1 ა კლასი
დამრიგებელი: ეთო ბუნტური
1 ა კლასი
დამრიგებელი: ეთო ბუნტური
სკოლა ,, რუსთველის" მე-9 კლასის მოსწავლე, ნატალი ბერძენიშვილი უამრავი კონკურსის გამარჯვებულია.
ნატალი, გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებას ...
გვეამაყები!
ქ. რუსთავის შპს სკოლა ,, რუსთველში" 2023 წლის 2 მარტს |||-ა კლასში, ხელ-ლი:ხათუნა კობახიძე ჩატარდა დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
,,ლამაზად შვილის აღმზრდელი,
დედა მიცვნია ღმერთადა!"
დედა, რომელსაც არასოდეს სჭირდება შენი შემცვლელი, ვინც არასოდეს გიღალატებს, ვინც სიცოცხლეს დათმობს შენთვის, ვინც დილას იწყებს შენზე ლოცვით და იძინებს შენზე ფიქრით.
ღონისძიებაზე წაკითხულმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ემოციური აღმოჩნდა დედებისა და შვილების მიერ შესრულებული ვალსი. ღონისძიების ბოლოს შვილებმა დედებს ყვავილები და სიგელები გადასცეს.
ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" საინტერესო შეხვედრა გაიმართა მოწვეულ ფსიქოლოგ კონსტანტინე ტუღუშთან ერთად.
თემა: თვითგანვითარება
VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ მოწვეულ სტუმარს.
ჩვენ სამოქალაქო განათლების კლუბი Citizens•სითიზენს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სკოლა ,,რუსთველი" აქტიურად გავაგრძელებთ საინტერესო აქტივობების დაგეგმვას.
მადლობას კონსტანტინე ტუღუშს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის.
დღეს, ჩვენმა სკოლა ,,რუსთველმა" სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა სამოქალაქო კლუბის Citizens • სითიზენს ინიციატივით , სკოლის თვითმმართველობისა და დირექციის ერთობლივი ძალისხმევით შევაგროვეთ ტანისამოსი და სხვადასხვა საჭირო ნივთები და ჩავაბარეთ, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებს და დირექციას.
2 მარტს მე- 2გ კლასმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში ,,გაზაფხული და დედა"... გაზაფხული-სიცოცხლის საწყისი,ნათელი მზის შუქის ფრქვევა,ქორფა ბალახის ფესვის გაღვიძებაა. სწორედ ბუნების გამოღვიძებას,პირველი ყვავილების მოსვლას ემთხვევა ,,დედის დღე,იმიტომ რომ დედაც ყვავილივით სათნო და საყვარელია.
1 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" მოეწყო შეხვედრა საბავშვო პოეტ ლია ბეჟანიშვილთან.
ღონისძიებაში კერძო სკოლა "რუსთველის" ll კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა (პედაგოგები: შორენა ბექაური, ნატო გოცირიძე, სოფო წიკლაური).
მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები შემოგვთავაზეს
თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესი
საკლასო ოთახში განვათავსეთ ცნობიერების ამაღლების მიზნით
დღეს სკოლა "რუსთველი" ესტუმრა ააიპ სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს". თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მცირე სახის შემოქმედებითი ღონისძიება. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს გაღებული მატერიალური და ჰუმანიტარული თანადგომისათვის, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთი ლამაზი დღე შეგვექმნა სკოლა "რუსთველის" სახელით.
🏅 ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავება დევიზით- "ცხოვრება სუფთა გარემოში! " 🤝
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები. 👩🏫🧑🏫
მოსწავლეებმა დასუფთავებისთვის გამოიყენეს სამუშაო ხელთათმანები; მოუწოდეს ადამიანებს გარემოს დაცვისაკენ ფურცლებზე გამოხატული ტექსტით;
Powered by aSc EduPage