• შემოდგომა იმერეთში

          • მე 4 ა კლასი

             

             

            დამრიგებელი : ეკატერინე მაჭარაშვილი

            ბარაქიანი, მხიარული, ოქროსფერი შემოდგომა სკოლა რუსთვრლში. IVა კლასმა იმერეთში გვამოგზაურა, სადაც შემოდგომა გამორჩეულად ლამაზია, ფერადია, ჩაფიქრებულია, ოდნავ სევდიანია, მაგრამ მხიარულიც

             

          • შემოდგომა სვანეთში

          •  ყველაფერი გაყვითლდა,ყველაფერს ერთი ფერი აქვს,ერთი სუნი,ერთი იერი.სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან,მაგრამ ჩვენ სკოლა ,,რუსთველის,,მე-2 ა კლასს ეს უფრო მოგვწონს,ეს უფრო გვესიყვარულება.შემოდგომის სვანეთიც კი სამოთხეა დედამიწაზე

          • ბარაქიანი შემოგდომა სამეგრელოში

          • მე-2 გ კლასი

            დამრიგებელი ნატო გოცირიძე

             

            ,,ბარაქიანი შემოდგომა სამეგრელოში" წარმოადგინეს სკოლა,,რუსთველი"-ს მე-2 გ კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი ნ.გოცირიძე.მოსწავლეებმა გაგვაცნეს სამეგრელო თავისი მდიდარი კულტურით, გამორჩეული გემოებით, შენარჩუნებული ტრადიციებით სავსე მხარე.

          • შემოგდომა რაჭაში

          • მე-3 ბ კლასი

            დამრიგებელი დიანა ღოღობერიძე

             

            შემოდგომა... წელიწადის რა უჩვეულო დროა - სევდიანი, მაგრამ მაინც ლამაზი. სამყარო იღებს ყველაზე ნათელ ფერებს და ბუნებას აცვია ყველაზე ლამაზი სამოსი. ჩემს პატარა რაჭველებთან ერთად, ორივენი ოქროსფერში ბრწყინავენ. მოვიდა ოქროს შემოდგომა, სკოლა,,რუსთველის" მე-3 ბ კლასის გოგო-ბიჭებთან. ბუნება კანკალებს, ფერმკრთალია, მსხვერპლშეწირვის მსგავსად, ბრწყინვალედ ამაღლებული ... " 

          • შემოგდომის მეჯლისი-აფხაზეთი

          • IV ბ  კლასი

            დამრიგებელი:  ქეთევან აკობია

             

            დაწყებითი კლასების კათედრამ სკოლა "რუსთველში" მოაწყო შემოდგომის მეჯლისი, რომლის ფერხულში ჩაება საქართველოს სხვადასხვა კუთხე...

            ბარაქიანი შემოდგომა დააბიჯებს სკოლა "რუსთველში"...

            ვესტუმრეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებს, დავტკბით მათი სამზარეულოთი,ცეცხლოვანი ცეკვებით, ქართული სიმღერებით, რომლებმაც ცამდე აგვწია და აგვანთო...

            გვიყვარდეს ქართული მიწა - წყალი, გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ და დავაფასოთ ჩვენი ქართული, მამა - პაპური ჯიშის ხილი, ბოსტნეული, ვაზი და გლეხი, რომლის ხელითაც ეს სიმდიდრე, ეს საგანძური ყოველ შემოდგომას გვეძლევა, გვაპურებს და გვახარებს.

            ღმერთმა შეგარგოთ!

            ____ აფხაზეთის დროით, ადრე თუ გვიან სიყვარულის და მეგობრობის ზარი ჩამოჰკრავს!..

            ... აფრინდება ჩვენი ხელით ერთად __

            შენს საზღვარზე ზეცისაკენ მტრედი!..

          • შემოდგომის ზეიმი -აჭარა

          • " ტყეებმა მითხრეს- მათი სილამაზე და მარადიულობა იმის შედეგია, რომ ხეები ყოველთვის ერთად დგანან და ძლიერ სახლს ქმნიან." ხოდა, ასე ერთ ოჯახად შეკრულები, სიხარულით, მთელი ენთუზიაზმით, დიდიან პატარიანად ჩავერთეთ მე- 2 ბ კლასის მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები შემოდგომის ღონისძიების მზადების ფერხულში. შედეგი კი ძალიან სასიამოვნო, ლამაზი და დასამახსოვრებელი მივიღეთ. უამრავი ასეთი ფერადი, ხალისიანი, ლამაზი და დადებითი ემოციით სავსე დღე გქონოდეთ ჩემო თვალხატულა გოგო- ბიჭებო!

            მე- 2 ბ კლასის დამრიგებელი სოფო წკლაური

             

             

             

          • ,,ანბანის შემობრძანება" I გ კლასში

          • ანბანის შემობრძანება, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სკოლა ,,რუსთველის" I გ კლასის  თითოეულ მოსწავლეზე

            ,,   დაიწყო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, განათლების ეტაპი, რომელიც ანბანის შესწავლით იწყება. იმედია თქვენი სიბეჯითე დაგიფასდებათ. მინდა სულ იით მოფენილ გზაზე გევლოთ ჩემო პატარებო.

            თქვენი ქეთი მასწავლებელი

          • გილოცავთ!!!

          • დღეს, ჩვენს დირექტორს, ქალბატონ ზაირა კიკნაველიძეს დაბადების დღე მიულოცეს მე- 10 ბ კლასელებმა.ემოციებით სავსე მომენტი იყო... ჩვენც ვუერთდებით და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს ჩვენს გვერდით ყოფნას.

            დიდი სიყვარულით მე -10 ბ კლასი