საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ჩინჩალაძე
საუკეთესო მეკარე - გიორგი ასპანიძე
ტურნირის გამარჯებულები:
I ხარისხი - X ბ კლასი
II ხარისხი - VIIIბ კლასი
საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ჩინჩალაძე
საუკეთესო მეკარე - გიორგი ასპანიძე
ტურნირის გამარჯებულები:
I ხარისხი - X ბ კლასი
II ხარისხი - VIIIბ კლასი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კარს მოგვადგა. ჩვენმა პატარებმაც სამზადისი უკვე დაიწყეს. 1 გ კლასის მოსწავლეებმა ჯეჯილი მთელი გულმოდგინებით დათესეს. გააფერადეს სააღდგომო აპლიკაციები და მზად არიან ამ ლამაზ დღესთან შესახვედრად.
კლასის დამრიგებელი: ქეთევან მარტყოფლიშვილი
შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთი.შპს რუსთველი მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სპორტის მასწავლებლის ლაშა ბურჭულაძის დახმარებით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინიფეხბურთში.
ტურნირი მიზნად ისახავს სკოლის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, კლასებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსწავლეთა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას
.
სახალისო და საინტერესო აქტივობა ,, სამზარეულოს ომები,,
ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა ბოსტნეულის დახარისხებაში დააგემოვნეს და ერთმანეთს გაუზიარეს გემოები. ჯანსაღი კვება საწინდარია ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.
II ა კლასის დამრიგებელი შორენა ბექაური
რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კონკურსის „მუზეუმი - რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ მე-2 ტურის მეხუთე დღეს უმასპინძლა ,,რუსთველის'' მეოთხე კლასელებს.
შედეგები დაიდება 7 აპრილს, ხოლო ფინალში , მესამე ტურში გადასულები დაჯილდოვდებიან 12 აპრილს.
წარმატებები ყველა მონაწილეს !
დღეს 1 გ კლასის მოსწავლეები ირმა ექთნის კაბინეტს ეწვივნენ. 1-ელი კლასი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარების თვალები ახალი გამოწვევების წინაშე დგება. წერა თუ კითხვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ბავშვებს ჩაუტარდათ მხედველობის ტესტი, რათა შემდგომში ავირიდოთ საფრთხე. საბედნიეროდ ყველა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი ტესტს.
2023 წლის 24 მარტს კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“ სა შიდა სასკოლო ჩემპიონატი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-3 , მე-4 , და მე-5 კლასის მოსწავლეები.
დაძაბული თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-5ა კლასის გუნდი „შევარდენი“, II ადგილი დაიკავა მე-5 ბ კლასის გუნდმა,, ქორი , ხოლო III ადგილზე გავიდა „მე-4 ა კლასის გუნდი ,,მაძიებლები"
სკოლა "რუსთველის" ტრადიციული კონკუსრი "ნომინანტი" 2 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგვიბრუნდა.მოგეხსენებათ პანდემიის გამო შეიცვალა სკოლის ცხოვრება. ონლაინ სწავლების გამო შეჩერდა კონცერტები,კონკურსები და სხვადასხვა ღონისძიებები...წელს კი ისევ ახმიანდა ჩვენი საყვარელი კონკურსი.სადაც სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ნომინაციებში.წარმატებები მათ .
Iა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკართან, ქალბატონ ეკასთან ერთად წაიკითხეს ი.გოგებაშვილის მოთხრობები და ანდაზები , მოსწავლეებმა დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და გააკეთეს პრეზენტაცია
კლასის დამრიგებელი: ეთერ ბუნტური
სკოლა ,,რუსთველის” 1-ბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება, უსაყვარლეს ირმა ექთანთან. დღესდღეობით ძალიან ბევრს აქვს პრობლემა, მხედველობასთან დაკავშირებით. მობილურის და კომპიუტერის მოხმარება, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობაზე. მხედველობის დარღვევის დროული გამოვლენა, , ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. 1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.
Powered by aSc EduPage