სიახლეები

          • სკოლის შიდა საფეხბურთო ოლიმპიადა წარმატებით დასრულდა.

          •  

            თვითმმართველობის ინიციატივით და სპორტის მასწავლებლის მხარდაჭერით ჩატარდა შიდა სასკოლო ფეხბურთის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.

            თითოეულმა გუნდმა გამოავლინა დიდი მონდომება, პასუხისმგებლობა და სპორტისადმი სიყვარული.

            და აი ჩვენი ჩემპიონები:

            დაწყებითების ლიდერები — 5ა

            საბაზო საფეხურის გამარჯვებული — 9ა

            საშუალო საფეხურის ჩემპიონები — 12ა

            გილოცავთ თითოეულ გამარჯვებულ გუნდს!

            მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ღირსეული თამაშისთვის, ენერგიისთვის და აქტიურობისთვის.

            ჩვენი სკოლა მომავალშიც არაერთ სპორტულ ღონისძიებას შემოგთავაზებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წახალისება, გუნდურობის განვითარება და ერთმანეთის პატივისცემა.

          • რუსთველობა 2025– სკოლის დღე

          •  

            ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი  საფეხურის კლასებმა   და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.

            მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება – კუთხეების ისტორია, ხალხური ხელოვნება, სამზარეულო და ჩვევები. სკოლის ეზო გადაიქცა პატარა საქართველოდ, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმოგზაურონ კახეთიდან სამეგრელომდე, აჭარიდან რაჭამდე.

            ღონისძიება იყო არა მხოლოდ მხიარული და საინტერესო, არამედ საგანმანათლებლო – ბავშვებმა უკეთ გაიცნეს თავიანთი სამშობლო და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მდიდარია ჩვენი კულტურა.

            მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს ამ დაუვიწყარი დღისათვის!

             

            2 ა კლასი  აჭარა  ,           2 ბ კლასი რაჭა                 2 გ კლასი მესხეთი 

            3 ა კლასი კახეთი            3 ბ კლასი სამეგრელო      3 გ კლასი    გურია

            4 ა კლასი ქართლი         4 ბ კლასი სვანეთი            4 გ კლასი იმერეთი

          • ,,ტვინების ბრძოლა 2025”

          • სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.

            გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.

            ,,ტვინების ბრძოლა” ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებს შორის:

            წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.

            ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

            წარმატებებს ვუსურვებთ რუსთველელებს ჩემპიონატის შემდეგ ეტაპებზე!

             სურათები იხილეთ აქ

          • რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა

          • ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.

            მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.

            ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.

            შეხვედრა სპორტის მასწავლებლის და თვითმართველობის ჩართულობით განხორციელდა.

            სკოლა რუსთველი ყოველთვის მხარს უჭერს სპორტს, აქტიურობას და ჯანსაღ ცხოვრებას.

             სურათები იხილეთ აქ

          • ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

          •  

            სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

            ფორმის დეტალები:

            ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.

            ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).

            გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.

            უფროსკლასელებისთვის (VIIკლასიდან ზემოთ) დასაშვებია მუქი ლურჯი შარვლის ტარება მთელი წლის განმავლობაში..

            ზამთრის სეზონზე – მუქი ლურჯი კარდიგანი.

            ჰალსტუხი – მუქი ლურჯი, რომლის ქვედა ნაწილზე დაიბეჭდება სკოლის ლოგო.

            აკრძალულია:

            შილაკით/გელლაქით დაფარული ფრჩხილები

            მაკიაჟის გამოყენება

            გრძელი და საფრთხის შემცველი სამკაულები

            მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილებზე (ტელეფონი უნდა შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში)

            სასკოლო ფორმა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ძლიერი, შეკრული და მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად.

            გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

            მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის!