29 მაისს საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო...". ღონისძიება იროდიონ ევდოშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კერძო სკოლა"რუსთველი"-ს llკლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი:სოფო წიკლაური) გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს პატარები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.
"ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო..."
იყო და არა იყო რააა...
იყო და არა იყო რააა,იყო სამი ზღაპრის მიუზიკლი,ზღაპრები რომლებიც ყოველთვის გვაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში.ბავშვობაში სადაც ყველაფერი ლამაზია და სავსეა სიკეთით.ჩემმა პატარა რუსთველელებმაც დაგვანახეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.მიყვარხართ და მაოცებთ თქვენი შემოქმედებით
,,რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023
კონკურსში „მუზეუმი- რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023 წლის გამარჯვებულები სკოლა ,, რუსთველი''- ს მეოთხე კლასის მოსწავლეები :
ნიკოლოზ გიგუაშვილი და მარიამ მაღრაძე.
1 ივნისს 17 : 00 სთ-ზე მუზეუმის დარბაზში, დაჯილდოვედებიან გამარჯვებულები.
ერთად გავიზიაროთ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია და სიხარული.
წარმატებებს გისურვებთ!
საოცრებათა ქვეყნაში
11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური
12
დებატები
- ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასკოლო დებატები, სადაც ორი გუნდი ერთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. მთავრობისა და ოპოზიციის გუნდის სპიკერები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას. ჟიურის შეფასებით მცირედი სხვაობით ოპოზიციის გუნდმა თავისი რეზოლუცია ბოლომდე გაიტანა, თუმცა მთავრობის გუნდი თავისი არგუმენტებით არ ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. წარმატებები ჩვენს მოდებატეებს მომავალ აქტიურ მოღვაწეობაში
დედამიწის დღე მე-2ა კლასში
,„დედამიწა საუკეთესო ხელოვნებაა“.
დედამიწას უყვარს ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი ხელების კი ეშინია.
სკოლის ეზოს გამწვანება
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა,მე10 კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები ,მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს გამწვანებაში. აიმაღლეს ცნობიერება და აჩუქეს დედამიწას კიდევ რამდენიმე ახალი სიცოცხლე ❤️
9
სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
"დედაენის დღესთან" და "ბიბლიოთეკის თვესთან" დაკავშირებით დასვენებების გამო ცოტა დაგვიანებით 1 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბობლიოთეკას. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს,წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები. ბოლოს კი ჩვენი ბიბლიოთეკარი ძვირფასი ქალბატონი ეკასგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა პოეტების ლექსების საბავშვო კრებულები. მადლობა ქალბატონ ეკას ლამაზი დღისათვის. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
3
ერთი საინტერესო დღე I გ კლასში
I გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რელიგიასა და ხელოვნებაში. რელიგიის გაკვეთილზე პატარები გაეცვნენ აღდგომის დღესასწაულის შესახებ სრულ ისტორიას. შემდეგ უყურეს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს " იესო, ის ცხოვრობდა ჩვენს შორის". ფილმის ყურების შემდეგ გავმართეთ მცირედი დისკუსია. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ემოციური მომენტები ანიმაციიდან. ბოლოს კი თავისი შთაბეჭდილებები ასახეს ფურცლებზე ნახატის სახით. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
3
რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე
ცეკვის კონკურსის Art-Dance Cup 2023 და Gymnaestrada 2023, რომელიც გაიმართა Hotels & Preference Hualing Tbilisi, გამარჯვებული "რუსთველის" მე - 4 კლასის მოსწავლე
ჩვენი წარმატებული გოგო - ანა დადვანი
გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს !