• სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში

          • Iა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.

            მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკართან, ქალბატონ ეკასთან ერთად წაიკითხეს ი.გოგებაშვილის მოთხრობები და ანდაზები , მოსწავლეებმა დაახასიათეს მოთხრობის პერსონაჟები და გააკეთეს პრეზენტაცია

            კლასის დამრიგებელი: ეთერ ბუნტური

          • მორიგი ვიზიტი ირმა ექთანთან

          • სკოლა ,,რუსთველის” 1-ბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ მხედველობის შემოწმება, უსაყვარლეს ირმა ექთანთან. დღესდღეობით ძალიან ბევრს აქვს პრობლემა, მხედველობასთან დაკავშირებით. მობილურის და კომპიუტერის მოხმარება, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობაზე. მხედველობის დარღვევის დროული გამოვლენა, , ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. 1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.

          • „ტვინების ბრძოლა “ 2023

          • 2023 წლის 22 მარტს  კერძო სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტის „ტვინების ბრძოლის“  შიდა სასკოლო ჩემპიონატი მეორე ასაკობრივ კატეგორიაში.

            შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6 , მე-7და მე-8  კლასის მოსწავლეები.

             

            დაძაბული და მღელვარე თამაშის შედეგად I ადგილზე გავიდა მე-8 ა კლასის გუნდი „ცნობილი ხუთეული“, II ადგილზე დაიკაბა მე-8 ა კლასის გუნდიმა ,Pogues ,ხოლო  III ადგილზე გასული გუნდია „7ა აკლასის გუნდი ,,Genius“ 

          • შეზღუდული შესაძლებლობები არ არსეობს

          •           სკოლა ,, რუსთველის” 1 -ბ კლასის მოსწავლეებმა, უყურეს ფილმს ,,საოცრება”, სადაც განხილულია, პატარა ბიჭის ავგუსტის ცხოვრება, რომელიც დეფორმირებული სახით დაიბადა. ბიჭს სკოლაში ბევრი პრობლემა ჰქონდა, დასცინოდნენ და მასთან მეგობრობა არავის სურდა. გულწრფელიბამ და მისმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ, ის სკოლაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭად აქცია.

                 ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა განიხილეს მოცემული პრობლემა. ბავშვებს გაუჩნდათ ბიჭთან მეგობრობის და თანადგომის სურვილი. რეკომენდაციას ვუწევთ ფილმს, უყურონ სხვა ბავშვებმა, რადგან ჩაგვრა, დაცინვა და გარიყვა დაუშვებელია.

            1-ბ კლასის დამრიგებელი მარიამ სხირტლაძე.

          • 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

          • 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

            2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

            2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

            2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

            რატომ წინდები?

            ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო.

            ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

            ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

             

            IV ბ კლასი 

            დამრიგებელი : ქეთი აკობია

          • ,,ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა!"

          • ქ. რუსთავის შპს სკოლა ,, რუსთველში" 2023 წლის 2 მარტს |||-ა კლასში, ხელ-ლი:ხათუნა კობახიძე ჩატარდა დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

            ,,ლამაზად შვილის აღმზრდელი,

            დედა მიცვნია ღმერთადა!"

            დედა, რომელსაც არასოდეს სჭირდება შენი შემცვლელი, ვინც არასოდეს გიღალატებს, ვინც სიცოცხლეს დათმობს შენთვის, ვინც დილას იწყებს შენზე ლოცვით და იძინებს შენზე ფიქრით.

            ღონისძიებაზე წაკითხულმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ემოციური აღმოჩნდა დედებისა და შვილების მიერ შესრულებული ვალსი. ღონისძიების ბოლოს შვილებმა დედებს ყვავილები და სიგელები გადასცეს.

          • შეხვედრა ფსიქოლოგთან

          • ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველში" საინტერესო შეხვედრა გაიმართა მოწვეულ ფსიქოლოგ კონსტანტინე ტუღუშთან ერთად.

            თემა: თვითგანვითარება

            VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს.

            ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეები ინდივიდუალურად გაესაუბრნენ მოწვეულ სტუმარს.

            ჩვენ სამოქალაქო განათლების კლუბი Citizens•სითიზენს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სკოლა ,,რუსთველი" აქტიურად გავაგრძელებთ საინტერესო აქტივობების დაგეგმვას.

            მადლობას კონსტანტინე ტუღუშს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისათვის.