• შეზღუდული შესაძლებლობები არ არსეობს

          •           სკოლა ,, რუსთველის” 1 -ბ კლასის მოსწავლეებმა, უყურეს ფილმს ,,საოცრება”, სადაც განხილულია, პატარა ბიჭის ავგუსტის ცხოვრება, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა. ბიჭს სკოლაში ბევრი პრობლემა ჰქონდა, დასცინოდნენ და მასთან მეგობრობა არავის სურდა. გულწრფელიბამ და მისმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ, ის სკოლაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭად აქცია.

                 ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა განიხილეს მოცემული პრობლემა. ბავშვებს გაუჩნდათ ბიჭთან მეგობრობის და თანადგომის სურვილი. რეკომენდაციას ვუწევთ ფილმს, უყურონ სხვა ბავშვებმა, რადგან ჩაგვრა, დაცინვა და გარიყვა დაუშვებელია.

            1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.

          • 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

          • 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

            2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

            2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

            2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

            რატომ წინდები?

            ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო.

            ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

            ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

             

            IV ბ კლასი 

            დამრიგებელი : ქეთი აკობია

          • ,,ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა!"

          • ქ. რუსთავის შპს სკოლა ,, რუსთველში" 2023 წლის 2 მარტს |||-ა კლასში, ხელ-ლი:ხათუნა კობახიძე ჩატარდა დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

            ,,ლამაზად შვილის აღმზრდელი,

            დედა მიცვნია ღმერთადა!"

            დედა, რომელსაც არასოდეს სჭირდება შენი შემცვლელი, ვინც არასოდეს გიღალატებს, ვინც სიცოცხლეს დათმობს შენთვის, ვინც დილას იწყებს შენზე ლოცვით და იძინებს შენზე ფიქრით.

            ღონისძიებაზე წაკითხულმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ემოციური აღმოჩნდა დედებისა და შვილების მიერ შესრულებული ვალსი. ღონისძიების ბოლოს შვილებმა დედებს ყვავილები და სიგელები გადასცეს.

          • შეხვედრა ფსიქოლოგთან

          • ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" საინტერესო შეხვედრა გაიმართა მოწვეულ ფსიქოლოგ კონსტანტინე ტუღუშთან ერთად.

            თემა: თვითგანვითარება

            VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს.

            ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ მოწვეულ სტუმარს.

            ჩვენ სამოქალაქო განათლების კლუბი Citizens•სითიზენს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სკოლა ,,რუსთველი" აქტიურად გავაგრძელებთ საინტერესო აქტივობების დაგეგმვას.

            მადლობას კონსტანტინე ტუღუშს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის.

          • ,,გაზაფხული და დედა"

          • 2 მარტს მე- 2გ კლასმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში ,,გაზაფხული და დედა"... გაზაფხული-სიცოცხლის საწყისი,ნათელი მზის შუქის ფრქვევა,ქორფა ბალახის ფესვის გაღვიძებაა. სწორედ ბუნების გამოღვიძებას,პირველი ყვავილების მოსვლას ემთხვევა ,,დედის დღე,იმიტომ რომ დედაც ყვავილივით სათნო და საყვარელია.