• თვითმმართველობა 2022

          • სკოლა ,, რუსთველის" ნიჭიერმა მოსწავლეებმა სკოლის ერთი დღით მართვას ღისრსეულად გაართვეს თავი.

            ტრადიციულად წელსაც გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე . დღე, როდესაც თავად სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები თავად მართავენ სკოლას.დღის ბოლის ჩატადრა თათბირი , სადაც დიდი ემოციებით საუბრობდნენ ,თუ როგორ მოირგეს მასწავლებლის პროფესია ,სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი. მათ სულ სხვა თვალის დაინახეს და დააფასეს სკოლა და მისი როლი .

            ბავშვებო ,,რუსთველი" ამაყობს თქვენით !

          • ჩვენი პატარა ოქროსმედალოსნები

          • შ.პ.ს რუსთველის მესამე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გიგუაშვილი და თეკლა ჭელიძე ,მეორე კლასის მოსწავლე თენგო ქავთარაძე გახდნენ კინგსის ოლიმპიადის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანები .

            შპს ,,რუსთველი" ულოცავს ნიკოლოზს, თეკლას და თენგოს ამ დიდ წარმატებას.

            იხილეთ სრულად

          • პროექტი ,,ქცევის წესები"

          • lll ბ კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა , ქეთევან აკობიამ იმუშავეს პროექტებზე :

            ა) ქუჩაში ქცევის წესები ფეხით მოსიარულეებისათვის.

            ბ). საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქცევის. წესები.

             

             

             

             

             

             

          • თვითმმართველობის არჩევნები 2021-22

          • კერძო სკოლა,, რუსთველში' მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევენები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ მე-7დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, მათ კენჭისყრის წესით ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატს. 2021-22 სასწავლო წლის თვითმართველობის თავჯდომარეა ანნა ფრიდონაშვილი

          • ვამაყობთ თქვენით!

          •  

            “კინგსის“ ოლიმპიადა მთელ საქართველოში მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი სკოლა უკვე დიდიხანის მონაწილეობს “კინგსის“ ოლიმპიადაში. ,,რუსთველის“ წარჩინებულ მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადაზე მოპოვებული დილპომები და სერთიფიკატები გადაეცათ.ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

          • ანბანის კვირეული

          • 2021-22 სასწავლო წლის ოქტომბერის ბოლოს ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ I  კლასებში ჩატარდა საზეიმო-საჩვენებელი გაკვეთილი „ანბანის შემობრძანება“, რომელსაც ბავშვები გულისფანცქალით ელოდნენ. (კლასის ხელმძღვანელი შორენა ბექაური, სოფიო წიკლაური და ნატო გოცირიძე) საზეიმოდ მორთულ  საკლასი ოთხში პატარებმა წინასაამბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა ხალისით გაუზიარეს ერთმანეთსშემდეგ შეეგებნენ კლასში შემობრძანებულ დედაენასა და ანბანს, გაიცნეს ,, ი" და ,, ა" ასოები, იის მისალოც ბარათებზე სამახსოვროდ დატოვეს პატარა ხელებით დაწერილი პირველი ფრაზა ,,აი ია", პატარები ემოციებს ვერ მალავდნენ.

          • ყველაზე ჭკვიანი 2021

          • 10 ივნისს, სკოლა "რუსთველში" ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი " ყველაზე ჭკვიანის" მეცამეტე სეზონი. კონკურსი ჩატარდა მე – 4 კლასელებს შორის! კონკურსის გამარჯვებული, " ყველაზე ჭკვიანი - 2021 " ის ტიტულის მფლობელი გახდა ნიკოლოზ მილორავა, რომელიც დაჯილდოვდა "ყველაზე ჭკვიანის" მედლითა და I ხარისხის დიპლომით! II ხარისხის დიპლომის მფლობელები გახდნენ : ილია სიჭინავა და ცოტნე ონიანი. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

          • ოლიმპიადა ,,რუსთველი 2021"

          • სკოლა "რუსთველი" ამაყობს თქვენით! დასრულდა "ოლიმპიადა 2021", რომელიც ჩატარდა ორ ტურად: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. დღეს ჩატარდა რეიტინგული კითხვა. 11 ივნისს, სკოლის დირექცია დააჯილდოვებს გამარჯვებულებს. გამარჯვებულ ბავშვებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომიები. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!