სიახლეები

          • ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

          •  

            სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

            ფორმის დეტალები:

            ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.

            ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).

            გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.

            უფროსკლასელებისთვის (VIIკლასიდან ზემოთ) დასაშვებია მუქი ლურჯი შარვლის ტარება მთელი წლის განმავლობაში..

            ზამთრის სეზონზე – მუქი ლურჯი კარდიგანი.

            ჰალსტუხი – მუქი ლურჯი, რომლის ქვედა ნაწილზე დაიბეჭდება სკოლის ლოგო.

            აკრძალულია:

            შილაკით/გელლაქით დაფარული ფრჩხილები

            მაკიაჟის გამოყენება

            გრძელი და საფრთხის შემცველი სამკაულები

            მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილებზე (ტელეფონი უნდა შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში)

            სასკოლო ფორმა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ძლიერი, შეკრული და მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად.

            გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

            მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!

          • რუსთველის კურსდამთავრებულებო!

          • სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას!

            გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.

            გახსოვდეთ, რომ სკოლა რუსთველი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება — როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც დაიწყეთ დიდი მოგზაურობა

            დამატებითი ინფორმაცია იხილეთ    აქ!

          • ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში

          • ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების  გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო

          • 🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

          • 🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

            ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!

            🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.

            🙏 ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და ძლიერ მოქალაქეებს — ისეთებს, როგორებიც ხართ თქვენ: მზრუნველი მშობლები, შთამაგონებელი პედაგოგები და ამაყი მომავალი თაობა.

            ✨ ერთად გავაგრძელოთ ღირებულებებზე დაფუძნებული, განათლებული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა!

            გილოცავთ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

          • "მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"

          • სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.

            „მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”

            მადლობა პატარებო ამ დღისთვის!

            ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,

            მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,

            ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —

            ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია

            და მათი პირველი შეხება დიდ ხელოვნებასთან.

            მადლობა, მადლობა, მადლობა!

            ყველას, ვინც ამ დღეს შინაარსი და სითბო შემატა.

            ვამაყობ თქვენით ჩემო მზის სხივებო

             

            თქვენი ეკა მასწავლებელი

            რუსთველი

          • ბოლო ზარი 2025 🔔

          • 23 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება – ბოლო ზარი 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის.

            სკოლის ეზო გაივსო ღიმილებით, ცრემლებით, თბილი სიტყვებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მასწავლებლებმა გულთბილად გააცილეს კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაატარეს სკოლაში თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები.

            📚 ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს მადლიერება პედაგოგებისადმი და პატივისცემა სკოლის მიმართ. 

            ✨ ბოლო ზარი ყოველთვის განსაკუთრებული დღეა – ეს არის ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი. ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე მზად არიან თამამად გადადგან ნაბიჯი დამოუკიდებელი მომავლისკენ და მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს.

            💐 ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვანი დღეს  და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. გქონდეთ გამძლეობა, შრომისმოყვარეობა და რწმენა საკუთარ ძალებში! გზა გაგინათლოთ ცოდნამ და სიკეთემ!

          • სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო აქცია

          • 2025 წლის 7 მაისს კერძო სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ( თავჯდომარე მ. სადაღაშვილი) ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჭყონდიდელის დასახლებაში გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.
            აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად შეაგროვეს სურსათი, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც 13 ოჯახს გადაეცა.
            ღონისძიებას თან ახლდა პატარა კონცერტი, რომელიც ჩაატარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები , რითაც შეიტანეს სითბო და სიხარული ღონისძიებაში.
            ღონისძიებამ გააერთიანა სკოლის მოსწავლეები და მიმღები ოჯახები ერთი საერთო ღირებულების გარშემო – თანადგომა, თანაგრძნობა და ზრუნვა სხვაზე.
            სკოლის დირექციამ და თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის. მსგავსი ტიპის ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაამყარებს სკოლის როლს საზოგადოებაში.

             

             

             

            +5

          • ვიქტორინა „ატლანტიდა“ 2025

          • სკოლა რუსთველში ჩატარდა

            ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა.

            ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

            ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემეცნებითი თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცოდნის გასაღრმავებლად და სკოლის ცხოვრებაში მოტივაციის გასაზრდელად.