• ,,რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023

          • კონკურსში „მუზეუმი- რუსთავის ისტორიის კვლდაკვალ“ 2023 წლის გამარჯვებულები სკოლა ,, რუსთველი''- ს მეოთხე კლასის მოსწავლეები :

            ნიკოლოზ გიგუაშვილი და მარიამ მაღრაძე.

            1 ივნისს 17 : 00 სთ-ზე მუზეუმის დარბაზში, დაჯილდოვედებიან გამარჯვებულები.

            ერთად გავიზიაროთ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია და სიხარული.

            წარმატებებს გისურვებთ!

          • საოცრებათა ქვეყნაში

          • 11 მაისს 2ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა წიგნიერების ამაღლებას საზოგადოებაში. მის მნიშვნელობას და საჭიროებას. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ თანატოლებისთვის აეხსნათ და ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს უწიგნურობამ. მთელი გულით, მონდომებით ასრულებდნენ მინიჭებულ როლებს. ღონისძიებამ დადებითი ემოციები გამოიწვია მოწვეულ სტუმრებში. 2ბ კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი სოფიო წიკლაური

          • დებატები

          • ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასკოლო დებატები, სადაც ორი გუნდი ერთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. მთავრობისა და ოპოზიციის გუნდის სპიკერები დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციების გამყარებას. ჟიურის შეფასებით მცირედი სხვაობით ოპოზიციის გუნდმა თავისი რეზოლუცია ბოლომდე გაიტანა, თუმცა მთავრობის გუნდი თავისი არგუმენტებით არ ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. წარმატებები ჩვენს მოდებატეებს მომავალ აქტიურ მოღვაწეობაში 📑📋📚
          • სკოლის ეზოს გამწვანება

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა,მე10 კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები ,მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს გამწვანებაში. აიმაღლეს ცნობიერება და აჩუქეს დედამიწას კიდევ რამდენიმე ახალი სიცოცხლე ❤️

          • სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

          • "დედაენის დღესთან" და "ბიბლიოთეკის თვესთან" დაკავშირებით დასვენებების გამო ცოტა დაგვიანებით 1 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბობლიოთეკას. გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს,წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები. ბოლოს კი ჩვენი ბიბლიოთეკარი ძვირფასი ქალბატონი ეკასგან საჩუქრად მიიღეს სხვადასხვა პოეტების ლექსების საბავშვო კრებულები. მადლობა ქალბატონ ეკას ლამაზი დღისათვის. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი

          • ერთი საინტერესო დღე I გ კლასში

          • I გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რელიგიასა და ხელოვნებაში. რელიგიის გაკვეთილზე პატარები გაეცვნენ აღდგომის დღესასწაულის შესახებ სრულ ისტორიას. შემდეგ უყურეს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს " იესო, ის ცხოვრობდა ჩვენს შორის". ფილმის ყურების შემდეგ გავმართეთ მცირედი დისკუსია. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაასახელეს მათთვის მნიშვნელოვანი ემოციური მომენტები ანიმაციიდან. ბოლოს კი თავისი შთაბეჭდილებები ასახეს ფურცლებზე ნახატის სახით. კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი

          • რუსთველის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე

          • ცეკვის კონკურსის Art-Dance Cup 2023 და Gymnaestrada 2023, რომელიც გაიმართა Hotels & Preference Hualing Tbilisi, გამარჯვებული "რუსთველის" მე - 4 კლასის მოსწავლე

            ჩვენი წარმატებული გოგო - ანა დადვანი

            გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს !

          • 2 აპრილი - აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

          •  

            2 აპრილი აუტიზმის სპექტრის შესახებ

            ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

            ამ დღის აღნიშვნის მიზანია:

            გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით.

            ხელი შეუწყოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

            გვახსოვდეს:

            აუტიზმი არ არის დაავადება!

            აუტიზმი არის მდგომარეობა!

            აუტიზმის სპექტრის სიმბოლოა ფაზლი.

            არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, თუმცა აუტიზმის სპექტრის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი!

            აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული სირთულეები, მაგრამ მათ ასევე აქვთ შესაძლებლობები, რომლის დანახვა და წარმოჩენაც მეტად მნიშვნელოვანია!

            აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები არიან განსხვავებულები და უნიკალურები, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს საოცარია!

            ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით!

            #გაზარდეაუტიზმისცნობადობა

            მოსწავლეებმა აუტიზმის დღესთან დაკავშირებით შექმნეს საინტერესო პოსტერები, პრეზენტაციები და გააცნეს თანაკლასელებს ამ დღის შესახებ

            #სკოლარუსთველი