9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, რუსთველის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს დილით სიმბოლური პატივისცემის აქცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტრაგიკულად დაღუპულთა სახელები, გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, აინთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს იმპროვიზირებული მემორიალი.
მოსწავლეებმა გულწრფელად გამოხატეს მადლიერება იმ გმირების მიმართ, რომლებმაც თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაიაზრონ ისტორიის მნიშვნელობა და სამშობლოს სიყვარულის ღირებულება.