სკოლა რუსთველში ჩატარდა
ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა.
ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემეცნებითი თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცოდნის გასაღრმავებლად და სკოლის ცხოვრებაში მოტივაციის გასაზრდელად.
2025 წლის მაისის პირველ კვირას რუსთველის სახელობის სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი (Spelling ) VII კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და ინგლისური ენის ცოდნის შესანიშნავი დონე აჩვენეს. კონკურსის მსვლელობა იყო საინტერესოდ დაგეგმილი და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა – თითოეულ ეტაპზე სიტყვების სირთულე თანდათან მატულობდა.გამარჯვებულები გახდნენ
:🥇 დემეტრე ძინძიბაძე. – VII 1 კლასი
🥈 ნანუკა ძაძუა. – VII ა კლასი
🥉 მარიამ დუკაშვილი. – VII ბ
კლასი სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებულები დააჯილდოვა სერტიფიკატებით . კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკის და თვითგამოხატვის წახალისება.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, რუსთველის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს დილით სიმბოლური პატივისცემის აქცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტრაგიკულად დაღუპულთა სახელები, გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, აინთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს იმპროვიზირებული მემორიალი.
მოსწავლეებმა გულწრფელად გამოხატეს მადლიერება იმ გმირების მიმართ, რომლებმაც თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაიაზრონ ისტორიის მნიშვნელობა და სამშობლოს სიყვარულის ღირებულება.
გვეამაყებით ბავშვებო! მადლობა მანანა მასწავლებელ გაწეული შრომისთვის 😍
მე- 5ბ კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ ,,ტვინები ბრძოლა 2024" რეგიონალური პირველობაზე წარმატებულ ასპარეზობას
გვეამაყებით ბავშვებო !
ჭადრაკის ტურნირი ჩვენს სკოლაში!
ჩვენს სკოლაში ჭადრაკის მოყვარულებმა თავიანთი სტრატეგიული უნარების და ტაქტიკური ოსტატობის დემონსტრირება მოახდინეს!
ტურნირში მონაწილეობა მიიღო მრავალი ნიჭიერმა მოსწავლემ, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ გამარჯვებისთვის.
ინტენსიური პარტიები და ჭკვიანური სვლები ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა!
გამარჯვებულები:
პირველი ადგილი: მე-4 ა კლასი
მეორე ადგილი: მე- 3 ა კლასი
მესამე ადგილი: მე-5 კლასი
ტურნირის მიზანი იყო ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების გაღრმავება. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და მხარდამჭერები, რომლებმაც ტურნირს მხარი დაუჭირეს!
ჭადრაკის ტურნირს ორგანიზება გაუკეთა ჭადრაკის მასწავლებელმა მანანა მგელაძემ.
🍰გუშინ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი კულინარიული ნიჭი წარმოაჩინეს.
ჟიურიმ შეაფასა კერძები გემოვნების, ვიზუალური მხარისა და კრეატიულობის მიხედვით.
🏆 გამარჯვებულოსაუკეთესო დესერტი: [IX ბ კლასის გუნდი]💖
მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს და მხარდამჭერს ასეთი სახალისო და გემრიელი დღის შექმნისთვის!
დღე, რომელიც სავსე იყო მოლოდინით, მხიარულებით და ბევრი საინტერესო საქმიანობით.
ეს დღე ჩვენთვის არ იყო მხოლოდ გასართობი, არამედ დიდი გაკვეთილი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება ზღაპრები, მეგობრობა და თავგადასავლები რეალობად იქცნენ.
თითოეულმა ბავშვმა შექმნა პინოქიოს თავისეული ვერსია,მოირგო როლი და გულწრფელად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
ბავშვებისათვის საოცრად საინტერესო აღმოჩნდა კარლო კოლოდის ეს უკვდავი ნაწარმოები
ები. გააკეთეს დასკვნა რომ როგორც სხვა ზღაპრებშიც ამ წიგნშიც სიკეთე იმარჯვებს და მათ ხალისით შეისწავლეს მოცემული ეპიზოდი.
ჩვენი დღეები პინოქიოსთან ნამდვილად დაუვიწყარი იყო.
მე-2 ა კლასი
მასწავლებელი ეკა მაჭარაშვილი
Powered by aSc EduPage