მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები შემოგვთავაზეს
თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესი
საკლასო ოთახში განვათავსეთ ცნობიერების ამაღლების მიზნით
მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები შემოგვთავაზეს
თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესი
საკლასო ოთახში განვათავსეთ ცნობიერების ამაღლების მიზნით
დღეს სკოლა "რუსთველი" ესტუმრა ააიპ სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს". თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მცირე სახის შემოქმედებითი ღონისძიება. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს გაღებული მატერიალური და ჰუმანიტარული თანადგომისათვის, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთი ლამაზი დღე შეგვექმნა სკოლა "რუსთველის" სახელით.
🏅 ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავება დევიზით- "ცხოვრება სუფთა გარემოში! " 🤝
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები. 👩🏫🧑🏫
მოსწავლეებმა დასუფთავებისთვის გამოიყენეს სამუშაო ხელთათმანები; მოუწოდეს ადამიანებს გარემოს დაცვისაკენ ფურცლებზე გამოხატული ტექსტით;
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ხვალ, 9 დეკემბერს შემდეგ საგნებში ჩატარდება:
კოდი ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება.
ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული - https://online2.naec.ge/ol ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
ეროვმული სასწავლო ოლიმპიადა მე7-12 კლასის მოსწავლეებისათვის
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.
შესაბამისი განრიგის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.
ხელოვნების მასწავლებლის, სალომე ჩაგელიშვილისა და რელიგიის პედაგოგის, ხათუნა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა "რუსთველში " ჩატარდა ხელნაკეთი ნივთებისა და ფერწერული ნაამუშევრების გამოფენა.მადლობა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის
,
სკოლა "რუსთველში" ჩატარდა მშობელთა სათათბიროს კრება, რომელსაც უძღვებოდა სკოლის ორგანიზატორი ხათუნა ჯანჯღავა.
სათათბირომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარდეს მშობელთა კვირეული და ასევე იმსჯელა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
მე 4 ა კლასი
დამრიგებელი : ეკატერინე მაჭარაშვილი
ბარაქიანი, მხიარული, ოქროსფერი შემოდგომა სკოლა რუსთვრლში. IVა კლასმა იმერეთში გვამოგზაურა, სადაც შემოდგომა გამორჩეულად ლამაზია, ფერადია, ჩაფიქრებულია, ოდნავ სევდიანია, მაგრამ მხიარულიც
ყველაფერი გაყვითლდა,ყველაფერს ერთი ფერი აქვს,ერთი სუნი,ერთი იერი.სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან,მაგრამ ჩვენ სკოლა ,,რუსთველის,,მე-2 ა კლასს ეს უფრო მოგვწონს,ეს უფრო გვესიყვარულება.შემოდგომის სვანეთიც კი სამოთხეა დედამიწაზე
Powered by aSc EduPage