სიახლეები

          • ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,

          • დამთავრდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,კერძო სკოლა ,,რუსთვე

            ლში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.

            ჩვენ ერთი გუნდი ვართ და წარმატებაც ერთიანობაშია

          • საანგარიშო კონცერტი

          • სკოლა ,,რუსთველში" უკვე წლებია ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ქალბატონი თეა ნაცვალაძე ხელმძღვანელობს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ქალბატონი თეა გვანებივრებს სასიამოვნო კონცერტით, რომლებიც სკოლის ბაზაზე იმართება.

            მადლობა თეა მასწავლებელს დაუღავალი შრომისთვის .

          • ვიქტორინა მათემატიკაში

          • კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა რუსთელის ისტორიის ფურცლებს . ,მე-5ა და მე-5ბ კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი. პირველი ადგილზე გავიდა, მე-5ა კლასის გუნდი, ,,Tigers". წარმატებული გუნდის კაპიტანი გახლდათ,დემეტრე ძინძიბაძე.

          • "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო..."

          • 29 მაისს საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო...". ღონისძიება იროდიონ ევდოშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კერძო სკოლა"რუსთველი"-ს llკლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი:სოფო წიკლაური) გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს პატარები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

          • იყო და არა იყო რააა...

          • იყო და არა იყო რააა,იყო სამი ზღაპრის მიუზიკლი,ზღაპრები რომლებიც ყოველთვის გვაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში.ბავშვობაში სადაც ყველაფერი ლამაზია და სავსეა სიკეთით.ჩემმა პატარა რუსთველელებმაც დაგვანახეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.მიყვარხართ და მაოცებთ თქვენი შემოქმედებით

          • ,,რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023

          • კონკურსში „მუზეუმი- რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023 წლის გამარჯვებულები სკოლა ,, რუსთველი''- ს მეოთხე კლასის მოსწავლეები :

            ნიკოლოზ გიგუაშვილი და მარიამ მაღრაძე.

            1 ივნისს 17 : 00 სთ-ზე მუზეუმის დარბაზში, დაჯილდოვედებიან გამარჯვებულები.

            ერთად გავიზიაროთ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია და სიხარული.

            წარმატებებს გისურვებთ!

          • საოცრებათა ქვეყნაში

          • 11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური

          • დებატები

          • ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასკოლო დებატები, სადაც ორი გუნდი ერთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. მთავრობისა და ოპოზიციის გუნდის სპიკერები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას. ჟიურის შეფასებით მცირედი სხვაობით ოპოზიციის გუნდმა თავისი რეზოლუცია ბოლომდე გაიტანა, თუმცა მთავრობის გუნდი თავისი არგუმენტებით არ ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. წარმატებები ჩვენს მოდებატეებს მომავალ აქტიურ მოღვაწეობაში 📑📋📚
          • სკოლის ეზოს გამწვანება

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა,მე10 კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები ,მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს გამწვანებაში. აიმაღლეს ცნობიერება და აჩუქეს დედამიწას კიდევ რამდენიმე ახალი სიცოცხლე ❤️