ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს",ჩემო პატარებო გისურვებთ ამ სამყაროში საინტერესო და საოცნებო მოგზაურობას
1 ა კლასი
ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს",ჩემო პატარებო გისურვებთ ამ სამყაროში საინტერესო და საოცნებო მოგზაურობას
1 ა კლასი
კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმაში და სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე".
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის" კვირეულში დიდი ინტერესით ჩართული 1 ბ კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში.
საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი ინტეგრირებული გაკვეთილი გამოგვივიდა და ჩვენი პატარებიც დიდი ინტერესით ჩაებნენ ამ პროცესში.
(მასწავლებელი სოფიო წიკლაური და სკოლის ბიბლიოთეკარი ეკატერინე დავითაშვილი)
თვითმმართველობის ინიციატივით და სპორტის მასწავლებლის მხარდაჭერით ჩატარდა შიდა სასკოლო ფეხბურთის ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.
თითოეულმა გუნდმა გამოავლინა დიდი მონდომება, პასუხისმგებლობა და სპორტისადმი სიყვარული.
და აი ჩვენი ჩემპიონები:
დაწყებითების ლიდერები — 5ა
საბაზო საფეხურის გამარჯვებული — 9ა
საშუალო საფეხურის ჩემპიონები — 12ა
გილოცავთ თითოეულ გამარჯვებულ გუნდს!
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ღირსეული თამაშისთვის, ენერგიისთვის და აქტიურობისთვის.
ჩვენი სკოლა მომავალშიც არაერთ სპორტულ ღონისძიებას შემოგთავაზებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წახალისება, გუნდურობის განვითარება და ერთმანეთის პატივისცემა.
ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის კლასებმა და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება – კუთხეების ისტორია, ხალხური ხელოვნება, სამზარეულო და ჩვევები. სკოლის ეზო გადაიქცა პატარა საქართველოდ, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმოგზაურონ კახეთიდან სამეგრელომდე, აჭარიდან რაჭამდე.
ღონისძიება იყო არა მხოლოდ მხიარული და საინტერესო, არამედ საგანმანათლებლო – ბავშვებმა უკეთ გაიცნეს თავიანთი სამშობლო და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მდიდარია ჩვენი კულტურა.
მადლობა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს ამ დაუვიწყარი დღისათვის!
2 ა კლასი აჭარა , 2 ბ კლასი რაჭა 2 გ კლასი მესხეთი
სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.
გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.
,,ტვინების ბრძოლა” ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებს შორის:
წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
წარმატებებს ვუსურვებთ რუსთველელებს ჩემპიონატის შემდეგ ეტაპებზე!
ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.
მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.
შეხვედრა სპორტის მასწავლებლის და თვითმართველობის ჩართულობით განხორციელდა.
სკოლა რუსთველი ყოველთვის მხარს უჭერს სპორტს, აქტიურობას და ჯანსაღ ცხოვრებას.
Powered by aSc EduPage