   ფრანგული ენა; კოდი -  1303.

             კოდი ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება. 

            ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol  ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.

            ეროვმული სასწავლო ოლიმპიადა მე7-12 კლასის მოსწავლეებისათვის

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. 

            წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. 

            შესაბამისი განრიგის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები. 

             

          • გამოფენა ,,შემოდგომის ფერები"

          • ხელოვნების მასწავლებლის, სალომე ჩაგელიშვილისა და რელიგიის პედაგოგის, ხათუნა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა "რუსთველში " ჩატარდა ხელნაკეთი ნივთებისა და ფერწერული ნაამუშევრების გამოფენა.მადლობა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის

            ,

          • მშობელთა სათათბირო

          • სკოლა  "რუსთველში"   ჩატარდა  მშობელთა სათათბიროს კრება, რომელსაც  უძღვებოდა სკოლის ორგანიზატორი  ხათუნა ჯანჯღავა.
            სათათბირომ მიიღო გადაწყვეტილება,   ჩატარდეს მშობელთა კვირეული  და ასევე იმსჯელა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

          • შემოდგომა იმერეთში

          • მე 4 ა კლასი

             

             

            დამრიგებელი : ეკატერინე მაჭარაშვილი

            ბარაქიანი, მხიარული, ოქროსფერი შემოდგომა სკოლა რუსთვრლში. IVა კლასმა იმერეთში გვამოგზაურა, სადაც შემოდგომა გამორჩეულად ლამაზია, ფერადია, ჩაფიქრებულია, ოდნავ სევდიანია, მაგრამ მხიარულიც

             

          • შემოდგომა სვანეთში

          •  ყველაფერი გაყვითლდა,ყველაფერს ერთი ფერი აქვს,ერთი სუნი,ერთი იერი.სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან,მაგრამ ჩვენ სკოლა ,,რუსთველის,,მე-2 ა კლასს ეს უფრო მოგვწონს,ეს უფრო გვესიყვარულება.შემოდგომის სვანეთიც კი სამოთხეა დედამიწაზე

          • ბარაქიანი შემოგდომა სამეგრელოში

          • მე-2 გ კლასი

            დამრიგებელი ნატო გოცირიძე

             

            ,,ბარაქიანი შემოდგომა სამეგრელოში" წარმოადგინეს სკოლა,,რუსთველი"-ს მე-2 გ კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი ნ.გოცირიძე.მოსწავლეებმა გაგვაცნეს სამეგრელო თავისი მდიდარი კულტურით, გამორჩეული გემოებით, შენარჩუნებული ტრადიციებით სავსე მხარე.

          • შემოგდომა რაჭაში

          • მე-3 ბ კლასი

            დამრიგებელი დიანა ღოღობერიძე

             

            შემოდგომა... წელიწადის რა უჩვეულო დროა - სევდიანი, მაგრამ მაინც ლამაზი. სამყარო იღებს ყველაზე ნათელ ფერებს და ბუნებას აცვია ყველაზე ლამაზი სამოსი. ჩემს პატარა რაჭველებთან ერთად, ორივენი ოქროსფერში ბრწყინავენ. მოვიდა ოქროს შემოდგომა, სკოლა,,რუსთველის" მე-3 ბ კლასის გოგო-ბიჭებთან. ბუნება კანკალებს, ფერმკრთალია, მსხვერპლშეწირვის მსგავსად, ბრწყინვალედ ამაღლებული ... "