• სკოლა ,,რუსთველში" 2022-23 სასწავლო წელი დაიწყო

          • 15 სექტემბერს სკოლა ,,რუსთველში " სწავლა დაიწყო დაიწყო მოგზაურობა ცოდნის, ძიების, თავგადასავლების სამყაროში. იმისათვის, რომ ეს მოგზაურობა, საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი იყოს, უნდა ერთად ვიშრომოთ და ვისწავლოთ. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსნები

          • რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის სპეციალური მიღება გამართა, სადაც 150-მა ოქროს მედალოსანმა 500 ლარიანი ფულად ჯოლდო მიიღოღონისძიება რუსთავის თეატრში გაიმართა.

            მერის მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებს  შორის იყვნენ ჩვენი  სკოლის  კურსდამთავრებულები : სალომე ბუჯიაშვილი , საბა ბალიაშვილი და ნიკოლოზ ლეკიშვილი.

             გილოცავთ და  გვეამაყებით !

             

          • ,,ყველაზე ჭკვიანი - 2022 "

          • 10 ივნისს, სკოლა "რუსთველში" ჩატარდა , ტრადიციული ინტელექტუალური კონკურსი

            " ყველაზე ჭკვიანის" მეთხუთმეტე სეზონი.  ქეთევან აკობიას ხელმძღვანელობით 

            კონკურსი ჩატარდა მე – 4 კლასელებს შორის!

            კონკურსის გამარჯვებული,

            " ყველაზე ჭკვიანი - 2022 " ის ტიტულის მფლობელი გახდა დემეტრე ძინძიბაძე,

            რომელიც დაჯილდოვდა "ყველაზე ჭკვიანის" მედლითა და I ხარისხის დიპლომით!

            II ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა :

            ნანიკო ძაძუა.

            III ხარისხის დიპლომის მფლობელი გახდა:

            დემეტრე ხუციშვილი.

            ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!

          • პატარა მომღერლები

          • 13 ივნისს, სკოლა ,,რუსთველში" გაიმართა სკოლის ს კონცერტი, რომელმაც ჩაიარა ხალისიან და პოზიტიურ ნოტაზე.

            გილოცავთ ჩემო პატარებო პირველი კლასის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ წარმატებებს!

            მადლობა თინიკო როსტიშვილს  ამ ლამაზი დღისთვის 

             

          • 1 ივნისი -ბავშვთა დაცვის დღე

          • გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

            ყველა პატარას ვუსურვებთ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას

          • პატარა ქიმიკოსები

          • დაე,მსოფლიოს ყველა პატარას ჰქონოდეს ნათელი,მზიანი,ბედნიერი მომავალი და უღრუბლო ცა!დღეს სკოლა რუსთველი -ს ქიმიის ლაბორატორიაში სტუმრად იმყოფებოდნენ I ა.კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ

            შორენა ბექაურთან ერთად. ერთობლივად ჩავატარეთ სახალისო ცდები.

          • ოლიმპიადა "რუსთველი - 2022".

          • დღეს, 4 მაისს, ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

            "რუსთველი - 2022".

            ჩატარდა l ტური.

            მაღალი ქულის მქონე მოსწავლეები გადავიდნენ ფინალურ ტურში.

            5 მაისს ჩატარდება l ტური ინგლისურ ენაში.

            წარმატებები ყველა მონაწილეს!