• პროექტი: ,,მზის სისტემა, პლანეტები და მათი ურთიერთგანლაგება".

          •  

            მე- 3 ბ კლასი

            დამრიგებელი:მარიამ სხირტლაძე

            დღეს ჩვენმა პატარებმა მზის სისტემაში იმოგზაურეს.

            ყველა ბავშვს აინტერესებს პლანეტები და მათზე ინფორმაცია, თუმცა ბავშვები მხოლოდ ფოტოების და სხვადასხვა სათამაშოების საშუალებებით იღებენ ამ ინფორმაციას. დღეს შევეცადე მათთვის გასაგები და ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა სხვადასხვა საინტერესო მასალის გამოყენებით.

            წარმოგიდგენთ მათი პატარა ხელებით შექმნილ, პატარა სამყაროს.

            3  -ბ კლასი

          • თიხის ფირფიტებისგან დამზადებული წიგნის ფურცლები

          • წიგნი - ცოდნის, განათლების და აღზრდის იარაღია.

            შორენა მასწავლებელმა მე- 4 ა კლასის მოსწავლეებს გააცნო წიგნის შექმნის ისტორია ,ბავშვებმა თიხის ფირფიტებისგან დაამზადეს წიგნის ფურცლები და ამოტვიფრეს მხედრული,ნუსხური და ასომთავრული დამწერლობა.

            ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემოქმედებითობას, ისტორიული მეხსიერების გაღრმავებას და ქართული კულტურის უფრო ღრმა გაცნობას.

              4 ა კლასი

            მასწავლებელი შორენა ბექაური

          • ,, ჩემი საკუთარი წიგნი"

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა,  შორენა მასწავლებლის დახმარებით  განახორციელეს პროექტი ,, ჩემი საკუთარი წიგნი .  მოსწავლეების პატარა ხელებით  შექმნილი საკუთარი წიგნები

            ეს პროექტი განსაკუთრებული და უნიკალური გზაა მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ეს პროცესი არა მხოლოდ მათი ფანტაზიის და კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს წერასა და კითხვაში პროგრესს

            მოსწავლეების მიერ საკუთარი წიგნების შექმნა მოტივაციის ამაღლების და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობაა. ამის შედეგად, ისინი არა მხოლოდ სიამაყეს გრძნობენ, არამედ სწავლობენ თანმიმდევრულობის, მოთმინებისა და იდეების გამოხატვის უნარებს.

             მე-4 ა კლასი მასწავლებელი შორენა ბექაური

          • ,,რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ"

          • შორენა მასწავლებლის მოსწავლეები  მონაწილეობას იღებენ სასწავლო შემეცნებით კონკურსში ,,მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ"

            წინ გამარჯვებისკენ, პატარა რუსთველელებო

             

            4 ა კლასი

            მასწავლებელი შორენა ბექაური

          • სტუმრად მედიათეკაში

          • იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში 4 ა კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი შორენა ბექაური  რუსთავის მედიათეკას ესტუმრნენ.  

            მედიათეკაში სტუმრობა საინტერესოდ ჩაიარა  თავისი ტექსტის ანალიზით, კროსვორდებით, შემეცნებითი კითხვებით, დისკუსიით და სამაგიდო თამაშებით.

             

          • სტუმრად გარდენიაში.

          • .სასწაული სილამაზე და საოცარი გარემო უფრო გაალამაზეს და გაახალისეს სოფო მასწავლებლის  თვალხატულა გოგო-ბიჭებმა

             

            4 ბ კლასი სოფო წიკლაური

          • გოდერძი ჩოხელის 70 წლისადმი მიძღვნილი პროექტი

          •  4 ბ კლასში  ჩატარდა გოდერძი ჩოხელის 70 წლისადმი მიძღვნილი პროექტი,, თავისუფლება"ჩოხელის შემოქმედება ხომ გულუბრყვილოებისა და უბრალოების ზეიმია, რომელიც დაგაფიქრებს,ჩაგაფიქრებს და უკეთესს გაგხდის.

             

            მასწავლეველი  სოფო წიკლაური