ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
სიახლეები
ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!
🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.
🙏 ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, განვითარებასა და ძლიერ მოქალაქეებს — ისეთებს, როგორებიც ხართ თქვენ: მზრუნველი მშობლები, შთამაგონებელი პედაგოგები და ამაყი მომავალი თაობა.
✨ ერთად გავაგრძელოთ ღირებულებებზე დაფუძნებული, განათლებული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა!
გილოცავთ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
12
"მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"
სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.
„მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”
მადლობა პატარებო ამ დღისთვის!
ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,
მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,
ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —
ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია
და მათი პირველი შეხება დიდ ხელოვნებასთან.
მადლობა, მადლობა, მადლობა!
ყველას, ვინც ამ დღეს შინაარსი და სითბო შემატა.
ვამაყობ თქვენით ჩემო მზის სხივებო
თქვენი ეკა მასწავლებელი
3
ბოლო ზარი 2025 🔔
23 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება – ბოლო ზარი 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის.
სკოლის ეზო გაივსო ღიმილებით, ცრემლებით, თბილი სიტყვებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მასწავლებლებმა გულთბილად გააცილეს კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაატარეს სკოლაში თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები.
📚 ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს მადლიერება პედაგოგებისადმი და პატივისცემა სკოლის მიმართ.
✨ ბოლო ზარი ყოველთვის განსაკუთრებული დღეა – ეს არის ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი. ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე მზად არიან თამამად გადადგან ნაბიჯი დამოუკიდებელი მომავლისკენ და მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს.
💐 ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვანი დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. გქონდეთ გამძლეობა, შრომისმოყვარეობა და რწმენა საკუთარ ძალებში! გზა გაგინათლოთ ცოდნამ და სიკეთემ!
სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო აქცია
- 2025 წლის 7 მაისს კერძო სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ( თავჯდომარე მ. სადაღაშვილი) ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჭყონდიდელის დასახლებაში გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად შეაგროვეს სურსათი, ტანსაცმელი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც 13 ოჯახს გადაეცა.ღონისძიებას თან ახლდა პატარა კონცერტი, რომელიც ჩაატარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები , რითაც შეიტანეს სითბო და სიხარული ღონისძიებაში.ღონისძიებამ გააერთიანა სკოლის მოსწავლეები და მიმღები ოჯახები ერთი საერთო ღირებულების გარშემო – თანადგომა, თანაგრძნობა და ზრუნვა სხვაზე.სკოლის დირექციამ და თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის. მსგავსი ტიპის ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაამყარებს სკოლის როლს საზოგადოებაში.4
ვიქტორინა „ატლანტიდა“ 2025
სკოლა რუსთველში ჩატარდა
ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა.
ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემეცნებითი თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცოდნის გასაღრმავებლად და სკოლის ცხოვრებაში მოტივაციის გასაზრდელად.
Spelling 2025
2025 წლის მაისის პირველ კვირას რუსთველის სახელობის სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი (Spelling ) VII კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და ინგლისური ენის ცოდნის შესანიშნავი დონე აჩვენეს. კონკურსის მსვლელობა იყო საინტერესოდ დაგეგმილი და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა – თითოეულ ეტაპზე სიტყვების სირთულე თანდათან მატულობდა.გამარჯვებულები გახდნენ
:🥇 დემეტრე ძინძიბაძე. – VII 1 კლასი
🥈 ნანუკა ძაძუა. – VII ა კლასი
🥉 მარიამ დუკაშვილი. – VII ბ
კლასი სკოლის ადმინისტრაციამ გამარჯვებულები დააჯილდოვა სერტიფიკატებით . კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკის და თვითგამოხატვის წახალისება.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, რუსთველის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს დილით სიმბოლური პატივისცემის აქცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტრაგიკულად დაღუპულთა სახელები, გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, აინთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს იმპროვიზირებული მემორიალი.
მოსწავლეებმა გულწრფელად გამოხატეს მადლიერება იმ გმირების მიმართ, რომლებმაც თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაიაზრონ ისტორიის მნიშვნელობა და სამშობლოს სიყვარულის ღირებულება.
ნომინანტი 2025
- 3
რუსთველის მოჭადრაკეები !
გვეამაყებით ბავშვებო! მადლობა მანანა მასწავლებელ გაწეული შრომისთვის 😍
სიახლეების არქივი