სიახლეები

          • ,,ტვინების ბრძოლა 2025”

          • სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.

            გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.

            ,,ტვინების ბრძოლა” ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებს შორის:

            წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.

            ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

            წარმატებებს ვუსურვებთ რუსთველელებს ჩემპიონატის შემდეგ ეტაპებზე!

             სურათები იხილეთ აქ

          • რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა

          • ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.

            მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.

            ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.

            შეხვედრა სპორტის მასწავლებლის და თვითმართველობის ჩართულობით განხორციელდა.

            სკოლა რუსთველი ყოველთვის მხარს უჭერს სპორტს, აქტიურობას და ჯანსაღ ცხოვრებას.

             სურათები იხილეთ აქ

          • ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

          •  

            სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

            ფორმის დეტალები:

            ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.

            ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).

            გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.

            უფროსკლასელებისთვის (VIIკლასიდან ზემოთ) დასაშვებია მუქი ლურჯი შარვლის ტარება მთელი წლის განმავლობაში..

            ზამთრის სეზონზე – მუქი ლურჯი კარდიგანი.

            ჰალსტუხი – მუქი ლურჯი, რომლის ქვედა ნაწილზე დაიბეჭდება სკოლის ლოგო.

            აკრძალულია:

            შილაკით/გელლაქით დაფარული ფრჩხილები

            მაკიაჟის გამოყენება

            გრძელი და საფრთხის შემცველი სამკაულები

            მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილებზე (ტელეფონი უნდა შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში)

            სასკოლო ფორმა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ძლიერი, შეკრული და მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად.

            გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

            მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!

          • რუსთველის კურსდამთავრებულებო!

          • სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას!

            გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.

            გახსოვდეთ, რომ სკოლა რუსთველი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება — როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც დაიწყეთ დიდი მოგზაურობა

            დამატებითი ინფორმაცია იხილეთ    აქ!

          • ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში

          • ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების  გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო

          • 🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

          • 🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

            ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!

            🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.

            🙏 ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და ძლიერ მოქალაქეებს — ისეთებს, როგორებიც ხართ თქვენ: მზრუნველი მშობლები, შთამაგონებელი პედაგოგები და ამაყი მომავალი თაობა.

            ✨ ერთად გავაგრძელოთ ღირებულებებზე დაფუძნებული, განათლებული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა!

            გილოცავთ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

          • "მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"

          • სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.

            „მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”

            მადლობა პატარებო ამ დღისთვის!

            ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,

            მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,

            ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —

            ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია

            და მათი პირველი შეხება დიდ ხელოვნებასთან.

            მადლობა, მადლობა, მადლობა!

            ყველას, ვინც ამ დღეს შინაარსი და სითბო შემატა.

            ვამაყობ თქვენით ჩემო მზის სხივებო

             

            თქვენი ეკა მასწავლებელი

            რუსთველი