• ,,რუსთველი" შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს

          • ქ. რუსთავის კერძო სკოლა რუსთველი შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს და ჩაატარა შიდა სასკოლო ჩემპიონატი დროშობანაში სადაც იასპარეზს V.  VI, VII VIII კლასის მოსწავლეებმა

            გამარჯვებულ გუნდს ჯილდო გადაეცა თასი.

            გამარჯვებული გინდის წევრები:

            თენგო ბერიანიძე

            გაბრიელ ჩიქოვანი

            პეტრე პეტროვსკი

            ნოდო ხატიაშვილი

            გაბრიელ ლაბაძე

          • უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი

            • სკოლა ,,რუსთველში" უკვე მერამდენე წელია ფუნქციონირებს უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს  ვოკალის პედაგოგი, თინიკო როსტიაშვილი, რომელიც საინტერესო კონცერტებით გვაოცებს.

          • ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,

          • დამთავრდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,კერძო სკოლა ,,რუსთვე

            ლში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.

            ჩვენ ერთი გუნდი ვართ და წარმატებაც ერთიანობაშია

          • საანგარიშო კონცერტი

          • სკოლა ,,რუსთველში" უკვე წლებია ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ქალბატონი თეა ნაცვალაძე ხელმძღვანელობს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ქალბატონი თეა გვანებივრებს სასიამოვნო კონცერტით, რომლებიც სკოლის ბაზაზე იმართება.

            მადლობა თეა მასწავლებელს დაუღავალი შრომისთვის .

          • ვიქტორინა მათემატიკაში

          • კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა რუსთელის ისტორიის ფურცლებს . ,მე-5ა და მე-5ბ კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი. პირველი ადგილზე გავიდა, მე-5ა კლასის გუნდი, ,,Tigers". წარმატებული გუნდის კაპიტანი გახლდათ,დემეტრე ძინძიბაძე.

          • "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო..."

          • 29 მაისს საბავშვო ბიბლიოთეკაში "ნაკადული" ჩატარდა ლიტერატურული დილა: "ეჰ,გაზაფხულო,ლამაზო,ზაფხულო ზურმუხტისაო...". ღონისძიება იროდიონ ევდოშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კერძო სკოლა"რუსთველი"-ს llკლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი:სოფო წიკლაური) გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია და საბავშვო ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს პატარები ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

          • იყო და არა იყო რააა...

          • იყო და არა იყო რააა,იყო სამი ზღაპრის მიუზიკლი,ზღაპრები რომლებიც ყოველთვის გვაბრუნებს უდარდელ ბავშვობაში.ბავშვობაში სადაც ყველაფერი ლამაზია და სავსეა სიკეთით.ჩემმა პატარა რუსთველელებმაც დაგვანახეს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.მიყვარხართ და მაოცებთ თქვენი შემოქმედებით

          • ,,რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023

          • კონკურსში „მუზეუმი- რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023 წლის გამარჯვებულები სკოლა ,, რუსთველი''- ს მეოთხე კლასის მოსწავლეები :

            ნიკოლოზ გიგუაშვილი და მარიამ მაღრაძე.

            1 ივნისს 17 : 00 სთ-ზე მუზეუმის დარბაზში, დაჯილდოვედებიან გამარჯვებულები.

            ერთად გავიზიაროთ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია და სიხარული.

            წარმატებებს გისურვებთ!

          • საოცრებათა ქვეყნაში

          • 11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური