"დედაენის დღესთან" და "ბიბლიოთეკის თვესთან" დაკავშირებით დასვენებების გამო ცოტა დაგვიანებით 1 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბობლიოთეკას. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს,წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები. ბოლოს კი ჩვენი ბიბლიოთეკარი ძვირფასი ქალბატონი ეკასგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა პოეტების ლექსების საბავშვო კრებულები. მადლობა ქალბატონ ეკას ლამაზი დღისათვის. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
სიახლეები
სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
- 3
ერთი საინტერესო დღე I გ კლასში
I გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რელიგიასა და ხელოვნებაში. რელიგიის გაკვეთილზე პატარები გაეცვნენ აღდგომის დღესასწაულის შესახებ სრულ ისტორიას. შემდეგ უყურეს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს " იესო, ის ცხოვრობდა ჩვენს შორის". ფილმის ყურების შემდეგ გავმართეთ მცირედი დისკუსია. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ემოციური მომენტები ანიმაციიდან. ბოლოს კი თავისი შთაბეჭდილებები ასახეს ფურცლებზე ნახატის სახით. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
3
რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე
ცეკვის კონკურსის Art-Dance Cup 2023 და Gymnaestrada 2023, რომელიც გაიმართა Hotels & Preference Hualing Tbilisi, გამარჯვებული "რუსთველის" მე - 4 კლასის მოსწავლე
ჩვენი წარმატებული გოგო - ანა დადვანი
გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს !
2 აპრილი - აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
2 აპრილი აუტიზმის სპექტრის შესახებ
ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
ამ დღის აღნიშვნის მიზანია:
გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით.
ხელი შეუწყოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
გვახსოვდეს:
აუტიზმი არ არის დაავადება!
აუტიზმი არის მდგომარეობა!
აუტიზმის სპექტრის სიმბოლოა ფაზლი.
არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, თუმცა აუტიზმის სპექტრის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი!
აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული სირთულეები, მაგრამ მათ ასევე აქვთ შესაძლებლობები, რომლის დანახვა და წარმოჩენაც მეტად მნიშვნელოვანია!
აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები არიან განსხვავებულები და უნიკალურები, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს საოცარია!
ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით!
მოსწავლეებმა აუტიზმის დღესთან დაკავშირებით შექმნეს საინტერესო პოსტერები, პრეზენტაციები და გააცნეს თანაკლასელებს ამ დღის შესახებ
1
რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე
გაიცანით, რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, ანდრია დადვანი.
კიდევ ბევრი წარმატება მოგველოცოს, ანდრია
რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე,
გაიცანით, რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, უამრავი კონკურსის გამარჯვებული,
ელენე კურტანიძე
გილოცავთ!
თვითმმართველობის დღე 2023
ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დღე, როდესაც თავად მოსწავლეები მართავენ სკოლას; უნდა აღინიშნოს, რომ მათ ძალიან კარგად და ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს; დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები გახარებულები დიდი ემოციებით საუბრობდნენ. მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელის და ასევე ადმინისტრაციის როლი.
ბავშვებო! თქვენ ხართ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი;, -
გვეამაყებით !!!
4
შპს რუსთველის შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში-დაჯილდოება
საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ჩინჩალაძე
საუკეთესო მეკარე - გიორგი ასპანიძე
ტურნირის გამარჯებულები:
I ხარისხი - X ბ კლასი
II ხარისხი - VIIIბ კლასი
4
წინა სააღდგომო სამზადისი 1 გ კლასში
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კარს მოგვადგა. ჩვენმა პატარებმაც სამზადისი უკვე დაიწყეს. 1 გ კლასის მოსწავლეებმა ჯეჯილი მთელი გულმოდგინებით დათესეს. გააფერადეს სააღდგომო აპლიკაციები და მზად არიან ამ ლამაზ დღესთან შესახვედრად.
კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
8
შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში.
შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთი.შპს რუსთველი მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სპორტის მასწავლებლის ლაშა ბურჭულაძის დახმარებით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში.
ტურნირი მიზნად ისახავს სკოლის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, კლასებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას
.
6
სიახლეების არქივი