• ცხოვრება სუფთა გარემოში

          • 🏅 ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველის" სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავება დევიზით- "ცხოვრება სუფთა გარემოში! " 🤝

            დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები. 👩‍🏫🧑‍🏫

            მოსწავლეებმა დასუფთავებისთვის გამოიყენეს სამუშაო ხელთათმანები; მოუწოდეს ადამიანებს გარემოს დაცვისაკენ ფურცლებზე გამოხატული ტექსტით; 

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მე-7და მე-12კლასის მოსწავლეებისათვის

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ხვალ, 9 დეკემბერს შემდეგ საგნებში ჩატარდება:  

             

            • ქართული ენა და ლიტერატურა; კოდი - 1192;
            • ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის); კოდი - 4873; 
            •   ფრანგული ენა; კოდი -  1303.

             კოდი ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდება. 

            ინსტრუქციის სრულად გაცნობის შემდეგ ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული  - https://online2.naec.ge/ol  ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.

            ეროვმული სასწავლო ოლიმპიადა მე7-12 კლასის მოსწავლეებისათვის

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. 

            წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს. 

            შესაბამისი განრიგის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები. 

             

          • გამოფენა ,,შემოდგომის ფერები"

          • ხელოვნების მასწავლებლის, სალომე ჩაგელიშვილისა და რელიგიის პედაგოგის, ხათუნა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლა "რუსთველში " ჩატარდა ხელნაკეთი ნივთებისა და ფერწერული ნაამუშევრების გამოფენა.მადლობა მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის

            ,