მთავარი გვერდი
სიახლეები
რუსთველობა 2025– სკოლის დღე
ჩვენს სკოლაში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება „რუსთველობა 2025“, რომელიც ეძღვნებოდა სკოლის დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის კლასებმა და თითოეულმა მათგანმა წარმოგვიდგინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი უნიკალური სილამაზით, ტრადიციებითა და კულტურით.
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითობით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება – კუთხეების ისტორია, ხალხური ხელოვნება, სამზარეულო და ჩვევები. სკოლის ეზო გადაიქცა პატარა საქართველოდ, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა იმოგზაურონ კახეთიდან სამეგრელომდე, აჭარიდან რაჭამდე.
,,ტვინების ბრძოლა 2025”
სკოლა რუსთველში ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტური ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: III-V, VI-VIII და IX -XII კლასებში.
გამარჯვებულიგუნდebi ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სკოლის სახელით საქალაქო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ეტაპზე გაიმართება რეგიონული პირველობა, მეოთხეზე კი ფინალი.
რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა რუსთველის მოსწავლეებს შეხვდა
ჩვენს სკოლას გამორჩეული სპორტული დღე ჰქონდა. რუსთავის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი მიხეილ ჭოჭუა მე-8 კლასელებთან შესახვედრად გვესტუმრა.
მან მოსწავლეებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების მნიშვნელობაზე, მავნე ჩვევებზე და გამოწვევებზე თავისი გამოცდილება გაუზიარა.
ასევე ბურთის ფარში ტყორცნის სწორი პოზიციები აჩვენა და სუპერ ლიგის თამაშებზე საგულშემატკივროდ მიგვიწვია.
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
სკოლა რუსთველის მასწავლებლებო!
გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და თავდადებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!
გილოცავთ ახალი 2025–2026 სასწავლო წლის დაწყება!ს!
განსაკუთრებული წარმატებები და შთაგონება რუსთველელებს — ცოდნის, მეგობრობისა და წინსვლის წელი გქონოდეთ!
1
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
სკოლა „რუსთველი“ გაცნობებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლიდან, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, შემოღებულია სასკოლო ფორმა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
ფორმის დეტალები:
ზედა ნაწილი – თეთრი, ერთფეროვანი პერანგი.
ბიჭებისთვის – მუქი ლურჯი შარვალი (შესაძლებელია ჯინსის).
გოგონებისთვის – მუქი ლურჯი შორტი, მუხლს ზემოთ სიგრძით ზამთარში -შარვალი.
რუსთველის კურსდამთავრებულებო!
სკოლა რუსთველი მთელი გულით გილოცავთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას!
გისურვებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა იყოს სავსე აღმოჩენებით, ახალი მეგობრებით და იმ გამოცდილებით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გზის პოვნაში.
გახსოვდეთ, რომ სკოლა რუსთველი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება — როგორც საწყისი წერტილი, საიდანაც დაიწყეთ დიდი მოგზაურობა
ქართული მელოდიებით სავსე დღე სკოლაში
ჩვენს სკოლაში ჩატარდა ხალხური საკრავების გუნდის კონცერტი პედაგოგ თეა ნაცვალაძის ხელმძღვანელობით , სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინეს. კონცერტი თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან. ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო პედაგოგებო და ყველას, ვინც არის საქართველოს ამაყი მოქალაქე — გულით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის, აღსანიშნავად!
🎉 ეს დღე გვახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლებს, თავდადებასა და ერთობას, რამაც მოგვიტანა თავისუფლება და ღირსება. დამოუკიდებლობა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გავატაროთ სიყვარულით, ერთგულებით და საქმის კეთებით.
"მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა"
სკოლა “რუსთველის” II ა კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფიროსმანის ფერები.
„მხატვარი, რომელიც გულით ხატავდა”
მადლობა პატარებო ამ დღისთვის!
ჩვენი პატარა მსახიობები სცენაზე კი იდგნენ,
მაგრამ იქიდან ბევრად მეტი მოდიოდა,
ვიდრე მხოლოდ სიტყვები და როლები —
ეს იყო ბავშვური გულწრფელობა, სუფთა ემოცია
ბოლო ზარი 2025 🔔
23 მაისს ჩვენს სკოლაში გაიმართა ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება – ბოლო ზარი 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის.
სკოლის ეზო გაივსო ღიმილებით, ცრემლებით, თბილი სიტყვებითა და დაუვიწყარი მოგონებებით. მასწავლებლებმა გულთბილად გააცილეს კურსდამთავრებულები, რომლებმაც გაატარეს სკოლაში თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები.
სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო აქცია
2025 წლის 7 მაისს კერძო სკოლა რუსთველის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ( თავჯდომარე მ. სადაღაშვილი) ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჭყონდიდელის დასახლებაში გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთ
ვიქტორინა „ატლანტიდა“ 2025
სკოლა რუსთველში ჩატარდა
ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა „ატლანტიდა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებლა.
ვიქტორინა ჩაიარა მხიარულ და მეგობრულ გარემოში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. საუკეთესო გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
Spelling 2025
2025 წლის მაისის პირველ კვირას რუსთველის სახელობის სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი (Spelling ) VII კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და ინგლისური ენის ცოდნის შესანიშნავი დონე აჩვენეს. კონკურსის მსვლელობა იყო საინტერესოდ დაგეგმილი და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა – თითოეულ ეტაპზე სიტყვების სირთულე თანდათან მატულობდა.გამარჯვებულები გახდნენ
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს გმირული თარიღია. ამ დღეს, 1989 წელს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანად შეკრებილ ქართველ ხალხს სასტიკად დაუპირისპირდა საბჭოთა ოკუპანტური ძალა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, რუსთველის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამართეს დილით სიმბოლური პატივისცემის აქცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტრაგიკულად დაღუპულთა სახელები, გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, აინთეს სანთლები და ყვავილებით შეამკეს იმპროვიზირებული მემორიალი.
რუსთველის მოჭადრაკეები !
გვეამაყებით ბავშვებო! მადლობა მანანა მასწავლებელ გაწეული შრომისთვის 😍
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 599 74 60 61
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
კვირა 14/12/2025- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- წიგნის კითხვის დღე
- შიდა სასკოლო სპორტული მარათონი 2024
- “Spelling 2024”
- IV ა კლასი- დამრიგებელი ხათუნა კობახიძე
- ტვინების ბრძოლა 2024 - გაზაფხულის სეზონი
- ეძიებდე და ჰპოვებდე
- ვიქტორინა ,,ატლანტიდა"
- ტვინების ბრძოლა 2024 - გაზაფხულის სეზონი
- ,,დედა" ამ ჯადოსნურ სიტყვას მართლაც რომ დიდი ძალა აქვს!
- სკოლა რუსთველი ვამაყობთ თქვენით.
- საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- 7 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
- წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- პროფესიების გაცნობა - ბიბლიოთეკარი
- პროფესიების გაცნობა - ექიმი სტოამტოლოგი
- ვამაყობთ თქვენით ბავშვებოო!!!
- რეგიონული ჩემპიონატი გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში ,,ტვინების ბრძოლა''
- დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს
- მაკნატუნა
- ნომინანტი 2023