სიახლეები

          • ტვინიკოსი ჭადრაკი 2023-24

          • ტვინიკოსი მოჭადრაკეების შემოდგომის სეზონის პირველი მერცხლები, სკოლა რუსთველის მოსწავლეები არიან.

            ,,ტვინების ჭადრაკის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატში, სკოლის 38 მოსწავლე ჩაერთო. სკოლა ,,რუსთველი'' ჩვენს საგანმანათლებლო პროექტებში, გასულ სეზონებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბრეინსი ყველა ნორჩ მოჭადრაკეს წარმატებას უსურვებს.

          • ასე ხალისით დავიწყეთ ქიმია სკოლა რუსთველის 8 კლასში.

          • ცხოვრებაში შემთხვევით არავის ვხდებით, ყოველი ადამიანი თავისი როლით ცხოვრების საჩუქარია და შესაძლებელია ამ ადამიანებს შორის არიან ისინი , ვინც მომავალში იქნება წარმატებული თავის საქმიანობაში.

            ადამიანს სჭირდება ლამაზი და ჯანსაღი გარემო, რათა გარეთ გამოვიტანოთ ყველა სასიკეთო ენერგია.

            ამ გარემოს შექმნისთვის თავად უნდა ვიშრომოთ

            მუდამ ნათელ გზებზე გევლოთ ჩემო პატარა მეგობრებო.

            ქიმიის მასწავლებელი შორენა კეჩხუაშვილი

          • ,,რუსთველი" შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს

          • ქ. რუსთავის კერძო სკოლა რუსთველი შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს და ჩაატარა შიდა სასკოლო ჩემპიონატი დროშობანაში სადაც იასპარეზს V.  VI, VII VIII კლასის მოსწავლეებმა

            გამარჯვებულ გუნდს ჯილდო გადაეცა თასი.

            გამარჯვებული გინდის წევრები:

            თენგო ბერიანიძე

            გაბრიელ ჩიქოვანი

            პეტრე პეტროვსკი

            ნოდო ხატიაშვილი

            გაბრიელ ლაბაძე

          • უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი

            • სკოლა ,,რუსთველში" უკვე მერამდენე წელია ფუნქციონირებს უმცროსკლასელთა ვოკალური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს  ვოკალის პედაგოგი, თინიკო როსტიაშვილი, რომელიც საინტერესო კონცერტებით გვაოცებს.

          • ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,

          • დამთავრდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ,,ყველაზე ჭკვიანი 2023”,კერძო სკოლა ,,რუსთვე

            ლში". მადლობა ყველას ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს უმცროს მეგობრებს მეოთხე კლასელებს, რომლებმაც ბევრი ინერვიულეს, ბევრი იშრომეს. მადლობა ჟიურის წევრებს.

            ჩვენ ერთი გუნდი ვართ და წარმატებაც ერთიანობაშია

          • საანგარიშო კონცერტი

          • სკოლა ,,რუსთველში" უკვე წლებია ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ქალბატონი თეა ნაცვალაძე ხელმძღვანელობს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ქალბატონი თეა გვანებივრებს სასიამოვნო კონცერტით, რომლებიც სკოლის ბაზაზე იმართება.

            მადლობა თეა მასწავლებელს დაუღავალი შრომისთვის .

          • ვიქტორინა მათემატიკაში

          • კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა რუსთელის ისტორიის ფურცლებს . ,მე-5ა და მე-5ბ კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. მონაწილეობას იღებდა ოთხი გუნდი. პირველი ადგილზე გავიდა, მე-5ა კლასის გუნდი, ,,Tigers". წარმატებული გუნდის კაპიტანი გახლდათ,დემეტრე ძინძიბაძე.