• 2 აპრილი - აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

          •  

            2 აპრილი აუტიზმის სპექტრის შესახებ

            ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

            ამ დღის აღნიშვნის მიზანია:

            გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით.

            ხელი შეუწყოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

            გვახსოვდეს:

            აუტიზმი არ არის დაავადება!

            აუტიზმი არის მდგომარეობა!

            აუტიზმის სპექტრის სიმბოლოა ფაზლი.

            არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, თუმცა აუტიზმის სპექტრის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი!

            აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული სირთულეები, მაგრამ მათ ასევე აქვთ შესაძლებლობები, რომლის დანახვა და წარმოჩენაც მეტად მნიშვნელოვანია!

            აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები არიან განსხვავებულები და უნიკალურები, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს საოცარია!

            ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით!

            #გაზარდეაუტიზმისცნობადობა

            მოსწავლეებმა აუტიზმის დღესთან დაკავშირებით შექმნეს საინტერესო პოსტერები, პრეზენტაციები და გააცნეს თანაკლასელებს ამ დღის შესახებ

            #სკოლარუსთველი

          • თვითმმართველობის დღე 2023

          •  

            ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დღე, როდესაც თავად მოსწავლეები მართავენ სკოლას; უნდა აღინიშნოს, რომ მათ ძალიან კარგად და ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს; დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები გახარებულები დიდი ემოციებით საუბრობდნენ. მათ სულ სხვა თვალით დაინახეს და დააფასეს სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელის და ასევე ადმინისტრაციის როლი.

            ბავშვებო! თქვენ ხართ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი;, -

            გვეამაყებით !!!

          • წინა სააღდგომო სამზადისი 1 გ კლასში

          • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კარს მოგვადგა. ჩვენმა პატარებმაც სამზადისი უკვე დაიწყეს. 1 გ კლასის მოსწავლეებმა ჯეჯილი მთელი გულმოდგინებით დათესეს. გააფერადეს სააღდგომო აპლიკაციები და მზად არიან ამ ლამაზ დღესთან შესახვედრად.

            კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი

          • შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში.

          • შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთი.შპს რუსთველი მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სპორტის მასწავლებლის ლაშა ბურჭულაძის დახმარებით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში.

            ტურნირი მიზნად ისახავს სკოლის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, კლასებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას

            .

          • ჯანსაღი კვება საწინდარია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

          • სახალისო და საინტერესო აქტივობა ,, სამზარეულოს ომები,,

            ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა ბოსტნეულის დახარისხებაში დააგემოვნეს და ერთმანეთს გაუზიარეს გემოები. ჯანსაღი კვება საწინდარია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

            II ა კლასის დამრიგებელი შორენა ბექაური

          • „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“

          • რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კონკურსის „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ მე-2 ტურის მეხუთე დღეს უმასპინძლა ,,რუსთველის'' მეოთხე კლასელებს.

            შედეგები დაიდება 7 აპრილს, ხოლო ფინალში , მესამე ტურში გადასულები დაჯილდოვდებიან 12 აპრილს.

            წარმატებები ყველა მონაწილეს !

          • მორიგი ვიზიტი ირმა ექთანთან

          • დღეს 1 გ კლასის მოსწავლეები ირმა ექთნის კაბინეტს ეწვივნენ. 1-ელი კლასი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარების თვალები ახალი გამოწვევების წინაშე დგება. წერა თუ კითხვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ბავშვებს ჩაუტარდათ მხედველობის ტესტი, რათა შემდგომში ავირიდოთ საფრთხე. საბედნიეროდ ყველა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი ტესტს.