მთავარი გვერდი
სიახლეები
კითხვარი
ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო!
ეს კითხვარი შექმნილია იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რა სირთულეები და საჭიროებები არსებობს ჩვენს სკოლაში. თქვენი პასუხები დაგვეხმარება სასწავლო გარემოს, პროცესისა და ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ თითოეულ კითხვას.
პასუხები ანონიმურია და გამოიყენება მხოლოდ კვლევისა და გაუმჯობესების მიზნით.
გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
„სკოლა რუსთველის“ მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას და ბოლო ზარს!
დღეს თქვენი ცხოვრების ერთი ულამაზესი ეტაპი დასრულდა და იწყება ახალი, დიდი და საინტერესო გზა. ჩვენო ძვირფასებო, ამაყობთ თითოეული თქვენგანით!
გისურვებთ დიდ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, წინსვლასა და ბედნიერ მომავალს. ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იარეთ მხოლოდ წინ!
სპორტული დღე ჩვენ სკოლაში.
დაწყებით და საბაზო საფეხურზე ჩატარდა „მხიარული სტარტები“, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური თანამშრომლობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა. თითოეულმა კლასმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით მიიღო მონაწილეობა შეჯიბრებებში, რამაც სპორტული სულისკვეთებითა და პოზიტიური ემოციებით სავსე დღე შექმნა.
სკოლა „რუსთველში“ მე-18 სეზონის „ყველაზე ჭკვიანი“ გამოვლინდა!
ჩვენს სკოლაში უკვე მრავალწლიან ტრადიციად იქცა ინტელექტუალური პროექტი, რომელიც ყოველ წელს სპეციალურად მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის იმართება. პროექტის უცვლელი ხელმძღვანელის, ქეთი აკობიას ორგანიზებით, პატარა მეოთხეკლასელებმა წელსაც საუკეთესოდ გამოავლინეს თავიანთი ცოდნა.
დაძაბულ ფინალში საპატიო ტიტულისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა მე-4 კლასის მოსწავლე — დანიელ კვირიკაშვილი! „რუსთველი“ მთელი გულით ულოცავს დანიელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! ვამაყობთ შენით და კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ!
სკოლა „რუსთველის“ ტრადიცია გრძელდება!
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, ტრადიციული შიდასასკოლო ოლიმპიადა „რუსთველი“ წელსაც დიდი ენთუზიაზმით ტარდება!
უკვე 13 წელია, ეს პროექტი ჩვენიsსკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს I-IV კლასის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და მათ გამოვლენას ისეთ მნიშვნელოვან საგნებში, როგორიცაა:
ულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
რუსთავში გამართულ სპორტული ესეების კონკურსზე, ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი საბა კალაიჯიშვილი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების რჩეული გახდა!
კონკურსში ქალაქის სხვადასხვა სკოლის 34 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გვიხარია, რომ საუკეთესოთა შორის ჩვენი მოსწავლეც დასახელდა.
წარმატებები, საბა!
ცოდნა, აზარტი და გამარჯვება!
ჩვენს სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა დიდი ინტელექტუალური კონკურსი „The Best“. თამაშმა საინტერესოდ, დაძაბულად და დიდი ემოციებით ჩაიარა.
გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ კონკურსის შედეგები და მივულოცოთ გამარჯვებულებს:
I ადგილი — ნიკოლოზ მილორავა (კონკურსის მთავარი გამარჯვებული!)
II და III ადგილები — ბარბარე სადაღაშვილი და ბარბარე კანდელაკიშვილი
მადლობა, ელისო მასწავლებელო!“
სკოლა „რუსთაველის“ მე-4 (გ) კლასის მოსწავლეები სიყვარულითა და მადლიერებით ემშვიდობებიან თავიანთ პირველ და საყვარელ მასწავლებელს — ელისო მასწავლებელს.
მადლობა იმ უსაზღვრო თბილი დღეებისთვის, მოთმინებისთვის, დედობრივი ზრუნვისა და იმ ცოდნისთვის, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს გაუზიარეთ. თქვენი დამსახურებით, ისინი დღეს თამამი, გონიერი და მეგობრული მომავალი მეხუთეკლასელები არიან!
2026 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო
გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ახალ, საინტერესო გზას გიხსნით.
სკოლა რუსთველის სახელით, გისურვებთ დიდ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ბედნიერ მომავალს!
8
🌟 უდიდესი სიამაყით გიზიარებთ დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს სიახლეს! ❣️
🏫 სკოლა „რუსთველში“ ჩატარდა ინგლისური და რუსული ენების შიდასკოლო ტური — „პოლიგლოტი“, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს შესანიშნავი ნიჭი და ცოდნა. 📚✨
🗣️ „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“ — ჩვენმა ძვირფასმა მეხუთეკლასელებმა ეს ცნობილი სიტყვები დღეს საქმედ აქციეს!
🏆 ტურის დამსახურებული გამარჯვება დიდი ბრძოლისა და მონდომების შედეგად მოიპოვა ❤️ 5 ა ❤️ კლასმა! 🎉🎉🎉🎉🎉
როცა ჯანსაღი კვების გაკვეთილი კულინარიულ შოუდ იქცევა!
2 ა კლასმა და პროექტის ფარგლებში ნამდვილი საოცრებები მოახდინა. მათ არა მხოლოდ ისწავლეს ვიტამინების შესახებ, არამედ თავად მოამზადეს ფერადი, გემრიელი და რაც მთავარია, ჯანსაღი სალათები!
ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ სამზარეულოში ტრიალი და ჯანსაღ პროდუქტებთან მეგობრობა ძალიან მარტივი და სახალისოა. შემოქმედებითი პროცესიც და შედეგიც უგემრიელესი გამოვიდა!
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღე!
სკოლა „რუსთაველში“ კიდევ ერთი ემოციური დღეა — ჩვენმა მეოთხე „ბ“ კლასმა და მათმა საყვარელმა დამრიგებელმა, მარიამ მასწავლებელმა, დაწყებითი საფეხურის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს!
ოთხი წლის წინ გადადგმული პირველი ნაბიჯების შემდეგ, დღეს სცენაზე უკვე გაზრდილი, ნიჭიერი და ძალიან შეკრული გუნდი წარსდგა. მოსწავლეებმა უდიდესი სიყვარულით გადაუხადეს მადლობა თავიანთ პირველ მასწავლებელს.
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
26 მაისი — ეს დღე ჩვენია!
დღე, როცა საქართველოს თავისუფლებამ ხმა ამოიღო…
დღე, რომელიც მხოლოდ თარიღი კი არა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირსება და ჩვენი მომავლის იმედია.
ამ პატარა თვალებში დღესაც ანათებს საქართველო —
თავისუფალი, ამაყი, ძლიერი და სიყვარულით სავსე.
ისინი არიან ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი ქვეყნის გაგრძელება, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი.
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას!
დღეს ეროვნული სამოსის დღეა — დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დახვეწილი, გრაციოზული და გამორჩეულია ქართული ტრადიციული სამოსი.
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
სკოლა „რუსთველის“ 3 გ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულამაზესი და შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს!
👩🍳 ჩვენი პატარა შეფ-მზარეულები და უგემრიელესი კულინარიის გაკვეთილი! 🍰🍓
🏫 სკოლა „რუსთველის“ 3 ა კლასში დღეს განსაკუთრებული, ძალიან სახალისო და არომატული დღე გვქონდა. ✨
👩🏫 ეკა მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა მოაწყვეს! ჩვენმა მესამეკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით მოამზადეს უგემრიელესი კერძები/ტკბილეული. 🥐🍕
🥰 საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ პატარები, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს და როგორ სიამოვნებდათ შემოქმედებითი პროცესი.
წიგნის საერთაშორისო დღე
წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლა ,,რუსთველის,, პირველი კლასის მოსწავლეებთან(მასწავლებელი-ნატო გოცირიძე) ერთად ჩატარდა ღონისძიება ,,მე და ჩემი დედა ენა,,. პატარებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.წაიკითხეს ლექსები,მოთხრობები და შეარჩიეს საკითხავი წიგნები.
სტუმრად რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ერძო სკოლა ,,რუსთველის" მე-6 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ რუსთავის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მათ ხელახლა აღმოაჩინეს საკუთარი ქალაქი. აღრფთოვანებულები დარჩნენ რუსთავის ისტორიით, რომელიც ისე ძველია რომ ათასწლეულების წარსულში იკარგება. მადლობა მუზეუმის თანამშრიმლებს ყურადღებისათვის.
ანგარიშში შესვლა
კონტაქტი
- სკოლის სახელი
- შპს რუსთველი
- სკოლის ელ. ფოსტა
- rustveli.school@gmail.com
- ტელეფონი
- 577307040
- სკოლის მისამართი
- ქვემო ქართლი რუსთავი
სააკაძის ქუჩა # 3
3700 რუსთავი
Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
შპს „სკოლა რუსთველი“-ს (ს/ნ: 216392179)
პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს
შპს „სეიფთი ქორფ“ (ს/ნ: 427743212).
საკონტაქტო მონაცემები:
ტელეფონი - 595545999;
ელექტრონული ფოსტა:
giorgi.gamkhitashvili@geosafety.ge.
ნავიგაცია
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ზარის დროები
სამშაბათი 07/07/2026- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
სიახლეები
- ღონისძიება-,,ვაჟა ფშაველა-ბუნების შვილი"
- ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი Spelling
- როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?
- ♟️ ინტელექტუალური ორთაბრძოლები და ახალი ჩემპიონები ჩვენს სკოლაში!
- 👗 ნარჩენებიდან ხელოვნებამდე! ♻️✨
- პროექტის პრეზენტაცია: „ჰაერის შედგენილობა და გარემოს დაცვა“
- გაიცანით რუსთველელია!
- ,,მე და ჩემი დედა ენა,,
- როგორ ხედავენ მეშვიდეკლასელები სამყაროს?
- „დაიღალა დედამიწა
- „ჩვენი პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილებებისთვის! 🌏✨
- „დედამიწავ, მე დაგიცავ შენ!“
- დაიცავი დედამიწა, ის შენი სახლია!
- ვიქტორინა „ატლანტიდა“ – გამარჯვება მე-6 (ბ) კლასს!
- ყველაზე გონიერი დამპყრობელი ისტორიასა და წარსულს გართმევს, ვინაიდან ასეთ საზოგადოებას საყრდენი ეცლება და ვერ ახერხებს ბორკილებისგან გათავისუფლებას.“
- ვულოცავთ საბა კალაიჯიშვილს!
- თვითმმართველობის დღე!
- 🚀 ინგლისური ენა ახალ სიმაღლეებზე – სკოლა „რუსთველში“!
- ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.
- 🌸 განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს!