• ,,ტვინების ბრძოლა" - დღე მეორე

          • 2022 წლის 27 ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“  შიდა სასკოლო ჩემპიონატი მესამე ასაკობრივ კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-9 , მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.

             თამაშის შედეგად უდიდესი სიამოვნება მიიღეს როგორც მონაწილე გუნდებმა, ისე დამსწრე საზოგადოებამ . თამაში წარიმართა ყველა წესის დაცვითა და გათვალისწინებით. მოსწავლეები  დიდი გულისყურით  უსმენდნენ დასმულ შეკითხვებს, და გარინდულები ელოდებოდნენ წამყვანისაგან სწორი პასუხის გამოცხადებას, ხოლო  ოვაციასა  და აღტაცებას ვერ ფარავდნენ,  როცა მათ მიერ გაცემული პასუხი სწორი აღმოჩნდებოდა.  „ბრძოლა“  მართლაც დაძაბულად მიმდინარეობდა,  თამაშის მანძილზე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იყო მინიმალური, რაც კიდევ უფრო მეტად  ზრდიდა დარბაზში ემოციურ ფონს.

            დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-12 კლასის გუნდი „ადრენალინი“, II ადგილზე დაიკაბა მე-11 ბ კლასის გუნდიმა ,,სქაუზერები“ ,ხოლო  III ადგილზე გასული გუნდია „11 ა კლასის გუნდი ,,გირჩი“ 

             

             

          • Iბ კლასის მოსწავლეები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში

          • კერძო სკოლა "რუსთველის"  Iბ კლასის ჯადოსნურმა მატარებელმა დაიწყო უკვე მოგზაურობა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, გილოცავთ ჩემო საოცრებებო ცხოვრების ამ უმნიშვლეოვანეს ეტაპს, მინდა სულ ასეთი თვალებაციმციმებულები და ბედნიერები მენახეთ. 

            კლასის დამრიგებელი ნინო მიგრიაული

          • რა? სად? როდის?

          • 28  ოქტომბერს, კერძო სკოლა "რუსთველში" ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". პროექტში მონაწილეობას იღებდნენ X, XI, XII  კლასის მოსწავლეების ,რომლებმაც 14 შეკითხვას გუნდურად უპასუხეს. ბოლო,მე-15 შეკითხვას მხოლოდ გუნდის კაპიტნებისთვის იყო განკუთვნილი . ინტელექტუალური თამაშში მონაწილეობდნენ: Xა კლასის გუნდი "Immortal" ; Xა კლასის გუნდი "warriors" ; Xბ კლასის გუნდი "ჯინსების თაობა";  XIა კლასის გუნდი "organization 11"; XIბ კლასის გუნდი "infinite",  XII კლასის გუნდები : "Smart";  "ადრენალინი"; "brains". 

               თამაშის გამარჯვებული გახდა XI ა კლასის გუნდი "organization 11" ,რომელსაც დირექტორმა, ქალბატონმა ზაირა კიკნაველიძემ გადასცა გამარჯვებულის დიპლომი და წამახალისებელი საჩუქრები.

             

          • „ტვინების ბრძოლა" - დღე პირველი

          • 2022  წლის 25ოქტომბერს კერძო სკოლა „რუსთველში “ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ საქართველოს  ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ  კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6 , მე-7 და  მე-8 კლასის მოსწავლეები

            დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად 48 ქულით  I ადგილზე გავიდა 6 ა კლასის გუნდი ,,გენიოსები" და 7 ბ კლასის  გუნდი „ფენიქსი ". მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა II ადგილზე გასული 8 ა კლასის გუნდი „შურისმაძიებლები"

              გილოცავთ ბავშვებო! 

                  

          • ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეები ანბანის შემობრძანებას ზეიმობენ

          • კერძო სკოლა ,,რუსთველის" I ა კლასის მოსწავლეებმა დღეს პირველად შეაბიჯეს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში. დაგილოცავთ ჩემო პატარებო ცოდნის ტაძრისკენ მიმავალ გზას,ლურჯი თვალებითა და გულწრფელი ღიმილით გევლოთ ცხოვრების ვრცელ გზაზე.

            კლასის ხელმძღვანელი:ეთერ ბუნტური

          • ანბანის შემობრძანება

          •  

             

            " ანბანის შემობრძანება" ,  პირველი ასო - ბგერის გაცნობა, პირველი ასოს დაწერა,  პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, - ეს ყოველივე ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელია... 

            26  ოქტომბერს,  ჩვენს სკოლა "რუსთველში"  იწყება   კვირეული     " მოგზაურობა ანბანეთში". 

            ვულოცავ ყველა პირველკლასელს ამ ულამაზეს წუთებსა და დღეს !  მინდა ვისურვო,  რომ ეს ლამაზი დღე  დასაბამი იყოს  მათი წარმატებული  და  საინტერესო ცხოვრების დაწყებისა, გზას დაგილოცავთ  ცოდნის უკიდეგანო სამყაროში! 
            მე უკვე მათ გულისცემას ვგრძნობ, ვხედავ  მათ აციმციმებულ  თვალებსა და გაცისკროვნებულ სახეებს,  მათ უჩვეულო და საზეიმო განწყობას ... 

                          გზას  დაგილოცავთ ჩემო პატარებო!

          • "ტვინების ბრძოლა 2022" იწყება!

          • ნტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის.

            "ტვინების ბრძოლის" მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებში წიგნიერების დონის და სწავლის მიმართ ინტერესის ამაღლება. ამასთანავე, ლოგიკური ანალიზის, სწრაფი კოორდინირებისა და გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება.

            სკოლა ,,რუსთველში"  “ტვინების ბრძოლა” ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

            1. U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები

            2. U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები

            3. U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები

             

            მოემზადეთ ბავშვებო, წინ საინტერესო დღეები გელოდებათ!

          • მასწავლების დღეს გილოცავთ!

          •  რუსთველის დირექცია  ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, კარიერულ წინსვლას და თქვენი შრომის დაფასებას!   

             

             

          • თვითმმართველობის არჩევნები 2022-23

          • 2022 წლის 23 სექტემბერს კერძო სკოლა „რუსთველში" თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეებმა. თვითმმართველობის  არჩევნებში კენჭს იყრიდნენ :

            1.გიორგი ხარშილაძე

            2. ლიზა შარვაძე

            3. თამთა ჯელაძე

            4 მარიამ რეხვიაშვილი

            ხმათა უმრავლესობით სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ლიზა შარვაძე