სიახლეები

          • შემოგდომის მეჯლისი-აფხაზეთი

          • IV ბ  კლასი

            დამრიგებელი:  ქეთევან აკობია

             

            დაწყებითი კლასების კათედრამ სკოლა "რუსთველში" მოაწყო შემოდგომის მეჯლისი, რომლის ფერხულში ჩაება საქართველოს სხვადასხვა კუთხე...

            ბარაქიანი შემოდგომა დააბიჯებს სკოლა "რუსთველში"...

            ვესტუმრეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებს, დავტკბით მათი სამზარეულოთი,ცეცხლოვანი ცეკვებით, ქართული სიმღერებით, რომლებმაც ცამდე აგვწია და აგვანთო...

            გვიყვარდეს ქართული მიწა - წყალი, გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და დავაფასოთ ჩვენი ქართული, მამა - პაპური ჯიშის ხილი, ბოსტნეული, ვაზი და გლეხი, რომლის ხელითაც ეს სიმდიდრე, ეს საგანძური ყოველ შემოდგომას გვეძლევა, გვაპურებს და გვახარებს.

            ღმერთმა შეგარგოთ!

            ____ აფხაზეთის დროით, ადრე თუ გვიან სიყვარულის და მეგობრობის ზარი ჩამოჰკრავს!..

            ... აფრინდება ჩვენი ხელით ერთად __

            შენს საზღვარზე ზეცისაკენ მტრედი!..

          • შემოდგომის ზეიმი -აჭარა

          • " ტყეებმა მითხრეს- მათი სილამაზე და მარადიულობა იმის შედეგია, რომ ხეები ყოველთვის ერთად დგანან და ძლიერ სახლს ქმნიან." ხოდა, ასე ერთ ოჯახად შეკრულები, სიხარულით, მთელი ენთუზიაზმით, დიდიან პატარიანად ჩავერთეთ მე- 2 ბ კლასის მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები შემოდგომის ღონისძიების მზადების ფერხულში. შედეგი კი ძალიან სასიამოვნო, ლამაზი და დასამახსოვრებელი მივიღეთ. უამრავი ასეთი ფერადი, ხალისიანი, ლამაზი და დადებითი ემოციით სავსე დღე გქონოდეთ ჩემო თვალხატულა გოგო- ბიჭებო!

            მე- 2 ბ კლასის დამრიგებელი სოფო წკლაური

             

             

             

          • ,,ანბანის შემობრძანება" I გ კლასში

          • ანბანის შემობრძანება, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სკოლა ,,რუსთველის" I გ კლასის  თითოეულ მოსწავლეზე

            ,,   დაიწყო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, განათლების ეტაპი, რომელიც ანბანის შესწავლით იწყება. იმედია თქვენი სიბეჯითე დაგიფასდებათ. მინდა სულ იით მოფენილ გზაზე გევლოთ ჩემო პატარებო.

            თქვენი ქეთი მასწავლებელი

          • გილოცავთ!!!

          • დღეს, ჩვენს დირექტორს, ქალბატონ ზაირა კიკნაველიძეს დაბადების დღე მიულოცეს მე- 10 ბ კლასელებმა.ემოციებით სავსე მომენტი იყო... ჩვენც ვუერთდებით და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს ჩვენს გვერდით ყოფნას.

            დიდი სიყვარულით მე -10 ბ კლასი

          • ,,ტვინების ბრძოლა" - დღე მესამე

          • 2022 წლის 31 ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ სა შიდა სასკოლო ჩემპიონატი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-3 , მე-4 , და მე-5 კლასის მოსწავლეები.

            ,

            დაძაბული თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი „შევარდენი“, II ადგილი დაიკავა მე-5 ბ კლასის გუნდმა,, ლომები , ხოლო III ადგილზე გავიდა „მე-3 ა კლასის გუნდი ,,ჭკვიანები"

          • ,,ტვინების ბრძოლა" - დღე მეორე

          • 2022 წლის 27 ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“  შიდა სასკოლო ჩემპიონატი მესამე ასაკობრივ კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-9 , მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.

             თამაშის შედეგად უდიდესი სიამოვნება მიიღეს როგორც მონაწილე გუნდებმა, ისე დამსწრე საზოგადოებამ . თამაში წარიმართა ყველა წესის დაცვითა და გათვალისწინებით. მოსწავლეები  დიდი გულისყურით  უსმენდნენ დასმულ შეკითხვებს, და გარინდულები ელოდებოდნენ წამყვანისაგან სწორი პასუხის გამოცხადებას, ხოლო  ოვაციასა  და აღტაცებას ვერ ფარავდნენ,  როცა მათ მიერ გაცემული პასუხი სწორი აღმოჩნდებოდა.  „ბრძოლა“  მართლაც დაძაბულად მიმდინარეობდა,  თამაშის მანძილზე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იყო მინიმალური, რაც კიდევ უფრო მეტად  ზრდიდა დარბაზში ემოციურ ფონს.

            დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-12 კლასის გუნდი „ადრენალინი“, II ადგილზე დაიკაბა მე-11 ბ კლასის გუნდიმა ,,სქაუზერები“ ,ხოლო  III ადგილზე გასული გუნდია „11 ა კლასის გუნდი ,,გირჩი“ 

             

             

          • Iბ კლასის მოსწავლეები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში

          • კერძო სკოლა "რუსთველის"  Iბ კლასის ჯადოსნურმა მატარებელმა დაიწყო უკვე მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, გილოცავთ ჩემო საოცრებებო ცხოვრების ამ უმნიშვლეოვანეს ეტაპს, მინდა სულ ასეთი თვალებაციმციმებულები და ბედნიერები მენახეთ. 

            კლასის დამრიგებელი ნინო მიგრიაული

          • რა? სად? როდის?

          • 28  ოქტომბერს, კერძო სკოლა "რუსთველში" ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". პროექტში მონაწილეობას იღებდნენ X, XI, XII  კლასის მოსწავლეების ,რომლებმაც 14 შეკითხვას გუნდურად უპასუხეს. ბოლო,მე-15 შეკითხვას მხოლოდ გუნდის კაპიტნებისთვის იყო განკუთვნილი . ინტელექტუალური თამაშში მონაწილეობდნენ: Xა კლასის გუნდი "Immortal" ; Xა კლასის გუნდი "warriors" ; Xბ კლასის გუნდი "ჯინსების თაობა";  XIა კლასის გუნდი "organization 11"; XIბ კლასის გუნდი "infinite",  XII კლასის გუნდები : "Smart";  "ადრენალინი"; "brains". 

               თამაშის გამარჯვებული გახდა XI ა კლასის გუნდი "organization 11" ,რომელსაც დირექტორმა, ქალბატონმა ზაირა კიკნაველიძემ გადასცა გამარჯვებულის დიპლომი და წამახალისებელი საჩუქრები.

             

          • „ტვინების ბრძოლა" - დღე პირველი

          • 2022  წლის 25ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში “ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს  ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ  კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6 , მე-7 და  მე-8 კლასის მოსწავლეები

            დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად 48 ქულით  I ადგილზე გავიდა 6 ა კლასის გუნდი ,,გენიოსები" და 7 ბ კლასის  გუნდი „ფენიქსი ". მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა II ადგილზე გასული 8 ა კლასის გუნდი „შურისმაძიებლები"

              გილოცავთ ბავშვებო!